თოვლში გართობის იდეები(+ფოტოები)

14-01-2022

ხატვა, ძერწვა, კითხვა, სწავლა - ყველაფერი ამის გაკეთება შესაძლებელია ბავშვთან ერთად სუფთა ჰაერზე  სეირნობის დროს. მაინც, მოდით ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. 
ზამთარში შეიძლება უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობა, ცხოველების და ფრინველების ხმების მოსმენა, ძალიან კარგი აზრია ამ დროს ბავშვის მიერ ნებისმიერ შეკითხვაზე სრულფასოვანი პასუხების გაცემა, მაგალითად, რატომ ცივა ზამთარში, რატომ მოდის თოვლი და ა.შ. 
ასევე კარგი იდეაა ციგურებით სეირნობა, ციგით სრიალი, გუნდაობა, თოვლის სასახლის ან თოვლის ბაბუის გაკეთება, პინგვინობანას თამაში, შეჯიბრებები და ა.შ. 

გართობა თოვლში,
გარდა იმისა, რომ ძალიან სახალისო იდეაა თოვლის ბაბუის გაკეთება, ასევე საინტერესოა თოვლზე ხატვა. თოვლით ხატვისთვის ნებისმიერი ზედაპირი გამოდგება, მიეცით ბავშვს საშუალება, თავად არჩიოს ეს ზედაპირი და თავად გადაწყვიტოს, რისი დახატვა სურს. 

გართობა თოვლში,
ეცადეთ, თქვენს შვილს გამოუმუშავოთ მზრუნველობის შეგრძნება, გაუკეთეთ ჩიტებს ადგილი, სადაც შეძლებენ მოფრენას და საკენკის აკენკვას. 
დამალეთ თოვლში რაიმე ნვთი და ეთამაშეთ ბავშვს განძის ძიების თამაში, ეცადოს მოძებნოს თქვენს მიერ დამალული ნივთი. ბავშვებს ძალიან მოსწოთ ასეთ თამაშები. 

გართობა თოვლში, თოვლი


გააკეთეთ თოვლით გვირაბები და ლაბირინთები, რათა ბავშვმა შეძლოს დაბრკოლების გადალახვა და რთული გზის გაკვლევა. თუმცა გახსოვდეთ, ამ თამაშის დროს მშობელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და მუდმივად აკონტროლებდეს ბავშვების ადგილმდებარეობას. 

თოვლი, გართობა, გართობა თოვლში,
ააშენეთ თოვლის ციხესიმაგრე, 10-15 გრადუსზე საკმაოდ მყარი კონსტრუქციის აშენებაა შესაძლებელი. 
ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული იდეები დაგეხმარებათ, უფრო საინტერესოდ და აზრიანად გაატაროთ დრო სუფთა ჰაერზე, თოვლში.

გართობა, თოვლში გართობა,