როგორ ავუხსნათ ბავშვებს მარტივად, საიდან ჩნდებიან ბავშვები

21-05-2022

საიდან ჩნდებიან ბავშვები?

ადრე თუ გვიან ყველა მშობელს მიმართავენ ბავშვები მსგავსი შეკითხვით. ამ დროს მშობლები იბნევიან და უბრალოდ არ იციან, რა უნდა უპასუხონ.
მოდი ვნახოთ, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ამ დროს მშობელს და რა პასუხი  უნდა გასცეს შვილს. 

პატარები, როგორც წესი, კითხულობენ ხოლმე, საიდან ჩნდებიან ბავშვები ან თუ დედა მის დას ან ძმას ელოდება, მიმართავენ შეკითხვით, როგორ აღმოჩნდა ბავშვი მის მუცელში.
ამ დროს მშობელი უნდა იყოს ძალიან მარტივი და გულახდილი, უბრალოდ უნდა აუხსნას ბავშვს, რომ როდესაც ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი,  მათ შესაძლოა გაუჩნდეთ ბავშვი, რომელიც ჯერ დედის მუცელში ცხოვრობს, შემდეგ კი სამყაროს მოევლინება. 

როგორც წესი, დედებს რცხვენიათ ხოლმე ბავშვებისთვის სიმართლის თქმა და ხშირად სხვადასხვა ამბავს იგონებენ, ხან კომბოსტოსა და ხან წეროს შესახებ. 
ფსიქოლოგები კი მიიჩნევენ, რომ სიმართლის თქმაში სამარცხვინო არაფერია, მთავარია მშობელი ბავშვს ჩასახვის პროცესზე არ ესაუბროს. 

ორსულობასა და გამრავლებაზე საუბარი არათუ სამარცხვინო, საჭიროც კი არის. მთავარია, ბავშვთან სწორი დიალოგი შედგეს. ეს განაპირობებს ბავშვის მშობლის მიმართ ნდობას. 
მშვიდი და გაწონასწრებული საუბარი კი ბავშვს დაარწმუნებს იმაში, რომ დედას და მამას ყველაფრის შესახებ შეიძლება ესაუბროს. 

მთავარია, მშობელი ბავშვის ორიენტირად იქცეს, ადამიანად, რომელიც მის ყველა შეკითხვას გულწრფელად გასცემს პასუხს, შეეცდება მაინც. 
ასე რომ, დედებო და მამებო, მოუსმინეთ თქვენს შვილებს და ეცადეთ მათთან იყოთ მაქსიმალურად გახსნილები და გულწრფელები.

 

ძალიან სახალისო და კეთილი ვიდეო, რომელიც თქვენც და თქვენს პატარებსაც ძალიან მოგეწონებათ!