დავაძალოთ თუ არა საკვები ბავშვს, როდესაც ის ავად არის

25-10-2021

მადის დაქვეითება თითქმის ყველა მწვავე დაავადების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. ლოგიკის მიხედვით, ამ დროს მშობლების რეაქცია ნათელია. თუ ბავშვი უარს აცხადებს საკვებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს არ აქვს საკვების მოთხოვნილება, ამიტომ მას უნდა შევეშვათ. თუმცა ასე მოქცევა საკმაოდ რთულია, რამეთუ ჯანმრთელობის მდგომარეობა, მშობლის აზრით, სწორედ მიღებული საკვების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რეალურად კი ავადმყოფ ბავშვს საჭმლისთვის საერთოდ არ სცალია. საკვების მონელებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უმთავრესი ორგანო ღვიძლია. სწორედ ღვიძლი ახდენს ვირუსის ბაქტერიების ნეიტრალიზაციას, ასევე კლავს შხამებსა და მავნე ბაქტერიებს. ბუნებრივია, რომ ამ დროს ორგანიზმი ცდილობს განტვირთოს ღვიძლი, გაათავისუფლოს ზედმეტი სამუშაოსაგან, რათა მან უფრო ეფექტურად შეძლოს ვირუსთან გამკლავება. 
ასე რომ, იმისათვის, რომ ავადმყოფი ბავშვი ზედმეტად არ გადავტვირთოთ და მივცეთ მის ორგანიზმს ვირუსთან თავისუფლად ბრძოლის საშუალება, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები: ნუ დააძალებთ ბავშვს ჭამას, ავადმყოფობის დროს ეს ბავშვისთვის უებარი წამალია. თუ ბავშვი ჭამას ითხოვს, მიეცით მას საკვები ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. მოერიდეთ ექსპერიმენტებს, არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ამ დროს ბავშვს ახალი საკვები. ჭამის დროს უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ, თბილ და წვნიან საკვებს. 

წყარო: ევგენი კომაროვსკი