პედიკულოზი (დატილიანება) გამოწვეულია ადამიანის ტილის (Prdiculus humanus capitis) მიერ. დღესდღეობით, ის ადამიანებში ყველაზე გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა. მისი გამოვლინების სიხშირე ცვალებადია.
რამდენადაც კომპეტენტური სანიტარული სამსახურების ინფორმირება დატილიანების შესახებ სავალდებულო არაა და ამასთანავე დაავადება უარყოფითად აღიქმება საზოგადოების მიერ და შესაბამისად პედიკულოზი (დატილიანება) აღწერილია, როგორც "სასირცხვილო დაავადება", ეპიდემიოლოგიური მონაცემები არასრულია. მიუხედავად ამისა, დადგენილია, რომ თითქმის ყველა ბავშვი ერთხელ მაინც ინფიცირდება თავის ტილით სკოლამდელი ან დაწყებითი კლასების პერიოდში.
სიმპტომები:
თავის ტილი მხოლოდ ადამიანის სისხლით იკვებება. ტილის ნაკბენი იწვევს უსიამოვნო, კანის გამაღიზიანებელ ქავილს და წვას,
რაც ხელს უშლის კონცენტრირებას და იწვევს შედეგების გაუარესებას სკოლაში. ზოგჯერ, ტილზე უბრალო გაფიქრებაც კი იწვევს თავის ქავილს. ხშირმა ქავილმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და ბაქტერიული ინფექციები. ტილების ნერწყვმა და ფეკალიებმა კი შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რაც გამოვლინდება ერითემით კისერზე და კანის დაზიანებებით პირისა და ცხვირის გარშემო. გარდა ამისა, პედიკულოზი იწვევს მძიმე სტრესს.
თავის ტილის გავრცელება:
თავის ტილი მხოლოდ ადამიანის თავში ცხოვრობს. არ შეუძლია ხტომა ან ფრენა, ტილები არც შინაური ცხოველებიდან გადაედება ადამიანებს. ტილები მხოლოდ უშუალო კონტაქტით ვრცელდება. ტილების ერთი თავიდან მეორე თავში გადასასვლელად აუცილებელია, რომ ორი ადამიანის თმა ერთმანეთს შეეხოს. ამგვარი სიტუაციები ხშირია გართობისას, არდადეგებზე, ტურისტული ლაშქრობების ან ბანაკში ყოფნისას. ადვილი წარმოსადგენია, რომ პარაზიტებით ინფიცირება შეიძლება სკოლაში, ბაგა-ბაღებში მოხდეს, სადაც ტილებს გაცილებით მეტი "გადაადგილების" საშუალება აქვთ უშუალო კონტაქტისას. ტილების გავრცელება ასევე ხდება საერთო და/ან სხვისი სავარცხლების, თმის სამაგრების, ბალიშების, პირსახოცების, ქუდების, შარფებისა და ტანსაცმლის გამოყენებისას. ასეთ დროს, დიდია დატილიანების რისკი;
ადამიანის თავიდან ჩამოვარდნილმა ტილმა შეიძლება იცოცხლოს და გამოიწვიოს დასნებოვნება 24-48 საათის განმავლობაში, შემდეგ ის კვდება. თმაზე მიკრული ტილის კვერცხები (წილები) შეიძლება გადარჩნენ და შეინარჩუნონ დაინფიცირების უნარი საკმაოდ ხანგრძლივად, დაახლოებით 12 დღის მანძილზე. ეს საკითხი გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო ინფექციისას და მის საწინაღმდეგო პრევენციული ზომების მიღებისას.
როგორ აღმოვაჩინოთ ტილი? მდედრი ტილები კვერცხებს დებენ თმაზე, კანიდან დაახლოებით 1 სმ-ზე. წილები ოვალური ფორმისაა, წაგრძელებული და მოთეთრო ფერის. სიგრძით - დაახლოებით 0,8 მმ. მათი პოვნის ყველაზე მარტივი გზაა თმაში მათი ძებნა, თავის ზედა ნაწილის თმიან უბანში, ყურების უკან და კეფის გარშემო.
პარაზიტების აღმოჩენის საუკეთესო გზაა თმის რეგულარული შემოწმება და წმინდა სავარცხლის გამოყენება, რომელიც თმის დავარცხნისას საშუალებას მოგვცემს შევამჩნიოთ მოთეთრო წილები და მკვეთრი, მოძრავი პარაზიტები. ყურადღება უნდა მიაქციოთ ასევე გამოვლინებებს თავის კანზე. ტილების არსებობას თან ახლავს თავის კანის სიწითლე, განსაკუთრებით, ყურების უკან და თმის ხაზის გასწვრივ. კანის ქავილის გამო შეიძლება წარმოიშვას წვრილი პაპულუზური გამონაყარი და ნაკაწრები.
ტილების აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოჯახის სხვა წევრებსაც შეიძლება ჰყავდეთ პარაზიტები. მხოლოდ შამპუნით თავის დაბანა ამ პრობლემას ეფექტურად ვერ მოაგვარებს.
რეზისტენტობის პრობლემა:
მეოცე საუკუნიდან დღემდე ხშირად დატილიანების მკურნალობა ხდება საშუალებებით, რომლებიც შეიცავენ პესტიციდებს (პესტიციდები — ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა მავნებლების, მარცვლეულის, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, აგრეთვე ადამიანისა და ცხოველის საშიშ დაავადებათა გადამტანების წინააღმდეგ საბრძოლველად). ტილებმა გამოიმუშავეს და მემკვიდრეობით მიიღეს რეზისტენტობა (გამძლეობა) იმ ქიმიური პრეპარატების მიმართ, რომლებიც გამოიყენება მათ წინააღმდეგ და ეს ტენდენცია უკვე საკმაოდ საშიში ხდება. ასეთ შემთხვევაში, პედიკულოზის ეპიდემიამ შეიძლება მოიცვას ბავშვების პოპულაციის 20%-ც კი. ამ დროს მხოლოდ ბავშვები არ ზარალდებიან, რადგან ტილები საკმაოდ მარტივად გადადიან მოზრდილების თავშიც და შესაბამისად, შესაძლებელია ოჯახის ყველა წევრი დაინფიცირდეს.
როგორ მოვიშოროთ ტილები
ტილების მოსაშორებელი პრეპარატის ყიდვამდე, უნდა დაფიქრდეთ, შეიძინოთ თუ არა პესტიციდების შემცველი წამალი. ამ არჩევანის ერთ-ერთ უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის, რომ ამ ნივთიერებებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის ორგანიზმზე და ამავე დროს არსებობს ტილების რეზისტენტული (გამძლე) პოპულაციები ამ ქიმიური ნივთიერებების მიმართ.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად მეორე მიდგომაა, პრეპარატის ყიდვა, რომელიც პესტიციდებს არ შეიცავს და მექანიკურად ებრძვის ტილებს. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომლითაც უნდა მიმართოთ ფარმაცევტს, მდგომარეობს შემდეგში: ავლენს თუ არა პრეპარატი 100% ეფექტურობას ტილის განვითარების ყველა სტადიაზე, ე.ი. აქტიურ სტადიასა და წილების მიმართ? კერძოდ - ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტურობის მაჩვენებელი რეზისტენტული წილების წინააღმდეგ. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გაცხადებული ეფექტურობა 100%-ზე ნაკლებია, მითითებული უნდა იყოს, რომ პრეპარატის ერთჯერადი გამოყენებით დაავადება არ იკურნება და უნდა მოვემზადოთ პარაზიტების წანააღმდეგ ხანგრძლივი ბრძოლისათვის.
ტილების ეფექტური მოცილების პროცედურა გულისხმობს ყველა იმ პირების მკურნალობასაც, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ დაინფიცირებულ ადამიანთან. გარდა ამისა, საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს ბინა, რადგან ტილები და წილები შეიძლება გადარჩნენ და შეინარჩუნონ დასნებოვნების უნარი გარკვეული დროის განმავლობაში. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია გარეცხოთ თეთრეული, ტანსაცმელი, ქსოვილები ხსნარში, რომელიც მოხსნის ამ საშიშროებას.
პრობლემისადმი ყოველმხრივი და კომპლექსური მიდგომა წარმატებული მკურნალობის გარანტიაა.
ნიტოლიკი - თავის ტილის მკურნალობის ექსპერტი, 25-წლიანი გამოცდილებით
რატომ ნიტოლიკი?
ნიტოლიკი, სპესი 50მლ - ეკონომიური შეფუთვა
ერთი ფლაკონი ყოფნის
პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ ტილების გაჩენა არ არის ცუდ ჰიგიენაზე ან უსუფთავო გარემოზე მიმანიშნებელი. თუმცა პრევენციისთვის აუცილებელია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, ტილიანობის აღმოჩენის შემთხვევაში – ოჯახის ყველა წევრის გასინჯვა.
თქვენი პატარის დასაცავად ტილების რეინფექციისგან, რეკომენდებულია გამოიყენოთ ნიტოლიკ პრივენტ პლუსი - სამედიცინო საშუალება თავის ტილის პროფილაქტიკისთვის.