მან შვილი სხვა ოჯახს მისცა გასაზრდელად, ხელი შეუწყო ცხოველთა დაცვის შესახებ კანონის მიღებას და გადასახადებიც კი შეამცირა. გაგიკვირდებათ, მაგრამ სიბერეშიც კი ასტრიდი ხეებზე დაცოცავდა და ქუჩაში ცეკვავდა, პეპი ხომ არ გაგახსენდათ? - დიახ, ეს არის უცნობი ამბები ყველასთვის საყვარელ ასტრიდ ლინდგრენზე.
1. ასტრიდ ლინდგრენის მშობლები ერთმანეთს ეთაყვანებოდნენ და მწერლის უახლოესი მეგობრებიც იყვნენ. ამის შესახებ იგი წერს:
„ახლა კი მინდა ერთი სიყვარულის ისტორია მოგიყვეთ. ეს ამბავი არც წიგნში წამიკითხავს და არც მომიგონია, ეს ამბავი ბევრჯერ გამიგონია, მასში იმაზე ბევრი სიყვარულია, ვიდრე ყველა იმ წიგნში, რომელიც ოდესმე წამიკითხავს. პირადად მე ეს ისტორია ძალიან გულისამაჩუყებლად მეჩვენება. შესაძლოა იმიტომ, რომ ამ ამბის მთავარი მოქმედი გმირები ჩემი მშობლები არიან.
2. ასტრიდ ლინდგრენი მთელი ცხოვრება საკუთარ თავს იდანაშაულებდა იმაში, რომ ვაჟი 17 წლის ასაკში გააჩინა. მამის სახელს საიდუმლოდ ინახავდა. ამის გამო ასტრიდის სოფელში დიდი სკანდალი აგორდა. ქმარი არ ჰყოლია, არც საარსებო წყარო ჰქონდა. ამის გამო მომავალმა მწერალმა ბავშვი სხვა ოჯახშს გადასცა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც სამსახური იშოვა და გათხოვდა კიდეც, შვილი დაიბრუნა. თუმცა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამ თემას ხშირად უბრუნდებოდა და მარტოხელა ბავშვებს მის შემოქმედებაში წამყვანი ადგილი უკავია.
3. ასტრიდი იხსენებს: „იგი, ჩემი ქმარი გამომიტყდა, რომ პირველივე დანახვისთანავე შევუყვარდი და მთელი ორი წელი თვალს ვერ მაშორებდა.
მე ჩემს შესახებ ყველაფერი მოვუყევი, რა თქმა უნდა, ბავშვის შესახებაც ვუთხარი. მე შემ მიყვარხარ და მიყვარს შენი ყველაფერი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენი შვილიც მიყვარს. ლარსი ჩვენი შვილი იქნება და მას სტოკჰოლმში წავიყვანთო. ამ კაცს სტურე ლინდგრენი ერქვა, მან იშვილა ლარსი და მთელი ცხოვრება საკუთარ შვილად თვლიდა“. 3 წლის შემდეგ წყვილს ქალიშვილი, კარინ ნიანი შეეძინა. ერთად 20 წელი იცხოვრეს, წყვილი ერთმანეთს ქმრის სიკვდილმა დააშორა.
4. ასტრიდ ლინდგრენი „არასწორი დედა“ იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიდნენ მისი მეზობლები, რომლებთან ერთადაც ასტრიდს არასდროს უჭორავია. ასტრიდს ძალიან უყვარდა ბავშვებთან ერთად თამაში და ცელქობა. ერთხელ იგი მიმავალ ტრამვაისაც კი შეახტა, რის გამოც კონდუქტორმა დააჯარიმა კიდეც.
ეს სიცელქე ასტრიდს ხანდაზმულობამდე გაჰყვა.
5. 1942 წელს მისი ქალიშვილი, კარინი სერიოზულად ავად გახდა, პნევმონია დაემართა. ასტრიდმა მისთვის საოცარი ამბავი მოიგონა ჟღალთმიან გოგონაზე, სწორედ ასე დაიწერა „პეპი გრძელი წინდა“. თუმცა, ორი შვილის დედას არ ჰქონდა იმის დრო, რომ მოგონილი ამბავი ფურცელზე გადაეტანა და ჩაეწერა. სამი წლის შემდეგ მწერალმა ფეხი მოიტეხა და... აი, მაშინ კი გამოუჩნდა დრო საწერად. სხვათა შორის, წიგნი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწერა და მასში არის ერთი საინტერესო პერსონაჟი, მძლეოსანი ადოლფი, რომელიც ცირკში მუშაობდა და რომელიც პეპიმ დაამარცხა.
6. 1978 წელს ასტრიდ ლინდგრენს მსოფლიო ჯილდო მიანიჭეს. ასეთ ცერემონიალებზე სიტყვით გამოსვლა აუცილებელი იყო. საკუთარი სიტყვა ასტრიდმა ძალადობის გარეშე ცხოვრების სწავლას მიუძღვნა. „ადამიანები მიიჩევენ, რომ რაც უფრო მკაცრები და მომთხოვნები იქნებიან ბავშვების მიმართ, მით მეტად დაიმორჩილებენ მათ. თუმცა ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ ძალადობა ბადებს მეტ ძალადობას. სანამ ყველა ჩენგანი არ გაითავისებს, რომ ძალადობა ბადებს ძალადობას, მოგვიწევს ასეთ სამყაროში ცხოვრება“.
ერთ წლის შემდეგ შვედეთში, მსოფლიოში პირველად, მიიღეს კანონი ბავშვების ფიზიკურად დასჯის აკრძალვის შესახებ.
7. ასტრიდ ლინდგრენი ვეგეტარიანელი არ ყოფილა, თუმცა ყველა ცოცხალ ორგანიზმს დიდ პატივს სცემდა. ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის შესახებ ამბის გაგების შემდეგ მან დაწერა წიგნი ძროხაზე, რომელიც აღშფოთებული იყო მისი თანამოძმეებისადმი მოპყრობით. უკმაყოფილო ფერმერების შეძახილების ფონზე ასტრიდმა წიგნების მთელი სერია გამოუშვა. მას მოუსმინეს. 1988 წელს ქვეყანაში ლინდგრენის კანონი მიიღეს. კანონში ცხოველების მოვლის აუცილებელი პირობები იყო აღწერილი - მედიკამენტების გამოყენება, ჰორმონებისაც კი, მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემდეგ იყო შესაძლებელი.
8. 1972 წელს 12 წლის გოგონა სარამ ცნობილ მწერალს წერილი მისწერა, თუმცა პასუხის იმედი დიდად არ ჰქონია. წერილი იწყებოდა სიტვებით : „გინდათ, გამაბედნიეროთ?“
თუმცა ასტრიდმა უპასუხა. ამ მიმოწერის შესახებ მსოფლიომ სულ ცოტა ხნის წინ შეიტყო წიგნიდან „თქვენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“. გოგონა სარა და ბებია ასტრიდი საუბრობენ მარტოობაზე, მეგობრობასა და თავისუფლებაზე. ეს წერილები გზას გვიხსნის ასტრიდის თბილ, ტკბილ სამაყაროში.
9. ასტრიდმა ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა, ქმარიც გარდაეცვალა, შვილიც, ბოლოს სახლიდან საერთოდ არ გადიოდა - სახლიდან, რომელშიც 60 წელი იცხოვრა. ამ დროისთვის მას ჰყავდა რვა შვილიშვილი და ცხრა შვილთაშვილი.იგი ყველას დაამახსოვრდა მხიარულ ქალბატონად, რომელსაც ძალიან უყვარდა ბავშვებთან ერთად დროის ტარება და არა ქალებთან ერთად ჭორაობა.