მყარ საკვებზე გადასვლა ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის 

26-06-2022

დაუთმეთ დღეს ბავშვისთვის სუფრასთან კვების და ოჯახური სადილების იდეის გცნობას.  არ არის საჭირო თავიდანვე მკაცრი კვების გრაფიკის ჩამოყალიბება, მაგრამ თანმიმდევრული ყოველდღიური რუტინა სასარგებლოა როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლებისთვის.

იდეები, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის მომზადებაში მყარი საკვების მისაღებად:

კვებისას მიიყვანეთ ბავშვი მაგიდასთან და თუ გსურთ დაისვით კალთაში. მიეცით მას საკვებისა და სასმელის სუნის შეგრძნების საშუალება. ის ამ დროს დაინახავს, თუ როგორ მიგაქვთ საკვები პირთან. ისაუბრეთ საკვებზე. ბავშვი დავარაუდოდ გამოიჩენს გარკვეულ ინტერესს იმის შესახებ, თუ რას მიირთმევთ.

იატაკზე თამაში

ამ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ბევრი დრო დაუთმოს იატაკზე ჯდომას, ეს გაავარჯიშებს მისი პრესის და ზურგის კუნთებს. მიეცით ბავშვს საშუალება ითამაშოს ზურგზე, გვერდზე და მუცელზე. წაახალისეთ აღების და დაჭერის აქტივობები ბავშვის თავს ზემოთ სათამაშოებოს დაჭერით. ეს საშუალებას აძლევს მას, ივარჯიშოს მკლავებისა და ხელების გამოყენებაში, რაც კვების დროს დასჭირდება.

ნება მიეცით ბავშვს, უყუროს საკვების მომზადების პროცესს. აღწერეთ თქვენ მიერ მომზადებული საკვები ისე, რომ ბავშვმა გაიგოს და ისწავლოს აღწერილობითი სიტყვები საკვების შესახებ (ცხელი, ცივი, მჟავე, ტკბილი, მარილიანი).

მყარი კვება, ხელოვნური კვება, ბავშვი, კვება, ძუძუთი კვება, პროდუქტები, რეცეპტები,

6-დან 7 თვემდე

ამ ასაკში ბავშვი, სავარაუდოდ, დღეში ექვს-რვაჯერ იკვებება ბოთლით. მან არ უნდა შეამციროს მიღებული ხელოვნური საკვების რაოდენობა მყარი საკვების დაწყებისთანავე. მყარი საკვების პირველად მიღებისას დედის რძე ან ხელოვნური საკვები კვლავ უნდა იყოს ბავშვის კვების ძირითადი წყარო.
ჩვენ გირჩევთ მყარი საკვების დღეში ერთხელ შეთავაზებას, თუმცა თუ ბავშვს აქვს ენთუზიაზმი და სიამოვნებს სუფრასთან კვება, შეგიძლიათ მას მყარი საკვები დღეში ორჯერაც შესთავაზოთ. შესაძლოა დაგჭირდეთ ბოთლის შეთავაზება კვების შემდეგ, თუ ბავშვი კვლავ მშიერია. მყარი საკვების მიღება ამ ეტაპზე ძირითადად პრაქტიკისთვის და უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად ხდება.
შეარჩიეთ სადილის დრო, მაშინ როდესაც ბავშვი ბედნიერი, მხიარული და დასვენებულია. სასურველია რომ ბავშვისთვის კვება ბედნიერებასთან ასოცირდებოდეს და ჰქონდეს ენერგია და ხალისი, ისწავლოს კვება. ბოთლით კვებასა და მაყრის საკვების მიღებას შორის დაიცავის 30 წუთიანი შუალედი.
ამ ასაკში შეგიძლიათ დაიწყოთ მცირე რაოდენობით წყლის შეთავაზება ღია ფინჯნით და საწრუპიანი ჭიქაში ყოველი ჭამის დროს, ჭიქის სტილის მონაცვლეობით. ბავშვს დაალევინეთ ყოველ კვებაზე მაქსიმუმ 60 მილილიტრი ოდენობის წყალი, ხოლო დღეში მაქსიმუმ 120 მლ.

მყარი კვება, ხელოვნური კვება, ბავშვი, კვება, ძუძუთი კვება, პროდუქტები, რეცეპტები,

8-დან 9 თვემდე

ბავშვი, სავარაუდოდ, ბოთლით იკვებება დღეში ხუთიდან-რვაჯერ და ღამით ერთხელ ან ორჯერ. ამ ასაკში ხელოვნური საკვები უნდა დარჩეს კვების მთავარ წყაროდ. თუ ბავშვმა მნიშვნელოვნად შეამცირა ბოთლით მიღებული საკვების რაოდენობა, მაშინ სასურველია იფიქროთ შეთავაზებული მყარი საკვების რაოდენობის შემცირებაზე.
დროა დაიწყოთ მყარი საკვების დღეში ორჯერ შეთავაზება. გამოყავით 1 საათი ბოთლით კვებასა და მაგიდასთან კვებას შორის, რათა ბავშვი ზომიერად მშიერი იყოს. 

10-დან 11 თვემდე

ამ პერიოდში თქვენი მიზანია ბავშვს შესთავაზოთ მყარი საკვები დღეში სამჯერ, ხელოვნურ კვებასთან ერთად, რომელიც განაწილებულია ოთხ ან მეტ ულუფაზე დღის განმავლობაში.
განაგრძეთ წყლის შეთავაზება ღია ან საწრუპიანი ჭიქით ჭამის დროს, ჭიქების სახეობების მონაცვლეობით. ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ მცირე რაოდენობის ძროხის რძე გემოსთან ადაპტაციისთვის. 

მყარი კვება, ხელოვნური კვება, ბავშვი, კვება, ძუძუთი კვება, პროდუქტები, რეცეპტები,

12-დან 15 თვემდე

მყარი საკვები ამ ასაკში კვების ძირითად წყაროდ იქცევა და უმჯობესია ბავშვს ის მიაწოდოთ ხელოვნური საკვების შეთავაზემადე. მიზანია, 15 თვის ასაკისთვის ბოთლით კვება სრულიად შეწყდეს. თუ გსურთ გააგრძელოთ რძის შეთავაზება, შეგიძლიათ ბავშს მიაწოდოთ ის ფინჯანში მაგიდასთან კვების დროს.

ხელოვნური საკვები უნდა შეიზღუდოს 473 მილილიტრამდე დღეში. თუმცა, თუ პატარა დღეში სამჯერ ენთუზიაზმით მიირთმევს მყარ საკვებს, მაგრამ კვლავ ითხოვს ხელოვნურ საკვებს, ეს სრულიად დასაშვებია.

16 დან 24 თვემდე

ბავშვმა უნდა განაგრძოს სამჯერადი კვება და ამას სასურველია დაემატოს დღეში ერთხელ ან ორჯერ წახემსება კვებებს შორის. ხელოვნური საკვები ბავშვს შესთავაზეთ მხოლოდ ფინჯანში მყარ საკვებთან ერთად და არა როგორც დამოუკიდებელი კვება (დღეში არა უმეტეს 470 მლ)
თუ თქვენი შვილი ამ ასაკში ჯერ კიდევ ბოთლით იკვებება ან არ ავლენს ინტერესს მყარი საკვების მიმართ, დამხმარებისთვის მიმართეთ პედიატრს. 
 

წყარო: solidstarts.com