ბავშვთა ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის გზავნილი მასწავლებლებს:
• მოვიდა ახალი თაობა, პედაგოგიკა ძველია. ახალი ღვინო კი ძველ ტიკებს დახეთქავს!
• რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ!
• თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!
• უსიყვარულოდ სკოლაში ნუ წახვალ! შეიყვარე ბავშვი. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ წახვალ სკოლაში!
• თუ მასწავლებელს მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში!
• დაუკმაყოფილეთ ბავშვს დიდობის მოთხოვნილება და მოიპოვებთ მის ნდობას!
• თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად!
• მასწავლებელო, ისწავლე თვალებით აღზრდა!
• ეცადე შენეული შტრიხი მოხაზო მოსწავლეში, რომ ამაღლდეს საკუთარ თავში!
• ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან!
• ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას!
• ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს.... განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ რად არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?!
• ცოდნა მკვდარი ნივთიერებაა, არც კარგია და არც ცუდი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს არა მხოლოდ საგანი, არამედ ჰუმანურობა, კეთილშობილება და შემდეგ მიეცით ცოდნა!
• არ დადგეთ არც ერთ ბავშვზე მაღლა! იყავით მისი თანატოლი!
• თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!
ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა - იპოვეთ თქვენი მოსწავლე!