მეი მასკის აღზრდის მეთოდები - 5 რჩევა მშობლებს  

21-07-2022

მოკრძალებული საცხოვრებელი და მეორადი ტანსაცმელი - მილიარდერი მეი მასკის აღზრდის მეთოდები 

ილონ მასკის დედამ, წარმატებულმა ბიზნეს ლედიმ და მოდელმა მილიარდერის გაზრდა მოახერხა. მან მარტომ გაზარდა სამი შვილი, როდესაც ქმარს გაშორდა და სამხრეთ ამერიკიდან კანადაში გადაბარგდა. ქალბატონი მეი ძალიან ბევრს მუშაობდა, მისი შვილები კი სპარტანულ პირობებში იზრდებოდნენ. როგორ მოახერხა მისმა შვილმა, ილონმა მილიარდერად ქცევა?

სრული თავისუფლება

თავად მეის  მშობლები დილიდან საღამომდე მუშაობდნენ, რათა საკუთარი სამედიცინო კლინიკა წარმატებული გამხდარიყო. მეი იხსენებს, რომ მშობლებს დღეში მხოლოდ ორჯერ ნახულობდა, დილის 6 საათზე და გვიან ღამით. 31 წლის ასაკში მარტოხელა დედა თავადაც დილიდან საღამომდე ირჯებოდა. სახლში მუშაობდა და საკუთარი საძინებელი ოფისად გადააქცია. ბავშვებმა კარგად იცოდნენ, რომ ჩუმად უნდა ყოფილიყვნენ, რათა მუშაობაში ხელი არ შეეშალათ. თავადაც დამოუკიდებლად მეცადინეობდნენ. არასდროს უმოწმებდა შვილებს საშინაო დავალებებს და არ მიუთითებდა იმაზე, თუ რითი უნდა დაკავებულიყვნენ დღის ამა თუ იმ მონაკვეთში. ეს მათ თავს დამოუკიდებლად აგრძნობინებდა. თავად ილონ მასკსაც ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ ბავშვობიდან სრული დამოუკიდებლობა ჰქონდა მინიჭებული. 

მეი მასკი, ილონ მასკი, აღზრდა, ოჯახი,

ცოტა სიმკაცრე არავის ავნებს

ბიზნეს ლედი აღიარებს, რომ მკაცრი დედა იყო, თუმცა ამის გამო არ ნანობს. იგი იხსენებს, რომ ყოველთვის მოითხოვდა, ბავშვები ყოფილიყვნენ თავაზიანები, ზრდილობიანები და აუცილებლად მართლები. და კიდევ, ყოფილიყვნენ გულისხმიერები ყველას მიმართ და შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ ადამიანებს. 
დედა ცდილობდა ყველაფერი ეს შვილებისთვის საკუთარი მაგალითით ესწავლებინა.
 

არანაირი ფუფუნება

მასკი იხსენებს, რომ ძირითადად ბუტერბროდებითა და არაქისის კარაქით ვახშმობდნენ ხოლმე. იმისათვის, რომ კვირაში ერთხელ სახლში ქათამი მოემზადებინა, დედა ძალიან ბევრს შრომობდა და დარწმუნებულია, რომ თუ არ გაათამამებ, ბავშვები გარემო-პირობებთან ადაპტირებას ადვილად ახერხებენ. 
მეი დარწმუნებულია, რომ სწორედ ამიტომ ჩააბარა მისმა სამივე შვილმა უნივერსიტეტში და არასდროს უწუწუნიათ რთული პირობების გამო - ოთახის ექვსი მეგობარი, გახვრეტილი მატრასი და რწყილები.  

მეი მასკი, ილონ მასკი, აღზრდა, ოჯახი,

ტალანტის აღმოჩენა

მეი დარწმუნებულია, რომ ბავშვი პატარაობიდანვე იჩენს ინტერესს ამა თუ იმ საგნის ან საქმიანობის  მიმართ. თავად ყოველთვის მხარს უჭერდა ბავშვებს და ცდილობდა ამ მხრივ წაეხალისებინა. კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა ასეთი წარმატებული შვილების გაზრდა მეი ყოველთვის პასუხობს, რომ იგი აძლევდა ბავშვებს საშუალებას გაჰყოლოდნენ საკუთარ ოცნებებს. მაგალითად, ილონი უამრავ  წიგნს კითხულობდა, განსაკუთრებით, ენციკლოპედიებს და ყველა სიტყვას იმახსოვრებდა. 12 წლის ასაკში დედამ მას ძველი კომპიუტერი უყიდა და მასკმა თავისი პირველი თამაში დაწერა. მეგობრების რჩევით, დედამ ეს თამაში კომპიუტერულ ჟურნალში გაგზავნა და მასკს პირველი 500 დოლარი გადაუხადეს.„ვფიქრობ, მათ არც კი იცოდნენ, რომ მაშინ ჩემი შვილი 12 წლის იყო“.

მუშაობა ბავშვობიდან

თავად მეი 8 წლიდან მუშაობდა და ეხმარებოდა მშობლებს. ეს ასწავლა საკუთარ შვილებსაც. მეი თვლის, რომ აუცილებელია ბავშვებმა იცოდნენ, რა ძნელია თუნდაც ყველაზე მოკრძალებული სახლის ქონა. 

მეი მასკი, ილონ მასკი, აღზრდა, ოჯახი,

ბავშვს ისე მოექეცით, როგორც თანასწორს

„არასდროს მოვქცევივარ ბავშვებს ისე, როგორც უსუსურ პატარა არსებებს“, - იხსენებს მეი.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამი შვილის დედა იხსენებს, რომ მისი შვილებიდან ყველაზე რთული და დაუმორჩილებელი ილონი იყო. დილის ხუთ საათამდე წიგნებს კითხულობდა, მეგობრები საერთოდ არ ჰყავდა. დედისთვის რთული იყოს ამის მიღება, თუმცა ის უწყობდა ხელს შვილს ყოფილიყო ის, ვინც რეალურად იყო. „იმისათვის, რომ გაზარდო ლიდერი, უნდა გაზარდო ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის მართვა. ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ იმისათვის, რათა მიაღწიოს სასურველ მიზანს, პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს და არა ვინმესი ან რამესი. მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა შედეგი. ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი თავის მართვა“.