გავრეცხოთ თუ გამოვხარშოთ ბავშვის ნივთები?

08-12-2021

საჭიროა თუ არა ჩვილის ნივთების გამოხარშვა?

ჯანმრთელი ბავშვი სტერილურ გარემოს არ საჭიროებს, უფრო მეტიც, სტერილურობა ადამიანის ფიზიოლოგიას ეწინააღმდეგება  და ალერგიული დაავადებების პროვოცირებას ახდენს.  ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის სათამაშოების და ბავშვის სხვა ნივთების სუფთა წყლით გარეცხვა აბსოლუტურად საკმარისია. მაშინაც კი, თუ ბავშვს სათამაშო ან საწოვარა იატაკზე დაუვარდა, გამდინარე წყალში გავლება ყოფნის, არ არის აუცილებელი მისი გამოხარშვა და დამდუღვრა. 

ნივთების გამოხარშვა,

ინფექციური დაავადებების გადაცემის გზების მხრივ, თქვენს იატაკზე რაიმე საშიშის მოძებნა ნამდვილად რთულია. ბავშვისთვის ამ მხრივ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ბავშვს თავის ნაპირალს სთავაზობენ, ან ხშირად კოცნიან, ასევე საშიშია ჭუჭყიანი წყალი და არასათანადოდ შენახული საკვები პროდუქტები.  

საჭიროა თუ არა ნივთების დამდუღვრა?

ბავშვის საწოვარას ან ბოთლის მდუღარე წყლით დამუშავება იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ბოთლში ან საწოვარაში საკვების ნარჩენებია დარჩენილი და ეს ბოთლი ოთახის ტემპერატურაზე ერთ საათზე მეტ ხანს მაინც იდგა. ეს საკვები ნარჩენები ბაქტერიების გამრავლების მართლაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ განვმეორდებით და გეტყვით, რომ მსგავს შემთხვევები მართლაც საშიშროებას წარმოადგენს ბავშვის ჯანმრთელობისთვის და ამ შემთხვევაში მდუღარე წესით დამუშავება არათუ სასურველი, აუცილებელიც არის. 

წყარო: „365 რჩევა ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს“ - ევგენი კომაროვსკი