ის გახლავთ პრეპარატი, რომელიც წარმოდგენილია 1 ან 2%-იანი სპირტის ხსნარით, არა მარტო სითხის, არამედ ფანქრის სახითაც. ეს არის ნაკლებად ეფექტური ანტისეპტიკი გარეგანი გამოყენებისთვის.
ბრილიანტის მწვანე ძალიან პოპულარულია და ფართოდ გამოიყენება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სხვა ქვეყნებმა კი საერთოდ არ იციან მისი არსებობის შესახებ. ამ პრეპარატის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ღირს ძალიან იაფი და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი და არავის სჭირდება სწავლება, თუ როგორ გამოიყენება, რადგან ნებისმიერ ზრადსრულ ადამიანს საკუთარი გამოცდილება აქვს მის მოხმარებასთან დაკავშირებით და ეს გამოცდილება ბავშვობას უკავშირდება.
ბრილიანტის მწვანეს უარყოფით თვისებად კი შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტორი, რომ ეს პრეპარატი წესით, არ გამოიყენება ჭრილობების დასამუშავებლად. რატომ? ჯერ ერთი, რომ ეს მტკივნეულია და მეორე, იმიტომ, რომ ნებისმიერი ჭრილობა სპირტთან შეხების შემდეგ უფრო გვიან ხორცდება. ჭრილობის კიდეების დამუშავება ამ ხსნარით შესაძლებელია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამას აზრი არ აქვს, რადგან მისი სადეზინფექციო შესაძლებლობები მეტად სუსტია და თუ რამე მოქმედებს, ეს გახლავთ სპირტი და არა თავად ბრილიანტის მწვანე.
საბოლოოდ კი ჩვენი რჩევა იქნება, 21-ე საუკუნეში დავივიწყოთ ამ პრეპარატის არსებობის შესახებ, რადგან დღესდღეობთ უამრავი სხვა საშუალება არსებობს როგორც სადეზინფექციოდ, ისე ჭრილობების დასამუშავებლად.
ევგენი კომაროვსკი - 365 რჩევა სიცოცხლის პირველ წელს