პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე მთლიანად აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე. ბავშვის ინტენსიურ ზრდასთან ერთად კი იზრდება მისი კვებითი და ენერგეტიკული მოთხოვნილება, რის გამოც აუცილებელი ხდება დედის რძესთან ერთად დამატებითი საკვების მიწოდება კვებითი რაციონის – ცილით, ცხიმით, ნახშირწყლით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით შესავსებად.
დამატებითი საკვების დაწყების ვადების განსაზღვრა ემყარება ბავშვის მზაობას, მიიღოს ნახევრადმყარი საკვები. პირველი ღეჭვითი მოძრაობა 4-5 თვისთვის ფორმირდება, ქრება საკვების გადმოგდების რეფლექსი და შესაძლებელია დამატებითი კვების მიწოდება. დამატებითი კვება იწყება 6 თვიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში (წონის არასაკმარისი მატება, ბავშვის ინტერესი სხვა საკვების მიმართ) შესაძლებელია მისი დაწყება 4 თვიდან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პედიატრთან შეთანხმებით ხდება. დამატებითი საკვების ნაადრევი დაწყება ამცირებს რძის პროდუქციას და ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ალერგიის და სხვა რისკს. დამატებითი საკვების დაგვიანებული დაწყება კი, ხელს უშლის საღეჭი კუნთების სრულფასოვან ჩამოყალიბებას და იწვევს ორგანიზმის გაღარიბებას ვიტამინებით და მიკროელემენტებით.
ბავშვი უნდა იკვებებოდეს მრავალფეროვანი საკვებით. ასაკის გათვალისწინებით, მან ყოველდღე უნდა მიიღოს პროდუქტი საკვების 4 ძირითადი ჯგუფიდან:
• ხილი და ბოსტნეული
• ბურღულეული
• ცილოვანი პროდუქტები
• რძის პროდუქტი.
• ამავე დროს, ჩვილის კვებისთვის მნიშვნელოვანია ცხიმის დამატება (მცენარეული და ცხოველური).
6 თვიდან 8 თვემდე ჩვილს შეუძლია მიიღოს პიურეს ტიპის, გატარებული საკვები. საკვები უნდა იყოს ჰომოგენური, 8 თვიდან ბავშვმა უნდა მიიღოს დაჭყლეტილი საკვები, 12 თვის შემდეგ უკვე უნდა იკვებებოდეს ოჯახის საკვებით. თუ მყარი საკვების გამოყენება იწყება 10 თვის შემდეგ ან უფრო გვიან, ეს ზრდის მოგვიანებით კვებითი პრობლემების განვითარების რისკს.
ბავშვმა დამატებითი საკვები უნდა მიიღოს დღეში საშუალოდ:
• 6-8 თვის ასაკში – 2-3-ჯერ;
• 9-11 თვის ასაკში – 3-4-ჯერ;
• 12-24 თვის ასაკში – 4-ჯერ.
დამატებით კვებათა შორის აუცილებელია საათობრივი რეჟიმის დაცვა, არანაკლებ 3,5-4 საათისა. კვებათა შორის დასაშვებია წახემსება (მაგ.: ხილფაფის მიწოდება) 1-2 ჯერ დღეში.
ბავშვისთვის, რომელიც დამატებით კვებაზე გადაგყავთ, საკვები უნდა მომზადდეს ყველა წესის დაცვით, რაც გულისხმობს სტერილურობას, ორთქლზე მოხარშვას, დაბლენდერებას და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა საბედნიეროდ, არსებობს მოწყობილობები, რომლებიც პატარების მშობლებს დამხმარეებად ევლინებიან ასეთ დროს და უმარტივებენ საქმიანობას.
შვეიცარიული ბრენდის, აგუ ბეიბის საკვების მოსამზადებელი მრავალფუნქციური პროცესორი 5/1-ში მართლაც უნივერსალური საშუალებაა, რომელიც მშობელს ამ რთულ ეტაპზე ეხმარება და უმარტივებს საქმიანობას. აგუს პროცესორით საკვების მომზადება ძალიან მარტივია და არც დიდ ძალისხმევას, ენერგიას და დროს მოითხოვს. სანამ პროცესორი საკვებს მოამზადებს, მშობელს ყავის დასალევად ან ბავშვთან სათამაშოდაც კი ექნება დრო.
პროცესორი ამზადებს ორთქლზე და უნარჩუნებს პროდუქტს ყველა სასარგებლო თვისებას. შესაძლებელია ორი პროდუქტის ერთდროულად მომზადება. მაგალითად, ერთ დონეზე ბროკოლი მოიხარშება და მეორე დონეზე - ხორცის ბურთულები, შემდეგ კი იმავე ჭურჭელში დააბლენდერებთ.საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ ჩართოთ ტემპერატურის შენარჩუნების რეჟიმი. ტემპერატურის შენარჩუნება პროცესორს 8 საათის განმავლობაში შეუძლია. თუ ვთქვათ, დილით უფრო გიხერხდებათ პატარას გაღვიძებამდე მომზადება, უკვე მომზადებული კერძი შეგიძლიათ დატოვოთ ერთ ტემპერატურაზე და დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეთბობის გარეშე აჭამოთ პატარას. გარდა ამისა, პროცესორში შესაძლოა სწრაფად შეათბოთ ბოთლები და ქილები პატარას საკვებით და გაასტერილოთ ბოთლები და სხვა აქსესუარი.
თანაც, პროცესორი ძალიან კომპაქტურია და პატარა სამზარეულოშიც მარტივად მოიძებნება მისი ადგილი. აქსესუარების ნაკრების წყალობით, რომელიც კომლექტში შედის, რამდენიმე მოწყობილობას შეგიცვლით სამზარეულოში, რაც ამცირებს მომზადების შემდეგ გასარეცხი ჭურჭლის რაოდენობასაც. საერთო ჯამში, იზოგება დედის დრო, რესურსები, ენერგიები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. საკვები კი არის მომზადებული ყველანაირი ჰიგიენური ნორმების დაცვით და რაც მთავარია, მას შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო თვისება. თქვენ შეძლებთ მოუმზადოთ საყვარელი საკვები თქვენს პატარას ყოველდღიურად სწრაფად და მარტივად.
ბავშვის შეგუება ახალ საკვებთან უნდა მოხდეს თანდათანობით. სასურველია ახალი საკვების პირველი ულუფა დღის განმავლობაში შეადგენდეს საშუალოდ 5-10 გრამს (1-2 ჩაის კოვზი) და თანდათან გაიზარდოს. დამატებითი საკვების მინიმალურ რაოდენობად მიჩნეულია 4 სუფრის კოვზი (საშუალოდ 80-100 გრ) საკვები, რომელიც 9 თვემდე ასაკის ბავშვს ეძლევა ძუძუთი კვების შემდეგ, 9 თვის ასაკის შემდეგ კი, ძუძუთი კვების წინ;
მარცვლეულის ფაფის დამატება იწყება უგლუტენო მარცვლეულით (წიწიბურა, ბრინჯი, სიმინდი);
ხილფაფის და ბოსტნეულის პიურეს დაწყებისას თავდაპირველად იყენებენ ერთი სახეობის პროდუქტს, რომელსაც თანდათან ემატება განსხვავებული ხილი და ბოსტნეული 3-დღიანი ინტერვალით;
არ არის რეკომენდებული:
• ბავშვისთვის ორი ან მეტი ახალი საკვების ერთდროულად მიცემა. ყოველი შემდგომი ახალი პროდუქტის გამოყენება უმჯობესია რამდენიმედღიანი ინტერვალის დაცვით, მას შემდეგ, რაც ბავშვი იღებს წინა დამატებითი საკვების სრულ ულუფას;
• დამატებითი საკვების მიწოდება ბოთლით და საწოვარათი;
• ბავშვის საკვებისთვის მარილის ან შაქრის დამატება;
• 12 თვის ასაკამდე ძროხის რძის გამოყენება, რადგან იგი იწვევს რკინის შეწოვის შეფერხებას და ანემიის განვითარებას;
• ციტრუსის, კვერცხის ცილის და თაფლის 12 თვის ასაკამდე მიწოდება ალერგიის განვითარების რისკის შემცირების მიზნით
• ჩაი – შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინებს და ამცირებს რკინისა და სხვა მიკროელემენტების შეწოვას.
შეგიძლიათ ისარგებლოთ სააღდგომო - 30%- იანი ფასდაკლებით და შეიძინოთ საკვების მოსამზადებელი პროცესორი ონლაინ