თქვენი შვილისთვის იდეალურ ძიძას ეძებთ? ეს ფილმები დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
ალბათ, ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია, რომ ფილმის „მერი პოპინს, ნახვამდის“ გადაღებისთვის მსახიობს 15 კილოს დაკლება მოუწია. სირთულეები შეიქმნა ხმასთან დაკავშირებითაც, მსახიობსა და ფილმის ყველა სიმღერის შემსრულებელს ძალიან განსხვავებული ხმები ჰქონდათ. მსახიობი ამ მხრივაც ძალიან ბევრს ვარჯიშობდა, რომ მისი ხმა მომღერლის ხმას ცოტათი მაინც დამსგავსებოდა.
ფილმში არაერთი ძიძა იყო, მერი პოპინსი დაუპირისპირდა მის ენდრიუს, მისტერ ბენკსის ძიძას (როდესაც მისტერ ბენკსი ჯერ კიდევ ბავშვი იყო). ფილმის ეს გმირი რეჟისორს იმდენად არ მოსწონდა, რომ ვერ წარმოედგინა, მის შემსრულებლად ქალბატონი დაენიშნა და როლი მამაკაცს მიანდო, რომელიც ქალის ფორმაში იქნებოდა გადაცმული. საბოლოოდ მერი პოპინსისა და მის ენდრიუს შესანიშნავი ტანდემი გამოვიდა.
კიდევ რომელი ფილმები შევიდა ისტორიაში ძიძების შესახებ?
მერი პოპინსის უკანასკნელი ფილმის მოგვითხრობს იმ ამბების შესახებ, რაც მერი პოპინსის აღზრდილ მაიკლ და ჯეინ ბენკსის ცხოვრებაში ხდება. უკვე ზრდასრული მაიკლი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. იგი ბანკში მუშაობს და გარკვეული პრობლემების გამო შესაძლოა მისი ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდეს. ასე რომ, ახალი მერი პოპინსიც საკმაოდ საინტერესო სიუჟეტს გვპირდება, თავისი საჰაერო ბუშტებით ფრენითა და ჯადოსნობებით.
ამ ფილმის სიუჟეტი კი ერთი ოჯახის ძნელად აღსაზრდელი ბავშვების გარშემო ტრიალებს. ბავშვების მამა დაქვრივდა, მან კი არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ამდენ დაუმორჩილებელ ბავშვს და ცდილობს იპოვოს იდეალური ძიძა, თუმცა უშედეგოდ, ყველა ცდა კრახით მთავრდება. უკონტროლო ბავშვებს ვერავინ უძლებს. და აი, ასპარეზზე გამოჩნდა ძიძა, სახელად მაკფი, ძიძა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ჩნდება მხოლოდ იქ, სადაც ის სჭირდებათ. ახალი ძიძა ბავშვებს არა მხოლოდ საკუთარი განკარგულებების შესრულებას ასწავლის, არამედ სამყაროს სულ სხვაგვარად აღქმას, ასევე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და სხვებზე ზრუნვას. ეს ძალიან კეთილი ფილმია, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა ნახოს.
ფილმის მთავარი გმირები ნაკლებად ჰგვანან რეალურ ძიძებს. რთული წარმოსადგენია ძიძის როლში საშუალო სიმაღლის დაკუნთული მამაკაცი დახეული ჯინსებითა და გრძელი თმით. თან ასეთი ორი. თუმცა იმ ბიჭების ძიძისთვის, რომელთა ძიძებიც გახდნენ პიტერი და დევიდი, სტერეოტიპები ბევრს არაფერს ნიშნავ., როდესაც ბიძა დარწმუნდა, რომ ამ ორ ადამიანს თავისუფლად შეიძლება ანდოს ბავშვები, მშვიდად უტოვებდა და მიდიოდა თავის საქმეებზე. ერთის მხრივ ეს საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანი ფილმია თავისი გატაცებებითა და ჩხუბებით, ხოლო მეორეს მხრივ ბავშვები სწავლობენ საკუთარი შეცდომების აღიარებას, მასზე საუბარს და უფროსების ნდობას.
ფილმის მთავარი გმირი სულ ახალგაზრდა სკარლეტ იოჰანსონია. ის სამუშაოდ ეწყობა ერთ საკმაოდ შეძლებულ ოჯახში, სადაც მრავალ სირთულეს აწყდება. ოჯახის უფროსს საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება ოჯახში, ხოლო ბავშვის დედა მხოლოდ საკუთარ დაქალებთან ერთად დროის გატარებაზეა ორიენტირებული. ახალგაზრდა ძიძა სწავლობს მისთვის უჩვეულო ოჯახში და ასევე მანჰეტენზე ცხოვრებას.
ამ ფილს კომედიას ვერ უწოდებთ. ფილმის მთავარი გმირი, რომლის როლსაც შარლიზ ტერონი ასრულებს, მესამე შვილს აჩენს და დღითიდღე დეპრესიაში იძირება, საერთოდ ვერ ასწრებს ძილს, არ ჰყოფნის დრო ქმრისა და დანარჩენი ბავშვებისთვის და ამიტომ მისი ძმა ცდილობს შეუმსუბუქოს ყოფა და მოუძებნოს ძიძა, რომელიც მასთან მხოლოდ ღამ-ღამობით მიდის. ეს ძალიან კარგი ფილმია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იზრუნონ ადამიანებმა საკუთარ თავზე, დროულად დაისვენონ ხოლმე და აღიდგინონ რესურსი.
„ფორსაჟებს“ შორის ვინ დიზელმა ძიძად ყოფნაც მოასწრო. ფილმში ის გარდაცვლილი მეცნიერის ხუთ შვილს იცავს, თუმცა მისი საქმე მხოლოდ დაცვა არ აღმოჩნდა, ბავშვების აღზრდაც მას მოუწია. ასეთი გამოწვევებისთვის ფილმის გმირი მზად საერთოდ არ იყო - მას ხომ ერთდროულად უწვეს ცუდ ბიჭებთან ბრძოლა და ბავშვების აღზრდა.
გარდაცვლილ როკვარსკვლავის, მოლლი განის ქალიშვილი იძულებულია სამსახური მოძებნოს და პატარა გოგონას, რეის ძიძად იწყებს მუშაობას. ორივეს ბევრი რამის სწავლა უწევს არა მხოლოდ ერთმანეთზე, არამედ საკუთარ თავებზეც. მოლი სწავლობს გახდეს უფრო ძლიერი და ჰქონდეს მხოლოდ საკუთარ თავის იმედი, რეი კი სწავლობს სხვების ნდობას. ეს ძალიან მგრძნობიარე ფილმია ნდობასა და მხარდაჭერაზე.