სკოლამდელ ბავშვებში მათემატიკური თამაშები ძალიან სახალისოა, ეს აქტივობა მოგცემთ საშუალებას, დრო პროდუქტიულად გაატაროთ. ასეთი თამაშებისთვის განსაკუთრებული არაფერი დაგჭირდებათ, ხანდახან შესაძლოა ბურთი დაგჭირდეთ, თუმცა მის გარეშეც გახვალთ ფონს. არსებობს თამაშები არა მათემატიკურ ანგარიშებზე, არამედ მათემატიკურ ერუდიციაზე. თამაში სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ციფრები, ფიგურები, ტერმინები. მოთამაშეების მიზანია, გამოიცნონ ჩანაფიქრი სხვადასხვა შეკითხვის მეშვეობით. შეკითხვებზე პასუხი უნდა იყოს დადებითი ან უარყოფითი, მარტივად „ჰო“ ან „არა“. მაგალითად: ეს ციფრი ლუწია? ფიგურა სამკუთხედია? და ა.შ.