არ აძლევთ ბავშვს თევზის ქონს? სწორად იქცევით - ევგენი კომაროვსკის მოსაზრება თევზის ქონთან დაკავშირებით

01-11-2021

თევზის ქონი უკვე მიეცი? - ერთხელ მაინც აუცილებლად მოგმართავდათ მსგავსი კითხვით ან უფროსი თაობის წარმომადგენელი მეზობელი თუ ნათესავი, ან 24 საათი ინტერნეტში მძრომიალე დაქალი. შევეცდებით გიკარნახოთ, რა უნდა უპასუხოთ ასეთ დროს. თევზის ქონი მოიგონეს დიდი ხნის წინ, მაშინ როდესაც აღმოაჩინეს, რომ ის შეიცავდა დიდი რაოდენობით D ვიტამინს. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩრდილოეთის მცხოვრებლები, რომლებიც ძალიან იშვიათად ხედავენ მზეს, მაგრამ ბევრი აქვთ თევზი, საკმაოდ ჯანმრთელები არიან. თევზის ქონი აქტიურად გამოიყენებოდა ჯანმრთელობის პროფილაქტიკის მიზნით და ასევე რაქიტის წინააღმდეგ, სანამ მედიცინამ D ვიტამინის მედიკამენტის სახით გამოშვება არ დაიწყო. უფრო მეტიც, D ვიტამინს ამატებენ ბავშვთა კვებაშიც კი, ასევე ბავშვთა და მოზრდილთათვის განკუთვნილ სხვადასხვა პროდუქტში. 
რაქიტის პროფილატიკის დროს თევზის ქონს არავითარ შემთხვევაში არ აქვს რაიმე უპირატესობა თავად D ვიტამინთან მიმართებაში. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რა გემო აქვს თევზის ქონს და რომ მისი სწორად დოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. არ აძლევთ ბავშვს თევზის ქონს? სწორად იქცევით. არც არის საჭირო, ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, მზეზე და თუ საჭიროა, მიეცით D ვიტამინი წვეთების ან ტაბლეტის სახით. 

 

წყარო: ევგენი კომაროვსკი, წიგნი:365 რჩევა თქვენი შვილის სიცოცხლის პირველ წელს, გვ 137