ვიტამინები და მინერალები ბავშვის ზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი ელემენტებია. ორგანიზმს არ შესწევს უნარი, მოახდინოს მეცნიერებისთვის ცნობილი ბევრი მნიშვნელოვანი ვიტამინის საჭირო რაოდენობის სინთეზი, ამიტომ მისი მიღება ადამიანებს საკვები რაციონიდან უწევთ. ვიტამინი საჭიროა დოზირებულად, მინიმალური რაოდენობით და თუ ბავშვის რაციონი მრავალფეროვანია, როგორც წესი, ორგანიზმისთვის ეს საკმარისია ხოლმე. აქედან გამომდინარე, 6-12 წლის ბავშვები იშვიათად საჭიროებენ ვიტამინებს პრეპარატის სახით.
თუმცა, არის შემთხვევები, როდესც პედიატრები მაინც ურჩევენ ბავშვს დამატებითი ვიტამინების მიღებას და ეს ხდება მაშინ, როდესაც:
ბავშვს არ აქვს ჭამის მადა;
ფარმაცევტული კომპანიები ითვალისწინებენ ყველა ფაქტორს იმ ბავშვებისთვის, რომელთაც უჭირთ ტაბლეტების გადაყლაპვა. ვიტამინებს საღეჭი ტაბლეტის ან თუნდაც სხვადსხვა ფერის და ფორმის, ასვე არომატის მქონე ჟელეს სახით უშვებენ, რათა ბავშვებს მათი მიღება არ გაუჭირდეთ. ეს პრეპარატები, როგორც წესი, რეცეპტების გარეშე გაიცემა და უსაფრთხოა, თუმცა მაინც ნუ დაივიწყებთ, რომ წამლად ითვლება და გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა. მამთმა დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ორგანიზმის ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. არის შემთხვევები და დაავადებები, როდესაც ვიტამინების მიღება ბავშვებისთვის უბრალოდ აუცილებელია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ე.წ. ორთომოლეკულური მედიცინის შესახებ (დიდი დოზით ვიტამინების გამოყენებით მკურნალობა გარკვეული დაავადებების დროს, მათ შორის გონებრივად ჩამორჩენის შემთხვევაში) კვლევები არ არსებობს და მისი გამოყენება სარისკოა. მაგალითად, გრიპის დროს C ვიტამინის გადაჭარბებული დოზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა და დიარეა, ასევე კრუნჩხვა. სანამ ბავშვისთვის ვიტამინების მიცემას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან. ეცადეთ, რომ ბავშვის რაციონი იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი.
გთავაზობთ იმ ვიტამინების ჩამონათვალს, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური, სათანადო ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.
ვიტამინი A - ხელს უწყობს ზრდას, ჯანმრთელ კანს, უჯრედების აღდგენას, ასევე ხელს უწყობს მხედველობას.
წყარო: ყვითელი ფერის საკვები, რძის პროდუქტები და ღვიძლი.
ვიტამინი B - ხელს უწყობს ორგანიზმში ერითროციტების წარმოქმნას და მეტაბოლიზმის პროცესის გაუმჯობესებას.
წყარო: ხორცი, მათ შორის ღვიძლი, კვერცხი, რძის ნაწარმი, მარცვლეული, პური და ნახშირწყლები, სოიო, თევზი.
ვიტამინი C - ამაგრებს შემაერთებელ ქსოვილს, კუნთებს, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფად შეხორცებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციის მიმართ.
წყარო: ციტრუსი, მარწყვი, ბროკოლი, კარტოფილი, ბრიუსელის კომბოსტო, ისპანახი.
ვიტამინი D - ხელს უწყობს კბილების ზრდას, პასუხისმგებელია ორგანიზმში კალცის რაოდენობაზე.
წყარო: თევზის ქონი, რძის პროდუქტები, კვერცხი, გამდიდრებული მარგარინი.
რკინა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევაზე, ჰემოგლობინის დონეზე.
წყარო: ღვიძლი, მარცვლეული, ინდაური.
კალცი - უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ძვლოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და მის ფუნქციონირებაში.
წყარო: უცხიმო რძე, ყველი, იოგურტი, ასევე ზოგიერთი ხილის წვენი.
წყარო: ევგენი კომაროვსკი