აკას ბაღი - ადგილი, სადაც პატარებს საუკეთესო გარემო აქვთ განვითარებისა და ბედნიერებისთვის

27-01-2023

„აკას ბაღი - ბედნიერი ანგელოზები“ კერძო ბაღია, რომელიც დიდ დიღომში გუდვილის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
ალბათ, დღევანდელ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, პატარებისთვის პატარებისთვის სანდო, საიმედო და უსაფრთხო სივრცის პოვნა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დღის განმავლობაში რას და როგორ სწავლობენ ბავშვები და როგორ გადიან ე.წ. პრე-სქულის - სკოლისთვის მოსამზადებელ პროგრამებს.სწორედ ამ მიდგომებით გამოირჩევა „აკას ბაღი - ბედნიერი ანგელოზები“.

Preschool პროგრამა

ჯგუფები დაყოფილია ასაკობრივ კატეგორიებად და ყველა ჯგუფი დატვირთულია თავისი ასაკის შესაბამისი აქტივობებით. აქტივობები კი, რომლებიც ერთი შეხედვით სახალისო თამაშებს ჰგავს, სინამდვილეში არის ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავებული სპეციალური პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია პატარების  ფსიქოლოგიური, გონებრივი თუ ფიზიკური განვითარებისათვის. პატარები ყოველდღე გადიან მათი განვითარებისთვის საჭირო აქტივობებს, რომელთა ამსახველი ფოტო თუ ვიდეომასალა მოგვიანებით იტვირთება ბაღის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში.

 

ინგლისურის,მუსიკის და ტანვარჯიშის გაკვეთილები

ბაღში ასევე არის: ინგლისურის გაკვეთილები, რომლის სწავლება მიმდინარეობს DISCOVER WITH DEX-ის პროგრამის ფარგლებში; დამატებითი წრეები - მუსიკის და ტანვარჯიშის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ბაღში მაქსიმალურად განსხვავებული ყოფილიყო გარემო ამ მხრივაც. არ ყოფილიყო სტანდარტული გაკვეთილები, რომელიც ალბათ ჩვენს გონებაში ბევრს აქვს ჩაბეჭდილი. ამიტომ მუსიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს მაკა ზამბახიძე, რომლის გაკვეთილები არის მართლაც ცალკე დღესასწაული პატარებისთვის. ტანვარჯიშის მიმართულებას კი ხელმძღვანელობს ყველასათვის ცნობილი და ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, რომელიც ასევე საუკეთესო პირობებს და გარემოს ქმნის თავისი გაკვეთილებით. რაც მთავარია, ამ წრეებისთვის მშობელი არ იხდის დამატებით გადასახადს და ეს ყველაფერი შედის ბაღის თვიურ  საფასურში.

სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია კვება. მოგეხსენებათ, რამდენად აუცილებელია მოზარდობის ასაკში სწორად კვება, ამიტომ ჩვენი მენიუ ყოველთვის არის დატვირთული მაღალი ხარისხის პროდუქტებით. გვაქვს გაწერილი მენიუ, რომელიც ასევე შემოწმებულია და დამტკიცებულია ბაღების სააგენტოს მიერ და რომელსაც მშობელი წინასწარ ეცნობა.
მნიშვნელოვანია სივრცე, ოთახების სიდიდე. რადგან ბაღი დაყოფილია ასაკობრივ ჯგუფებად, საჭიროა ეს ჯგუფები კომფორტულად იყოს განაწილებული. სწორედ ამიტომ აკას ბაღი გამოირჩევა დიდი და ნათელი ოთახებით, სადაც თითოეულ ჯგუფს აქვს საკმარისად დიდი ტერიტორია დათმობილი. ეს ფაქტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა პანდემიის გამო.

აკას ბაღი,


„აკას ბაღში - ბენდიერი ანგელოზები“ გარდა იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თქვენს პატარებს ელოდება საიმედო, უსაფრთხო და სანდო გარემო, ისინი სწავლობენ საუკეთესო მეთოდებით,იღებენ საუკეთესო განათლებას და არიან ძალიან ბედნიერები.

დეტალებისთვის ეწვიეთ facebook გვერდზე: აკას ბაღი - ბედნიერი ანგელოზები - Akagarten