ცუდი იყო ეს თუ კარგი, ამაზე ცალსახა პასუხი ალბათ არავის აქვს, თუმცა ჩვენი დედები და ბებიები ცხოვრებისთვის თავისებურად გვამზადებდნენ, ისე, როგორც მათ იცოდნენ და როგორც მათ ასწავლეს. შემდეგ შეიცვალა დრო, მოვიდა ახალი თაობა, ბავშვების აღზრდის მეთოდებიც შეიცვალა. დღეს მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს, იყვნენ კრეატიულები და მოქნილები, რათა მომავალში მეტად ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ. სწორედ კრეატიულობა და მოქნილობა მისცემს ბავშვებს საშუალებას უკეთ ადაპტირდნენ სამყაროსთან.
ჩვენი შვილები შეიძლება გვგავდნენ გარეგნულად, მაგრამ მშობლებმა ერთი ჭეშმარიტება უნდა გავითავისოთ: არ არის აუცილებელი, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ იგივე ტემპერამენტი, იგივე ძლიერი მხარეები თუ იგივე ინტერესები. ყველა ბავშვი უნიკალურია და თქვენი ყველაზე მთავარი ამოცანაა, მასში ეს უნიკალური თვისებები, უნარები, ნიჭები შენიშნოთ და გააღვივოთ. ჩვენ უნდა გავიგოთ, რა გვაქვს საერთო ჩვენს პატარებთან და ვისწავლოთ, უკეთ გავიგოთ განსხვავებებიც ჩვენ შორის.
ჩვენი შვილები რომ გახდნენ დამოუკიდებლები, შეძლონ საკუთარი გზის პოვნა ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა წავახალისოთ მათი ცნობისმოყვარეობა და შემოქმედებითი ექსპერიმენტებისკენ სწარფვა. მოუსმინეთ შვილებს,
ზრდასთან ერთად ადამიანებს ეძლევათ უფრო მეტი შესაძლებლობები, რეალიზება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს. იმისათვის, რომ ბავშვმა ფრთები შეასხას საკუთარ იდეებს და ინტერესებს, მშობელმა უნდა შეუწყოს ხელი იმაში, რაც მას უკეთ გამოსდის. ხელშეწყობა კი იწყება მშობლის მიერ იმის აღქმით, რომ ბავშვებს სხვადასხვა ტიპის ნიჭი და შემოქმედებითი უნარები აქვთ, ეს თანდაყოლილია. მშობლების დასახმარებლად მეცნიერებმა შეიმუშავეს სპეციალური მეთოდიკა, რომელიც შეისწავლის ბავშვის პიროვნების ტიპს 7-დან 18 წლამდე. ამ მეთოდიკას მერფის ტიპების ინდიკატორი ეწოდება, მეიზგრეიერი ბავშვებისთვის (Murphy — Meisgeier Type Indicator for Children, MMTIC) .
ეს მეთოდიკა ძალიან ახლოს არის მაირეს ბრიგსის ტიპების ინდიკატორთან, აქ გამოიყენება იგივე შკალები, თუმცა ნაკლები შეკითხვებია და ისეა დაწერილი, რომ ახალგაზრდებმა მარტივად გაიგონ. ბავშვის მხარდაჭერა სხვანაირადაც არის შესაძლებელი, მაგალითად მხატვრული განათლების მიღებით. რატომ მხატვრული? ადამიანები, რომლებიც შემოქმედებით არიან დაკავებულები საკუთარ კრეატიულობას უფრო ადვილად ააქტიურებენ.
ხელოვნებასთან კავშირი ძალიან ნაყოფიერია ადამიანის პიროვნების ზრდისა და ჩამოყალიბებისთვის. ხელოვნება იძლევა თვალსაჩინო მაგალითს იმისა, რომ ხანდახან ადამიანებმა ერთად უნდა იმოქმედონ, ხანდახან კი უმჯობესია ეს ინდივიდუალურად გააკეთონ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ხელოვნება აძლევს ადამიანს საშუალებას საკუთარ გულისთქმა სხვა ადამიანებამდე მიიტანოს სხვადასხვა ხერხით. ხელოვნების საშუალებით გამოვხატავთ საკუთარ გრძნობებს და ემოციებს, რომელთა გამოხატვა არც ერთ ენაზე არ არის შესაძლებელი.
იქნება ეს ცეკვა, სიმღერა, ხატვა თუ სხვა რამ, სწორედ ეს კრეატიულობა და თავისუფლება უბიძგებს ბავშვებს მომავალში გახდნენ საყვარელი საქმის პროფესიონალები, დიზაინერები, მუსიკოსები, მხატვრები,პოეტები და ა.შ. მშობლებმა თავის მხრივ უნდა გაუფერადონ ბავშვებს ყოველი დღე და აჩუქონ მეტი შთაბეჭდილებები, გაუღვივონ სხვადასხვა ინტერესი.
აუცილებლად მიხვალთ საბოლოო დასკვნამდე, რომ ეს არის უბრალოდ თამაში, რომლის დროსაც ის ავლენს საკუთარ კრეატიულობას უნდა კუბების თავისებურად აწყობის დროს, საქანელაზე ქანაობის დროს, მანქანის ტარების დროს და ა.შ. ასე რომ, არ დაუშალოთ ბავშვს თამაში, მიეცით საშუალება გაატაროს დრო თანატოლებთან, იგრძნოს თავისუფლება, დარჩეს საკუთარ თავთან მარტო და ითამაშოს ბევრი, სწორედ ამ თამაშებიდან უყალიბდება მას სამომავლო ინტერესი. სწორედ თამაშში ყალიბდება მისი პიროვნება.
რაც შეიძლება მეტად შეუწყეთ ხელი მის ინდივიდუალურობას და მის სწრაფვებს, ინტერესებს. ჰემინგუეიმ ასეთი ამბავი მოყვა: „ერთხელ საშუალო სკოლაში დავწერე თხზულება დიალოგის ფორმით და ორიანი მივიღე. ოღონდ იმის გამო კი არა, რომ დიალოგი იყო ცუდი, არამედ იმიტომ, რომ მანამდე არავის დაუწერია ასეთი თხზულებები“.
ყველაზე კარგია, როცა ბავშვი სულაც არ ჰგავს სხვებს, ინდივიდუალურია, გამორჩეულია, აქვს განსხვავებული აზრები და ემოციები - ესე იგი, მასში დიდი დოზით არის კრეატიულობა და კიდევ ბევრი ის თვისება, რაც მომავალში დაეხმარება. ნუ დაუთრგუნავთ ამ ინდივიდუალურობას, პირიქით, წაახალისეთ.
5. მიაჩვიეთ სიბეჯითეს და თანმიმდევრულობას.
თუ შრომისმოყვარე არ იქნება, რაც არ უნდა კრეატიული და ნიჭიერი იყოს, სიზამრაცე და ინერტულობა შეუშლის ხელს წარმატებაში. ხშირად წაახალისეთ, შეუქეთ სიბეჯითე, საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი, ხანდახან დაეხმარეთ. თავადაც უჩვენეთ, თქვენი მაგალითით, როგორ ბეჯითად ასრულებთ თქვენს საქმეს, რაც არ უნდა იყოს ის. როგორ გიყვართ თქვენი საქმიანობა და ისიც დაინახავს, რომ შრომა სულაც არ არის დამღლელი, თუ საყვარელ საქმეს აკეთებ და სიყვარულით უდგები.