ბავშვი და ელექტროობა

24-11-2021

წლამდე ბავშვი და ელექტროობა? დიახ, და ყველაფერი გააკეთეთ საიმისოდ, რომ ეს ორი ერთმანეთს არ შეხვდეს, განსაკუთრებით თქვენ გარეშე!  

პირველ რიგში კარგად დაიმახსოვრეთ და გაითავისეთ, რომ ბავშვის მოდელი არის უფროსი, ბავშვი ბაძავს მშობელს, მაქსიმალურად ცდილობს გაიმეოროს მისი ყველა მოქმედება. არასდროს გააკეთოთ ბავშვის თანდასწრებით რომელიმე პოტენციურად საშიში  მოქმედება, ისეთი, რომლის გამეორებასაც ბავშვი შეეცდება თქვენ გარეშე. ვერ მიხვდით რაზეა საუბარი? 
მაგალითად, არასდროს ჩართოთ ჩამრთველში სადენი  წლამდე ბავშვის თანდასწრებით. ბავშვი აუცილებლად ეცდება გააკეთოს ისევე, როგორც აკეთებდა მამა. შეძვრება მაგიდის ქვეშ და შეეცდება ჩართოს რამე ჩამრთველში. 

•    მეტი უსაფრთხოებისთვის გირჩევთ ყველა ჩამრთველი იყოს დაფარული, რომ ბავშვს წვდომა მაქსიმალურად გაურთულდეს. არასდროს დატოვოთ ტელეფონის დამტენი სადენში შეერთებული, ბავშვმა შესაძლოა პირდაპირ პირისკენ წაიღოს. 

•    ასევე ყურადღება მიაქციეთ სადენებს, ისე არ იყოს, რომ ბავშვმა ადვილად შეძლოს მოქაჩვა, ხელის მოკიდება. 

•    ეცადეთ სადენები განთავსდეს ავეჯის უკან ან დააფიქსიროთ ისე, რომ მისი გამოქაჩვა შეუძლებელი იყოს, არ მიიპყროს ბავშვის ყურადღება. 

•    არასდროს დატოვოთ ბავშვი ერთი ერთზე ისეთ სათამაშოებთან, რომელიც ელექტროსადენში ირთვება. თუ ათამაშებთ, აუცილებლად აიღეთ და შეინახეთ საიმედოდ, რომ ბავშვს დამოუკიდებლად ჩართვის სურვილი არ გაუჩნდეს. 

•    არასდროს გამოიყენოთ ელექტრო ტექნიკა, მაგალითად ფენი, უთო