საკვებით მოწამვლას, იწვევს შხამი, რომელიც ორგანიზმში საკვები პროდუქტების მეშვეობით ხვდება. საკვებით მოწამვლა მრავალნაირი შეიძლება იყოს, თუმცა გამოიყოფა სამი ტიპი:
• ინფექცია - უმარტივესი, ბაქტერიები, ვირუსები.
• მცენარეებში ან ცხოველებში შემავალი ტოქსინები - შხამიანი სოკო, არასწორად მომზადებული ხორცი ან თევზი.
• შხამი - რომლითაც ამუშავებენ ამა თუ იმ პროდუქტს, პესტიციდები.
მოწამვლის შედეგად გამოწვეული სიმპტომები, როგორც წესი, თავს პირველ 48 საათში იჩენს ხოლმე.
პირველ ნიშნებში მოიაზრება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი.
საკვებით მოწამვლის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში თუ:
• აღნიშნული ნიშნები გამოუვლინდა 3 წლამდე ბავშვს.
• თან ერთვის სხეულის ტემპერატურის მატება.
• სიმპტომები გრძელდება 2 დღე-ღამეზე მეტ ხანს.
• თუ სიმპტომები გამოუვლინდა ოჯახის რამდენიმე წევრს.
ასევე ექიმთან მიმართვა უნდა იყოს გადაუდებელი იმ შემთხვევაში, თუ:
• მოწამვლის მიზეზი არის სოკო
• ბავშვი ვერ ღებულობს სითხეს
• გაორება თვალებში
• მეტყველების დარღვევა
• ყლაპვის გართულება
• სისუსტე
• კანის ან თვალის გუგების სიყვითლე
• შეშუპება
• გამონაყარი
• შარდის გამოყოფის გაიშვიათება
• მუქი და სპეციფიური სუნის შარდი
• სისხლი განავალში და ღებინების დროს
გადაუდებელი დახმარება
პროფილაქტიკა
წყარო: ევგენი კომაროვსკი „გადაუდებელი დახმარება“
სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან