როგორ შევუწყოთ ბავშვს ხელი, რომ სიამოვნებით იმეცადინოს

12-09-2023

ნებისმიერ ოჯახში მშობლები სხვადასხვა არგუმენტს იყენებენ, რათა შვილს გაუღვიძონ სწავლისადმი ინტერესი, აუმაღლონ მოტივაცია.   ერთ-ერთი გავრცელებული არგუმენტია: „თუ ახლა კარგად ისწავლი, მომავალში აუცილებლად გამოგადგება“. ეს, რა თქმა უნდა, სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ, როგორც ზრდასრულებს, ისე  ბავშვებს, ურჩევნიათ  სარგებელი დღეს  მიიღონ,ვიდრე შორეულ მომავალში. ბავშვი, იმის გაცნობიერებით, რომ შრომისმოყვარეობა მას სარგებელს მოუტანს შორეულ მომავალში, ირჩევს გარკვეული სახის სიამოვნების მიღებას აწმყოში. შედეგად, იქმნება სტერეოტიპი: „მოგვიანებით მექნება დრო, რომ ვისწავლო, მაგრამ ახლა მირჩევნია გასეირნება/თამაში და ა.შ“.
აქედან გამომდინარე, ჯილდო, რომელიც ბავშვს შეუძლია დაუყოვნებლივ ან უახლოეს მომავალში მიიღოს მოტივაციას ბევრად უფრო ზრდის, ვიდრე მომავალი წარმატების პერსპექტივა და შესაბამისად, მომავალში მიღებული ჯილდო. 

სწავლა, მოტივაცია,
 

ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: რისთვის უნდა დააჯილდოო ბავშვი?
 

როგორ ფიქრობთ, ჩამოთვლილთაგან რომელ დაპირებას ექნება ყველაზე დიდ გავლენა თქვენი შვილის აკადემიურ წარმატებაზე?
საჩუქარ მიიღებ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე კარგი შეფასებას მიიღებ საჩუქარს მიიღებ იმ შემთხვევაში,  თუ წიგნს წაიკითხავ.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი როლანდ ფრაიერი შეისწავლის ანაზღაურებას, როგორც აკადემიურ მოსწრებაზე გავლენის ფაქტორს. მან ჩაატარა ექსპერიმენტები, რომელშიც 36 ათასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში ბავშვები დაჯილდოვდნენ გამოცდების და ტესტების წარმატებით ჩაბარებისთვის,  მეორეში - წიგნების კითხვისთვის, საშინაო დავალების შესრულებისთვის და  გაკვეთილებზე დასწრებისთვის. თითქოს,  საგამოცდო ქულები იყო კონკრეტული შედეგი, რომლისთვისაც ბავშვს უნდა მიეღწია და ამისთვის დაპირებული ჯილდო ბავშვისთვის  კარგი  მოტივაცია უნდა ყოფილიყო. წიგნების კითხვისა და დავალებების შესრულებისთვის დაწესებული ჯილდო  კი  ნაკლებად სავარაუდოა, ყოფილიყო მაღალი  ქულების გარანტი. თუმცა, შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა - მოსწრება გაუმჯობესდა მეორე ჯგუფის ბავშვებში, განსაკუთრებით შესამჩნევად მათში, ვინც წაახალისეს წიგნების კითხვაში! მათი მოსწრება კი, ვისაც  ჯილდოები შეფასებისთვის უნდა მიეღო,  არ შეცვლილა. თუმცა,  ყველა ბავშვი ერთნაირად ბედნიერი იყო და ყველა გამოირჩეოდა ენთუზიაზმით ჯილდოს მოსაპოვებლად. 

ჯილდო, სწავლა, მოტივაცია,

 

რატომ მოხდა ეს, ექსპერიმენტის შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა. დაისვა კითხვა: "რა უნდა  გავაკეთოთ, რომ  გავაუმჯობესოთ ჩვენი ქულები?"  ბავშვები, რომლებსაც ახალისებდნენ ქულების გამო, ორიენტირებულნი იყვნენ  გამოცდების შედეგზე – ამბობდნენ, რომ ყურადღებით უნდა წაეკითხათ დავალებები, უნდა შეემოწმებინათ   პასუხები და ა.შ. მაგრამ არც ერთ მათგანს არ გაუმახვილებია  ყურადღება თავად სასწავლო პროცესზე – რომ საშინაო დავალება უფრო ყურადღებით უნდა  შეესრულებინათ, დაესვათ კითხვები გაუგებარ მასალასთან დაკავშირებით, მეტი ყურადღებით მოესმინათ  ახსნა-განმარტებებისთვის და ა.შ.
 

ჯილდო, სწავლა, მოტივაცია,

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯილდო საბოლოო შედეგისთვის, ანუ ნიშნებისთვის არ ეხმარება ბავშვებს იმის გაგებაში, თუ როგორ შეუძლიათ გააუმჯობესონ მოსწრების დონე, ე.ი. როგორ ისწავლონ უკეთ. ამიტომ უფრო ეფექტურია გულმოდგინე სწავლისთვის ,დავალებების შესრულებისთვის, წიგნების კითხვისთვის, პრობლემების გადაჭრისთვის დაჯილდოება, რომელსაც ბავშვი პირობის შესრულებისთანავე იღებს.
მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლეები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ჯილდოს ღირებულებას – ეს შეიძლება იყოს რაიმე სუვენირი, უბრალოდ შექება ან გასეირნება თუ ტკბილეული. მაგრამ მოზრდილ ასაკში  ჯილდოს ფულადი ეკვივალენტი უკვე მნიშვნელოვანი ხდება, ამიტომ მშობლებმა უნდა იფიქრონ „მოტივაციური სქემებით“. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, ჯილდო კონკრეტული ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ბავშვი დგამს სწავლის პროცესში, იწვევს აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს წახალისება არ უნდა იყოს გაწელილი დროში.