როგორ დავიწყოთ მყარი კვება - ბავშვთა გასტროენტეროლოგის რეკომენდაციები

18-11-2024

როდის უნდა დავიწყოთ მყარი კვება, როგორ უნდა შევარჩიოთ საკვები, სკამ-მაგიდა, საკვები აქსესუარები? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ბავშვთა გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა. 


დამატებითი კვება, ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, არის დასაწყისი  პროცესისა, როდესაც მხოლოდ დედის რძე აღარ არის საკმარისი ჩვილის ზრდა- განვითარებისთვის და აუცილებელია საკვებ რაციონს დაემეტოს სხვა, მყარი საკვები და სითხეები, დედის რძესთან ან ფორმულასთან ერთად.
დამატებითი საკვები  აუცილებელია როგორც ბალანსირებული კვებისთვის, ასევე ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

თვითკვება, მყარი კვება,

•    ამერიკის პედიატრთა აკადემია( AAP) და ევროპის ბავშვთა გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ასოციაცია (ESPGHAN) მოგვიწოდებს ექსკლუზიურად ან უპირატესად ძუძუთი კვების ხელშეწყობას სულ მცირე 4 თვე (17 კვირა, სიცოცხლის მე-5 თვის დასაწყისი) და სასურველი მიზანია 6 თვის განმავლობაში.
•    დამატებითი საკვები (მყარი და დედის რძის ან ჩვილის რძის გარდა სხვა სითხეები) საკვებ რაციონში არ უნდა იქნას ჩართული  4 თვემდე, მაგრამ არ უნდა გადაიდოს 6 თვეზე მეტ ხანს.
•    ჩვილებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა გემოსა და ტექსტურის საკვები,მწვანე ბოსტნეულის ჩათვლით. 
•    რეკომენდებულია ძუძუთი კვების გაგრძელება დამატებით კვებასთან  ერთად.
•    ძროხის რძე არ უნდა იქნას გამოყენებული 12 თვემდე ასაკის ბავშვებში. 
•    დამატებითი კვების დაწყების დროს შესაძლოა საკვებ რაციონში გამომყენებულ იქნას  ალერგენული საკვები.მაგ. არაქისზე  ალერგიის მაღალი რისკის მქონე ჩვილებში (მათ, ვისაც აქვს მძიმე ეგზემა, კვერცხზე ალერგია ან ორივე ერთად)  არაქისის საკვებ რაციონში ჩართვა შეიძლება  4-დან 11 თვემდე,  სპეციალისტთან შესაბამისი კოსნულტაციის შემდეგ. 
გლუტენის დამატება საკვებ რაციონში არ ზრდის მასზე აუტანლობის განვითარების რისკებს.
•    ბავშვის რაციონში დამატებითი კვების დროს  გამოყენებული ყველა ახალი საკვები უნდა  იყოს რკინით მდიდარი, ხორცის პროდუქტების ჩათვლით და/ან რკინით გამაგრებული საკვები. 
•    შაქარი ან მარილი არ უნდა დაემატოს დამატებით კვებას. ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული ხილის წვენების ან შაქრის შემცველი სასმელების მიცემა. 

თვითკვება, მყარი კვება,
პატარას მყარ კვებაზე გადასაყვანად ძირითადად შემდეგი ნიშნებია გასათვალისწინებელი:

ბევრი კვლევით დადგენლია, რომ ფიზიოლოგიური თვალსაზრისით 4 თვის ასაკიდან  ჩვილის თირკმელი და კუჭ-ნაწლავი მომწიფებულია სხვა საკვების (არა რძის) მეტაბოლიზმისთვის. ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ჩვილის ნეიროგანვითარებასაც. ამერიკის პედიატრთა აკადემია (AAP)  რეკომენდაციას უწევს ექსლუზიურად ძუძუთი  კვებას 6 თვემდე.  ბავშვის საკვებ რაციონში მყარი საკვების დამატების დროს უნდა გავითვალისწინოთ:

1. პროდუქტებისადმი ინტერესი - ბავშვი ავლენს ცნობისმოყვარეობას საკვების მიმართ იმით, რომ უყურებს სხვების ჭამას, სწვდება საჭმელს ან ჭამს.
2. თავისა და კისრის კარგი კონტროლი - ბავშვს შეუძლია თავი დაიჭიროს და იჯდეს მინიმალური საყრდენით, რაც მნიშვნელოვანია უსაფრთხო გადაყლაპვისთვის.
3. პირის ღრუს კოორდინაცია – ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად აიღოს საკვები ან საგნები და მიიტანოს პირთან.
4. შემცირებულია ღებინების რეფლექსი, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს, ადვილად გადაიტანოს საკვები პირის ღრუში და გადაყლაპოს.

ეს ნიშნები ჩვეულებრივ ვლინდება დაახლოებით ექვსი თვის ასაკში, მაგრამ შეიძლება განსხვავდებოდეს თითოეული ბავშვის შემთხვევაში.

თვითკვება, მყარი კვება,

დამატებითი ეტაპები და ინდიკატორები, რომ ბავშვი არის მზად მყარი საკვებისთვის:
 5. გაზრდილი მადა - ბავშვი შეიძლება ნაკლებად კმაყოფილი იყოს მხოლოდ დედის რძით ან ფორმულით, თუნდაც უფრო ხშირი კვებით, რაც აჩვენებს, რომ მას შეიძლება დასჭირდეს დამატებითი კალორია და საკვები ნივთიერებები. 
6. საყრდენით ჯდომის უნარი - მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად ჯდომა ყოველთვის არ არის საჭირო, ბავშვს უნდა შეეძლოს გამართილად ჯდომა მინიმალური მხარდაჭერით, რათა უსაფრთხოდ მიიღოს მყარი საკვები. 
7. ინტერესი საკვები ტექსტურების მიმართ – ბავშვები ხშირად ავლენენ ცნობისმოყვარეობას არა მხოლოდ თავად საკვების, არამედ მისი ტექსტურის მიმართაც, ცდილობენ ხელით იგრძნონ ან გამოიკვლიონ საკვები.
 8. კოვზის ჩადების უნარი - მყარი ნივთიერებისთვის მზა ჩვილებს შეუძლიათ დახურონ ტუჩები კოვზის პირთან მიტანისას და გადაყლაპონ, ვიდრე უბრალოდ წოვონ საკვები კოვზიდან. 
9. ღრძილების გამოყენება - კბილების გარეშეც ბავშვებს შეუძლიათ გამოიყენონ ღრძილები რბილი საკვების დასაფშვნელად. ეს არის მნიშვნელოვანი უნარი პიურედან დაფქულ ან რბილ, პატარა ნაჭრებზე გადასასვლელად. 
ამ ეტაპების დაკმაყოფილება გვეხმარება იმაში დასარწმუნებლად, რომ ბავშვი ფიზიკურად და განვითარებით მზადაა მყარი საკვების უსაფრთხოდ მისართმევად.

სკამ-მაგიდა და ჭურჭელი

თვითკვება, მყარი კვება, დამატებითი კვება,

• სკამ-მაგიდა: უნდა იყოს სტაბილური, რეგულირებადი, მყარად ჩამაგრებული სამაგრებით.
• ჭურჭელი: უჟანგავი ფოლადი, სილიკონი, ან უვნებელი პლასტმასი უსაფრთხოა ბავშვისთვის. თეფში, კოვზი და ჩანგალი უმჯობესია იყოს სილიკონის ან ნატურალური მასალისგან.

საკვების ტექსტურა

თქვენი ბავშვის პირველი საკვები თქვენი არჩევანია. მიუხედავად იმისა, გადაწყვეტთ საკუთარი ბავშვის საკვების თავად მომზადებას თუ წინასწარ მომზადებული საკვების ყიდვას, ბევრი ვარიანტი გაქვთ. თუმცა, გაითვალისწინეთ შემდეგი:

1.    დასაწყისში საკვები უნდა იყოს რბილი, დაჭყლეტილი ან დაფქული, რათა თავიდან აიცილოთ დახრჩობა.

2.    ყოველ 3-დან 5 დღეში ერთხელ შემოიტანეთ ერთი „ერთინგრედიენტიანი“ ახალი საკვები ნებისმიერი საკვები ჯგუფიდან,  მცირე დოზებით (1-2 ჩაის კოვზი). ყოველი ახალი საკვების რაციონში ჩართვის დროს აკვირდებით   ნებისმიერ რეაქციას  (გამონაყარს, ლოყების სიწითლეს, ქავილს, და ა.შ.).

3.    არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ თქვენს ბავშვს განუვითარდება ზიზღი ბოსტნეულის მიმართ, თუ პირველ რიგში მიიღებს ხილს.

4.    დარწმუნდით, რომ შეიტანეთ საკვები, რომელიც მდიდარია რკინითა და თუთიით. ასეთია ხორცითა და მარცვლეულით მომზადებული საკვები.

5.    თუ თქვენს პატარას წინასწარ დამზადებულ მარცვლეულს აჭმევთ, დარწმუნდით, რომ ის ჩვილებისთვისაა შექმნილი და გამდიდრებულია რკინით. ბავშვის მარცვლეული ხელმისაწვდომია წინასწარ შერეული ცალკეულ კონტეინერებში ან მშრალი, რომელსაც შეგიძლიათ დაუმატოთ დედის რძე, ფორმულა ან წყალი.

მყარი საკვების დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენი ბავშვის ყოველდღიური კვება უნდა შეიცავდეს სხვადასხვა სახის საკვებს, როგორიცაა დედის რძე, ფორმულა ან ორივე ერთად; ხორცი; მარცვლეული; ბოსტნეული; ხილი; კვერცხი; თევზი.

თვითკვება, მყარი კვება,

მომდევნო ეტაპებზე შეიძლება შევთავაზოთ:

• ბოსტნეული: კარტოფილი, სტაფილო, გოგრა
• ხილი: ვაშლი, ბანანი, მსხალი
• მარცვლეული: ბრინჯი, შვრია
• ცილები: მოხარშული თევზი ან ქათამი.

აფთიაქის საკვები თუ სახლში მომზადებული?

დამატებითი კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადეკვატურ ზრდა- განვითარებაზე. დედის რძიდან მყარ საკვებზე გადასვლა შესაძლებელია 4-6  თვის ასაკიდან. 6 თვიდან მხოლოდ  დედის რძე აღარ არის საკმარისი, ჩვილისთვის საჭირო საკვები ნუტრიენტებით უზრუნველყოფისთვის. სახლში მომზადებული საკვები უმჯობესია, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს, ვიცოდეთ ინგრედიენტები და ვაკონტროლოთ. თუმცა, აფთიაქის საკვებიც კარგი არჩევანია, მაღალი ხარისხის და სისუფთავის დაცვით.მსოფლიოში ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გაიდლაინები ხელს უწყობს სახლში მომზადებული საკვების  გამოყენებას. თუმცა, გასათვალისწინებელია რომ არ არსებობს სახლში საკვების მომზადების ეროვნული გაიდლაინები, არ არსებობს  საერთაშორისო სახელმძღვანელო. მათ შორის რაოდენობები, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინოს რეცეპტში, ამიტომ რთულია ადეკვატური საკვები ნივთიერებების ბალანსის დაცვა. CIF-ები კი იცავენ მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც დაფუძნებულია ასაკობრივ დიეტურ რეკომენდაციებზე და უზრუნველყოფენ პესტიციდებისა და დამაბინძურებლების (ნიტრატები, მიკოტოქსინები, ლითონები და სხვა) უმკაცრეს საკანონმდებლო კონტროლს. აფთიაქის მზა საკვები უზრუნველყოფს გემოების მრავლფეროვნებას, დაცულია ბავშვებისთვის აუცილებელი ინგრედიენტების თანაფარდობა, რაც სამომავლოდ პატარს იცავს როგორც სიმსუქნისგან, ასევე კალორიების დეფიციტისგან.

ორთქლზე თუ წყალში მოხარშული?

ორთქლზე მომზადებული საკვები უფრო ნატურალური და მინერალებით მდიდარია, რადგან მინერალები და ვიტამინები ნაკლებად იკარგება.

წყლის რაოდენობა და წყლის ტიპი

6 თვიდან დღიური წყლის მიღება ბავშვის წონის მიხედვით განისაზღვრება, დაახლოებით 30-40 მლ/კგ დღეში. ბოთლის ან გაფილტრული წყალი სასურველია, რადგან ონკანის წყალი ხშირად შეიცავს ქლორინს.

ნაწლავის მოქმედება და კუჭის მოქმედება

ყოველდღიური კუჭის მოქმედება არ არის სავალდებულო.  თუმცა ნაწლავთა მოქმედება უნდა იყოს რეგულარული, რბილი მასებით, დეფეკაციის შემდეგ არ უნდა რჩებოდეს დაუსრულებელი დეფეკაციის შეგრძნება. ამასთან, შეკრულობაზე მიუთითებს:
1.     მტკივენული დეფეკაცია;
2.    დეფეკაცია დიდი, მყარი განავლოვანი მასებით ან „თხის კურკლის“ მსგავსი განავლოვანი მასებით.
3.    დეფეკაციის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება და ა.შ.

თუ საკვები გადასცდა?

თუ პატარა ამოახველებს, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ სუნთქვა დაიხშო, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება, რაც ამ დროს არის რეკომენდებული და პროფესიონალის დახმარება.

აკრძალული პროდუქტები 1 წლამდე

• თაფლი (ბოტულიზმის რისკი)
• მარილი და შაქარი (თირკმელებისა და გემოვნების ორგანოების დაზიანებისგან დასაცავად)
• თხილეული და მძიმე ტექსტურის საკვები (დახრჩობის რისკი).

ზეითუნის ზეთის დამატება

შესაძლებელია მცირე ოდენობით ზეითუნის ზეთის დამატება, რადგან ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და არის კარგი ცხიმების წყარო.

თვითკვება (Baby-Led Weaning) - დადებითი და უარყოფითი მხარეები

თვითკვება, მყარი კვება, დამატებითი კვება,

დადებითი: დამოუკიდებლობის განვითარება, საჭმლის ტექსტურისა და გემოს შეგრძნება.
უარყოფითი: შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს კვებას, ხოლო დახრჩობის რისკი მოითხოვს მშობლის მუდმივ ყურადღებას.

კვებებს შორის რეჟიმი

ყოველ 3-4 საათში კვება მიზანშეწონილია, იმისათვის, რომ ბავშვი დანაყრდეს და საკვების მომნელებლობა მოხდეს სრული რეჟიმით.