როგორ ავიცილოთ თავიდან საკვებით მოწამვლა

21-08-2022

ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ საკვებით მოწამვლა

  • საკვების ხელში აღებამდე და გამოყენებამდე ხელები ძალიან კარგად დაიბანეთ.  
  • საშიში მიკრობები ფართოდ არის გავრცელებული ნიადაგში, წყალში, ცხოველებსა და ადამიანებში. ის შესაძლოა იყოს ხელებზეც და აქედან მოხვდეს პროდუქტზე. ამიტომ პროდუქტის შეძენის დროს სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით უმ პროდუქტთან,  ხორცთან შეხებისას. რაიმესთან შეხების შემდეგ ისევ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები. 

საკვებით მოწამვლა, საკვები,

  • ყოველთვის ეცადეთ, რომ პროდუქტი იყოს კარგად შემწვარი ან მოხარშული. მოერიდეთ უმ ხორცს, თევზს, ზღვის პროდუქტებს. საშიში ბაქტერიები მხოლოდ სათანადო თერმული დამუშავების დროს ნადგურდება. ეს უსაფრთხოების ყველაზე ეფექტური ხერხია. 
  • თუ კაფე-ბარების და სწრაფი კვების ობიექტების ხშირი  სტუმარი ხართ, გირჩევთ შეამოწმოთ, მზა საკვები უმ პროდუქტთან ერთად ხომ არ ინახება. ასევე საშიში შეიძლება იყოს სახლში მომზადებული მაიონეზი ან მუსი, რადგან ის უმი კვერცხით მზადდება. უმი პროდუქტი ძალიან ბევრ მავნე მიკროორგანიზმს შეიცავს.
  • ძალიან საშიშია მომზადებული პროდუქტის რამდენიმე საათითაც კი ოთახის ტემპერატურაზე  შენახვა. 
  • გამოიყენეთ ხარისხიანი სასმელი წყალი და პროდუქტები, თუ ეჭვი გეპარებათ რომელიმე პროდუქტის ხარისხში, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ.