10 არა - პედაგოგის ავტორიტარობის დასაძლევად - შალვა ამონაშვილისგან

22-11-2022

1. ნუ ვეცდებით ბავშვზე გამარჯვებას! გავიმარჯვოთ საკუთარ თავზე, გავხდეთ უკეთესები ყოველდღიურად. მივცეთ ბავშვს საშუალება, მოიპოვოს გამარჯვება, გადალახოს სირთულეები და თუნდაც გვაჯობოს ჩვენც! 
2. არავითარ შემთხვევაში, არასოდეს დავამციროთ ბავშვი! ავამაღლოთ ის სხვის და საკუთარ თვალებში, დავანახოთ, როგორი კარგი ადამიანია და რამდენი კარგი რამ შეუძლია მას.
3. ნუ გამოვუტანთ განაჩენად ბავშვს მისივე წარსულს! დავეხმაროთ მას გადმოიტანოს თავისი წარმოსახული ნათელი მომავალი - აწმყო დროში.
4. ნუ ვიტყვით მშობლებთან შვილებზე ცუდს. გავუმყაროთ მშობლებს თავიანთი შვილების მიმართ იმედი, რათა მეტად სჯეროდეთ მათი შესაძლებლობების.
5. არ შევარცხვინოთ ბავშვი! პირიქით, დავეხმაროთ მას უხერხული მომენტის დაძლევასა და გადალახვაში.
6. არ ვუღალატოთ ბავშვს! ვიყოთ მისთვის სანდო თავშესაფარი, ერთგული მეგობარი და მისი დამცველი.
7. არ ვუყვიროთ მას, არ გავუბრაზდეთ! ვიყოთ გულთბილი და მოსიყვარულე, ნუ დავკარგავთ ემპათიას ბავშვის მიმართ!
8. არ გამოვუცხადოთ ბავშვს უნდობლობა! ვუყუროთ მის დღევანდელ მოცემულობას საიმედო მომავლის პრიზმიდან და გადმოსახედიდან. 
9. არ ვიფიქროთ ბავშვზე ცუდი. ვირწმუნოთ, რომ მასში აუცილებლად გაიმარჯვებს სულიერება და კეთილგონიერება. 
10. არასოდეს გავაკეთოთ ბავშვთან ისეთი რამ, რაც არ ატარებს თავის თავში აღმზრდელობით ფუნქციას.
მხოლოდ ასე შევძლებთ ავაშენოთ ბავშვის ნათელი მომავალი, თუ მასთან ჰუმანური და აღმზრდელობითი ურთიერთობა გვექნება!
❤ სიყვარულით,
ამონაშვილის აკადემია

წყარო: ამონაშვილის აკადემია