საგანგაშო კვლევის შედეგები - მიკროპლასტმასი ბავშვების ორგანიზმში

08-10-2021

ახალი კვლევის თანახმად, ბავშვების ორგანიზმში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასი აღმოაჩინეს. კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ბავშვებს ზრდასრულებთან შედარებით 15-ჯერ უფრო მეტი რაოდენობის მიკროპლასტმასი აქვთ ორგანიზმში.მიკროპლასტმასი არის პლასტმასის ძალიან მცირე ზომის ნაწილაკი, რომლის ზომა 5 მმ-ზე ნაკლებია. მიკროპლატმასს მრავალ ინდუსტრიულ წარმოებაში იყენებენ, მათ შორის კოსმეტიკის, ბიოტექნოლოგიების, სარეცხი საშუალებებისა და წამლის კაფსულების წარმოებაში. მიკროპლასტმასის ნაწილაკების წყარო პლასტმასის ნივთებია. ის პლასტმასის მასის დაშლის შედეგად წარმოიქმნება. მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს სინთეტიკის შემცველი ტანსაცმლის გარეცხვისას.

მკვლევრები ამბობენ, რომ პატარები მიკროპლასტმასის დიდ რაოდენობას სათამაშოების, მათ შორის საწოვარას ღეჭვით, პლასტმასის შემცველ იატაკის საფარზე ცოცვის შედეგად იღებენ.
მკვლევრები ზომავდნენ ორი სახის პლასტმასის დონეს, პოლიეთილენ ტერეპტალატის  და პოლიკარბონატის . მათი დონე განსაზღვრეს 10 ზრდასრულისა და 6 ბავშვის განავლის ნიმუშებში.
ყველა ნიმუშში სულ მცირე ერთ-ერთი სახის პლასტმასი იქნა აღმოჩენილი. მაგრამ, როცა ბავშვების და ზრდასრულების ნიმუშები ერთმანეთს შეადარეს, მკლევრებმა 10-მაგი განსხვავება იპოვეს.

რატომ წარმოადგენს მიკროპლასტმასის ორგანიზმში დაგროვება პრობლემას?
სამწუხაროდ,  ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, როგორ გავლენას ახდენს მიკროპლასტმასი ადამიანის ჯანმრთელობაზე.თუმცა, თანდათან უფრო მეტი ეჭვი ჩნდება, რომ მიღებული პლასტმასი ორგანიზმს აზიანებს.ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მიკროპლასტმასი უვნებლად დატოვებდა ორგანიზმს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლით, მაგრამ ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ პლასტმასის უმცირეს ნაწილაკებს შეუძლიათ ჩვენი უჯრედების მემბრანაში შეღწევა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრა. ეს შემაშფოთებელია, რადგან ლაბორატორიაში ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში მიკროპლასმტასი იწვევს უჯრედების კვდომას, ანთებითი პროცესების განვითარებას და მეტაბოლიზმის დარღვევას.

როგორ გავთავისუფლდეთ მიკროპლასტმასისგან?
ჩვენ უკვე გვაქვს საკმაო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პლასტმასი მავნებელია ჩვენი გარემოსთვის.
გასულ წელს დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თევზები დაზიანებული იყვნენ ოკეანეში მოხვედრილ პლასტმასში შემავალი ქიმიური ნივთიერებებით. მიკროპლასტმასის უმეტესი ნაწილი, რომელიც სინთეტიკის შემცველი ტანსაცმლის გარეცხვის შედეგად გამოიყოფა, ოკეანეში ხვდება. 
გარკვეული დრო ფიქრობდნენ, რომ მიკროპლასტმასი, რომელსაც თევზები ყლაპავენ, გადამუშავდებოდა მათ მიერ ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. მარამ, ეს არასწორი აღმოჩნდა. მიკროპლასტმასის ზედაპირზე არსებული ქიმიური ნივთიერებები გავლენას ახდენენ თევზების რეპროდუქციულ ჰორმონებზე.
როგორც ცნობილია, ოკეანის ფილტრებად წოდებული მოლუსკები ათავისუფლებენ ოკეანეს მიკროპლასტმასის ნაწილაკებისგან. 300 მოლუსკის კლასტერს შეუძლია ერთ საათში მიკროპლასტმასის 250,000 ნაწილაკის გაფილტვრა.
ბავშვების სათამაშოების შემთხვევაში მოლუსკები ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ სინთეტიკური ნივთიერებების შემცველობა იმ სათამაშოებში, რომელსაც ბავშვისთვის ყიდულობთ.ამის ყველაფრის მიუხედავად, უმჯობესია არ გადააგდოთ ყველა სინთეტიკის შემცველი ნივთი ერთიანად, რადგან ამ შემთხვევაში ისინი ნაგავსაყრელზე მოხვდება, სადაც მათი გადამუშავების და დაშლის შანსი არ არსებობს. არსებობს ფილტრები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსაცმლის რეცხვისას ან შეგიძლიათ გასარეცხად დააგროვოთ ბევრი ტანსაცმელი, რადგან ბევრი ტანსაცმლის ერთად გარეცხვა ამცირებს მათ შორის ხახუნს და უფრო ნაკლები რაოდენობის მიკროპლასტმასის ნაწილაკი გამოიყოფა და ხვდება წყალში.

წყარო:euronews.com