ადგილობრივი სითბური ზემოქმედების შედეგად მიღებულ ქსოვილების დაზიანებას თერმული დამწვრობა ეწოდება. სითბური ზემოქმედების წყარო შეიძლება იყოს ცეცხლი, ორთქლი, ცხელი სითხე, გავარვარებული ნივთები, სინათლის ან მზის გამოსხივება. პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნებისმიერი დამწვრობა არის არა მხოლოდ ქსოვილის დაზიანება, არამედ ორგანიზმის საერთო რეაქცია. დამწვრობას აქვს ორი მთავარი მახასიათებელი ნიშანი - დაზიანების ფართობი და დაზიანების სიღრმე. დამწვრობის სირთულე და ხარისხი სწორედ ამ ორი მახასიათებლის მიხედვით ფასდება. დაზიანებული ადგილის სიღრმიდან გამომდინარე განისაზღვრება დამწვრობის სამი ხარისხი.
არსებობს დამწვრობის რამდენიმე კლასიფიკაცია. ზოგი მათგანი გულისხმობს დამწვრობის ოთხ ხარისხს. ზოგი მესამე ხარისხის დამწვრობას დამატებით ქვეთავებად გამოყოფს. ჩვენ კი შეგნებულად ვიყენებთ ყველაზე მარტივ კლასიფიკაციას, რადგან გადაუდებელი დახმარების ეტაპზე სწორედ ასეთი მიდგომა იძლევა რეკომენდაციების გამარტივების საშუალებას.
მშობლისთვის ძალიან რთულია დამწვრობის ხარისხისა და მდგომარეობის სირთულის დადგენა, ექიმის კონსულტაცია უბრალოდ გარდაუვალია, როდესაც სახეზეა:
• მესამე ხარისხის დამწვრობა მიუხედავად დაზიანების ფართობისა.
• მეორე ხარისხის დაზიანება, როდესაც დაზიანებული ადგილი ბავშვის ხელის გულზე დიდია.
• პირველი ხარისხის დამწვრობა ფართბით სხეულის 10%-ზე მეტი (საორიენტაციოდ გეტყვით, რომ ბავშვის სხეულის 10% დაახლოებით არის ბავშვის ხელის ან მუცლის ზომა).
• დამწვრობა სახის, კისრის, ხელის მტევნის, ფეხის ტერფის ზონაში.
მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ძნელი და ზოგჯერ შეუძლებელიც კია. დასკვნა ერთია, ნებისმიერი მეორე ხარისხის დამწვრობის დროს ექიმის კონსულტაცია უბრალოდ აუცილებელია.
მესამე ხარისხის დამწვრობის დროს წყლით დამუშავება საჭირო არ არის.
ტკივილის გაყუჩების მიზნით ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. დამწვრობის დროს აუცილებლად მოხსენით დაზარალებულს ბეჭდები და სამაჯურები.
• ცივი წყლით გაგრილება მესამე ხარისხის დამწვრობის დროს
• დაზიანებული ადგილის გაგრილება ყინულით
• მიწებებული ტანსაცმლის აძრობა
• ბუშტუკების გახეთქვა
• დაზიანებული ადგილის ხელით შეხება
• დამწვარ ადგილზე ბინტის ან ყინულის დადება
• დამწვარი ადგილის დამუშავება ზეთით, ასევე შარდით, ფხვნილებით
• დამწვარი ადგილის დამუშავება იოდით ან ბრილიანტის მწვანეთი, ასევე სპირტით
წყარო: ევგენი კომაროვსკი „გადაუდებელი დახმარება“