ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი იყოს ჭკვიანი, განათლებული და წარმატებული. ამიტომაც არის, რომ ცუდი ნიშნის მიღების შემთხვევაში ღელვას და ნერვიულობას იწყებენ. ღირს კი ამ დროს ნერვიულობა? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ მისი შვილი არ გამოირჩევა მოსწრების მაღალი დონით? არც მაღალი ნიშნებია გარანტი იმისა, რომ ბავშვი კარგად სწავლობს და აუცილებლად წარმატებული იქნება. ნიშანი მასწავლებლის მიერ დაწერილი პირობითი სიმბოლოა, რომითაც იგი აღნიშნავს მოსწავლის მიერ შესწავლილი მასალის დონეს იმ მომენტისთვის, არადა, მშობლისთვის შესაძლოა შვილთან სერიოზული კონფლიქტის მიზეზად იქცეს.
სწავლის დროს გამოვლენილი სირთულეების მიზეზი ძირითადად არის ორი:
ოჯახი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ოჯახი უყალიბებს ბავშვს ადრეული ასაკიდან სწავლისადმი ინტერესს ან პირიქით. ოჯახის ფასეულობებსა და ტრადიციებს ბავშვი ჩვილობიდან ისრუტავს და ითავისებს. თუ სახლში ხშირია კონფლიქტები და გაუგებრობები, ბავშვი აგრესიულ გარემოში იზრდება, ეს აუცილებლად აისახება მის ფსიქიკაზე. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხშირი ოჯახური კონფლიქტები ბავშვში იწვევს სტრესის ჰორმონის მნიშვნელოვან ზრდას, რაც ხელს უშლის მისი ათვისების უნარს. პირიქითაც ხდება, ბავშვს ოჯახის წევრები იმდენად დიდ ყურადღებას უთმობენ, რომ არ აძლევენ დამოუკიდებლად მეცადინეობის და სწავლის საშუალებას, რაც ასევე ხელს უშლის მისი ათვისების უნარს. ასე რომ, ბავშვის ცუდად სწავლის მიზეზი შესაძლოა იყოს:
ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, ვის ეკონტაქტება, ვის ეთამაშება, ვის ემეგობრება და ა.შ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანაკლასელებთან ურთიერთობა.
კონფლიქტური სიტუაციები თანაკლასელებთან.
მასწავლებელთან ურთიერთობა.
თანამედროვე სამყაროში სწავლების ძალიან ბევრი სისტემა არსებობს, ეს დამოკიდებულია მშობლის მიერ შერჩეულ სკოლასა და თავად მასწავლებელზეც. ყველაზე მაღალკვალიფიციური მასწავლებელიც კი ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ მისი ყველა მოსწავლე წარმატებული იქნება. შესაძლოა ამა თუ იმ ბავშვთან თავად სწავლების მეთოდმა არ გაამართლოს, მასწავლებლის მიდგომაზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
საერთოდ კი, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ყველას ათვისების თავისებური უნარი გააჩნია. მაგალითად მემარცხენე ბავშვებს უჭირთ წერის ათვისება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეზღუდულები არიან ამ საკითხში, სწორად მიდგომის შემთხვევაში ეს ფაქტორი პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს.
რჩევა მშობლებს
იმისათვის, რომ ბავშვმა კარგად ისწავლოს, მშობელმა სახლში უნდა შეუქმნას მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული ატმოსფერო, დაეხმაროს ბავშვს ახალი მასალის ათვისებაში, შეურჩიოს შესაბამისი სავარჯიშოები ლოგიკისა და სხვადასხვა უნარების განსავითარებლად, ხშირად შეაქოს და წაახალისოს. ასწავლეთ ბავშვს, იყოს დამოუკიდებელი, ასწავლეთ დააფიქსიროს და გამოყოს დადებითი და უარყოფითი თვისებები, ყველა შესრულებული დავალების შემდეგ ჰკითხეთ, რა გაუჭირდა და პირიქით, რა მოეჩვენა ყველაზე მარტივად, არასდროს ახსენოთ ნეგატიურ კონტექსტში მისი მასწავლებელი და სკოლა. თუ ატყობთ, რომ არ სწავლობს სათანადოდ, საკითხს კომპლექსურად მიუდექით და გაითვალისწინეთ ჩვენ მიერ მოცემული რჩევები.