როგორ დავეხმაროთ ბავშვს ყურადღების მობილიზებაში?

12-09-2023

თქვენი შვილი სულ გაფანტულია და მასწავლებელს არ უსმენს?

როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი, რა გამოსავალი უნდა მოძებნოს. დავიწყოთ იმით, რომ თავისდაუნებური ყურადღება, რომელიც ბავშვს აძლევს საშუალებას, ერთ კონკრეტულ საქმიანობაზე კონცენტრირებს, ბავშვს 5-6 წლის ასაკისთვის უყალიბდება. ამაზე ადრეულ პერიოდში თუ ბავშვი გაფანტულია და უჭირს ერთ კონკრეტულ მოქმედებაზე ან საგანზე კონცენტრირება, ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან თავის ტვინის შუბლის წილი არ არის სათანადოდ განვითარებული, აღქმები მარტივად გადაერთვება მძლავრ სტიმულზე. გაკვეთილებზე კონცენტრაციის პრობლემა ყველაზე მეტად დაბალკლასელებს აწუხებთ.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვშვს ყურადღების მობილიზების პრობლემა აქვს?

სკოლის დავალებებს ძალიან სწრაფად ასრულებს და ატყობთ, რომ ამას ზედაპირულად აკეთებს, არ ეძიება დავალების არსს და შესაძლოა გამორჩეს მნიშვნელოვანი დეტალი. ხშირად უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც დაკავშირებულია სწორედ უყურადღებობასთან და არა საგნის არცოდნასთან. ხშირად აჟღერებს საკუთარ ოცნებებს ხმამაღლა. ასეთი ბავშვები ხშირად გაკვეთილებზე ქუჩაში ყურებით ერთობიან ნაცვლად იმისა, რომ მოუსმინონ მასწავლებელს. საშინაო დავალების შესრულებას დიდ დროს ანდომებს იმის გამო, რომ ხშირად გადაერთვება ხოლმე სხვა რამეზე, მაგალითად, ტელეფონზე. უყურადღებობის მიზეზი შესაძლოა იყოს მრავალი.

უყურადღებობა, ყურადღების დეფიციტი, სწავლა,

ჩამოვთვალოთ ძირითადი მიზეზები:

ჰიპერაქტიურობა - ყველაზე ხშირი მიზეზი, რომლის შესახებაც ბევრი მშობელი საუბრობს, თუმცა ჰიპერაქტიურობა დიაგნოზია, რომელიც ექიმმა უნდა დასვას, ამიტომ დამოუკიდებლად დასკვნების გაკეთება არ ღირს. ამ დიაგნოზის შემთხვევაში აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობაც. ცენტრალური ნერვული სისტემის ძლიერი აღგზნებადობა - ამ შემთხვევაში საუბარია წამყვან ტემპერამენტზე - ქოლერიკზე. ეს არ არის აშლილობა და მას მკურნალობა არ სჭირდება. ეს ნერვული სისტემის თავისებურებაა. თუ ნერვული სისტემა ძლიერ არის გაღიზიანებული, ადვილად მოდის მოქმედებაში და იფანტება ნებისმიერ ძლიერი სტიმულის დროს. ტემპერამენტსაც ფსიქოლოგი განსაზღვრავს ტესტების მეშვეობით. შენელებული ბავშვი - ესეც ტემპერამენტის თავისებურებაა. ამის შემჩნევა, როგორც წესი, ჩვილობიდან არის შესაძლებელი, ასეთი ჩვილები ძალიან ნელა წოვენ ძუძუს და სულ სძინავთ. თუ ასეთ ბავშვს, მოსწავლეს ყურადღება გაეფანტა, მას დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ისევ დაუბრუნდეს ძველ დავალებას. ხშირი და ქრონიკული დაავადებები.

უყურადღებობა, ყურადღების დეფიციტი, სწავლა,

 

ბავშვები, რომლებიც ხშირად და ხანგრძლივად აცდენენ სკოლას და გაკვეთილებს, როგორც წესი, ჩამორჩებიან სწავლაში. ამის მიზეზი შესაძლოა მათი ფიზიოლოგიაც კი იყოს. ძალიან რთულია დიდი ხნის პაუზის შემდეგ სრულფასოვნად ჩაერთო სასწავლო პროცესში. მოტივაციის არქონა - ისეც ხდება ხოლმე, რომ მასწავლებელი ვერ ახერხებს ყველა ბავშვის ერთნაირად დაინტერესებას და სწავლის პროცესში ჩართვას. თუ ბავშვმა რამე ვერ გაიგო, მას არ აქვს მოტივაცია, არ აინტერესებს, რას აკეთებს. გაფანტული ან ყურადღებიანი ბავშვი დიაგნოზი არ არის. ეს ყველა მშობელს კარგად უნდა ესმოდეს და თუ შვილს გაფანტულობა შენიშნა, შეუძლია ეს ვარჯიშებით გამოასწოროს. თუ ზემოჩამოთვლილ მიზეზთაგან რომელიმე თქვენს შვილს შენიშნეთ, პრობლემა არ არის, დასახმარებლად მიმართეთ სპეციალისტს. ზედმეტი შენიშვნები და გაბრაზება ბავშვში მხოლოდ აგრესიასა და უარყოფით ემოციებს გააღვივებს. როგორც თავად ნახეთ, არც ერთი პრობლემა არ არის მოუგვარებელი.