აუცილებელია იცოდეთ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ყინვისგან თავის დაცვა ვერ მოახერხეთ, რა უნდა მოიმოქმედოთ ამ დროს, როგორ უნდა დაეხმაროთ საკუთარ თავს ან სხვა ადამიანს.
მოყინვა არის ყინვის შედეგად ორგანიზმის ქსოვილის დაზიანება. არსებობს მოყინვის ოთხი ხარისხი. პრინციპული მომენტი ამ დროს არის ის, რომ მოყინვის ხარისხის დადგენა მხოლოდ კანის გალღობის შემდეგ არის შესაძლებელი.
• მოყინული ადგილი არის გაწითლებული
• მოყინულ ადგილზე აღინიშნება ოდნავი ჩალურჯება, შეშუპება
• ზომიერი ტკივილი
• ჩხვლეტის შერძნება
ყურადღებით!
მოყინვის ხარისხის დადგენა ძალიან რთულია, განსაკუთრებით ბავშვებში და განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში. ამ დროს ექიმის კონსულტაცია არა მარტო სასურველი, აუცილებელია.
სახლის პირობებში მკურნალობა მხოლოდ პირველი ხარისხის მოყინვის დროს არის შესაძლებელი. სიმპტომები, როგორც წესი, მე-3, მე-4 დღეს ლაგდება. სხვა სიმპტომების, მე-3 მე-4 ხარისხის მოყინვის შემთხვევაში ნამდვილად გაქვთ იმის მიზეზი, რომ მოითხოვოთ გადაუდებელი დახმარება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მოყინვის დროს ექიმი ყოველთვის საჭიროა, თუმცა მე-3-მე-4 ხარისხის დროს გადაუდებელი დახმარებაა აუცილებელი.
• მუქი წითელი, მოლურჯო კანი
• წყლიანი ბუშტუკები
• სილურჯე აღინიშნება მოყინული ადგილის მიმდებარე ზონებშიც
• მგრძნობელობის დაქვეითება
• მოძრაობის შეზღუდვა
სიცივის ზემოქმედების აღკვეთა, შენობაში, გადაადგილება, მოყინული ხელთათმანის, ფეხსაცმლის ან სხვა სამოსის გახდა, ნელი გალღობა თბილი სხეულით, მაგალითად მოყინული ხელის იღლიაში ამოდებით, ნელთბილ წყალში ჩაყოფით. წყლის ტემპერატურა შეიძლება გააცხელოთ ეტაპობრივად, ძალიან ნელა, 15 წუთის ინტერვალით. წყალი უნდა აკონტროლოს სხვა ადამიანმა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჯეროთ იმ ადამიანს, ვისაც მოყინული აქვს სხეულის ეს თუ ის ნაწილი, რომ წყალი უფრო გააცხელოთ. გადაუხვიეთ ხელი მშრალად და თავისუფლად.
მოყინულიი ხელის ან ფეხის თითების შემთხვევაში თითებს შორის აუცილებლად ჩაუდეთ რაიმე ქსოვილი. დაალევინით ბევრი თბილი სასმელი, არა ალკოჰოლური.
არ შეიძლება!
• გალღობა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ხელახალი მოყინვის საშიშროება.
• ფეხსაცმლის გახდა ყინვაში, რამეთუ შედეგად ფეხი სივდება და ფეხსაცმლის ისევ ჩაცმა შეუძლებელია.
• დაზელვა, განსაკუთრებით თოვლით.
• სწრაფად გათბობა, განსკუთრებით ცხელი წყლით
• მოყინული ადგილის სპირტით, ცხიმით დაზელვა
• ალკოჰოლი
ენის მიყინვა მეტალის საგანზე - ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, როდესაც ბავშვები ყინვაში თამაშობენ. ამდროს ეცადეთ თქვენი ხელის გული ბავშვის მოყინულ ენასთან მაქსიმალურად ახლოს მიტანოთ. გაუთბეთ ენა სულის შებერვით. თუ მეტალის ნივთის გადაადგილებაა შესაძლებელი, ეცადეთ ის შენობაში შეიტანოთ. შენობაში შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ, სანამ თვითონ გალღვება, მოიხმაროთ თმის საშრობი ან თბილი წყალი.
ამ დროს დამახასიათებელი ნიშნებია:
• სიცივის შეგრძნება
• მოდუნება და ძილად მივარდნა
• მეტყველების, კოორდინაციის დარღვევა
• კანის გაფერმკრთალება და გამოშრობა
• უკონტროლო შინაგანი კანკალი
• გართულებული სუნთქვა
• შენელებული მაჯისცემა
• სხეულის დაბალი ტემპერატურა, 35 გრადუსი
როგორ მოვქცეთ?
• სიცივისთვის თავის არიდება
• ცივი ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის გახდა
• თბილი სამოსის ჩაცმა
• თბილი სითხის მიღება
• ცხელი შოკოლადი
ამ ყველაფრის თავიდან აცილების მიზნით გირჩევთ, სანამ სადმე წახვალთ, საგულდაგულდ გაეცნოთ პროგნოზს და მოემზადოთ შესაბამისად. ჩაიცვათ თბილად და სათანადოდ, იქნება ეს ქურთუკი, ქუდი, ფეხსაცმელი, ხელთათმანი თუ შარფი.