პირველი 3 წელი არის ის პერიოდი, როცა ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას ეყრება საფუძველი. როგორც შევუწყობთ ხელს ამ დროის განმავლობაში მის განვითარებას, ისეთი იქნება ძირითადად მთელი ცხოვრება, მისი ფსიქიკური თუ ფიზიკური მდომარეობა.
ყველა დედას უჩნდება კითხვა, როგორ შეადგინონ ბავშვის სწორი კვების რაციონი. რა თქმა უნდა, არავინ დაობს იმაზე, რომ ძუძუთი კვება უალტერნატივოა, მაგრამ ყველა ქალს გარკვეული მიზეზების გამო არ აქვს შესაძლებლობა და გარემო პირობები არ უწყობს ხელს, ბავშვი გამოკვებოს დედის რძით. ასევე, როდესაც ბავშვი გადადის მყარ საკვების მიღებაზე მშობელი იწყებს სანდო პროდუქტის ძებნას, სწორედ აქ იჩენს თავს საკვების სწორად შერჩევის საკითხი. მაღაზიებსა და აფთიაქებში ბავშვის ათასგვარი საკვები იყიდება, მაგრამ საუკეთესო მათ შორის ორგანული პროდუქტებია.
რას ნიშნავს ბიო-ორგანული პროდუქტი?
ორგანული მიწათმოქმედების ნაყოფი შეიცავს ნაკლებ წყალს, აქვს უკეთესი გემო და არომატი, ხოლო ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა მასში გაცილებით მეტია. გასაკვირი არ არის, რომ მიუხედავად სიძვირისა, ასეთი პროდუქტის პოპულარობა იზრდება და მოთხოვნა მასზე უფრო და უფრო იმატებს. თუ ზრდასრული მოსახლეობისთვის ორგანული საკვების შეძენა გემოვნებისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნიშანია, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ეს აუცილებლობას წარმოადგენს. ადრეული ბავშვობის ასაკი - ეს აქტიური ზრდის პერიოდია, როდესაც საფუძველი ეყრება ჯანმრთელობას. ორგანიზმი საკვებიდან აქტიურად არჩევს როგორც სასარგებლო, ასევე მავნე ნივთიერებებსაც; უმნიშვნელო ოდენობის მავნე მინარევსაც კი შეუძლია, ბავშვის განვითარებას ხელი შეუშალოს, სწავლის უნარი დაუქვეითოს, ალერგიული რეაქციებისადმი განწყობა გამოიწვიოს, გაზარდოს დაავადების რისკი. ამიტომაც სწორად იქცევა მშობელი, რომელიც თავისი შვილისთვის ორგანულ საკვებს ირჩევს.
მისი ამოცნობა რთული არ არის. ასეთი საკვების მწარმოებლები ეტიკეტზე სპეციალურ სიმბოლოებს გამოსახავენ. ამ სიმბოლოებით აღნიშნული პროდუქტი ელიტურ კლასს მიეკუთვნება. ასე რომ, ყურადღებით შეისწავლეთ ნაწარმის ეტიკეტი. ორგანული შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელსაც აქვს ოფიციალური სერტიფიკატი. ასეთი პროდუქტების მწარმოებელ ქარხნებს ყველა ინგრედიენტი მიეწოდება შემოწმებული ორგანული ფერმებიდან, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა რაიონებშია განლაგებული.
როდესაც ვარჩევთ ბავშვთა ბიო-ორგანულ კვებას, ყურადღება უნდა მივაქციოთ მწარმოებელ ქვეყანას. სასურველია მწაროებელი ქვეყანა პროდუქტს აწარმოებდეს ევროპაში, რადგან მათი ნიადაგი იძლევა საშუალებას, მიიღონ ბიო-ორგანული პრიდუქტი. ასეთ ხარისხიან და სანდო ბრენდად ითვლება შვეიცარიული ბავშვთა კვების ბრენდი Holle, რომელიც უკვე საქართველოს ბაზარზეა. 85 წელზე მეტია შვეიცარიული კომპანია ჰოლე აწარმოებს საუკეთესო ხარისხის ბიო-ორგანულ ბავშვთა საკვებს. „Holle-ს პროდუქტი იქმნება კლიმატურად ნეიტრალური გზით, ფერმერიდან გაყიდვის პუნქტამდე და ფლობს “CO₂ ნეიტრალურ” სერტიფიცირებას. ამასთან, არის ბავშვთა საკვების პირველი Demeter მწარმოებელი, რომელიც ბიოდინამიკური ფერმერობის სავაჭრო ნიშანია და მისი გამოყენება მხოლოდ მკაცრად შემოწმებულ პარტნიორებს შეუძლიათ. ის ერთადერთი ორგანული მეურნეობის ასოციაციაა, რომელიც აწესებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის სავალდებულო მოთხოვნებს მეცხოველეობაზე. Demeter არის უძველესი ეკო-ეტიკეტი და ექვემდებარება ყველაზე მკაცრ სახელმძღვანელო მითითებებს. თითოეულ ამ მითითებას Holle უპირობოდ ასრულებს, რაც უზრუნველყოფს კიდეც მისი პროდუქციის უმაღლეს ხარისხს“.
ჰოლეს აქვს ფერმები შვეიცარიაში, ავსტრიაში, იტალიაში და გერმანიაში, სადაც ნიადაგი აძლევთ საშუალებას, რომ დაამზადონ უმაღლესი ხარისხის ბიო-ორგანული პროდუქტი. ეს არის გარანტია სუფთა და ნატურალური რძის. ჰოლეს ესმის, რომ ჩვილის საკვები მოითხოვს მკაცრ წარმოებას და ხარისხის კონტროლს. სწორედ ამიტომ Holle მოწოდებულია მიაწოდოს თავის მომხმარებლებს ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი დონეები.
ჰოლეს ორგანული მარცვლეულის ფაფები მზადდება მთლიანი მარცვლისგან, ამიტომ იგი ინარჩუნებს მინერალებს, ვიტამინებს და ბოჭკოებს. ჰოლეს პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ ქიმიკატებს, კონსერვანტებს, არომატებს, შაქრის დანამატებს.
ბავშვთა კვების წარმოება დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს უმაღლესი ხარისხის და მაქსიმალურად უსაფრთხო პროდუქტის შექმნას. ზუსტად ამას ელოდებიან მომხმარებლები ჩვენგან. ჯანსაღი ნედლეულითა და ინგრედიენტებით, ყოველგვარი გენეტიკური მოდიფიკაციის, დანამატების გარეშე შექმნილი პროდუქციით თუ უმაღლესი ხარისხის გარანტიით, ვცდილობთ, ბოლომდე გავამართლოთ ეს მოლოდინები.
ბრენდის საკვები პროდუქტები თბილისში უკვე იყიდება. HOLLE BABY BAR-ის მაღაზია ჭავჭავაძის #34-ში მდებარეობს (პიქსელის სავაჭრო ცენტრი), სადაც წარმოდგენილია სრული ასორტიმენტი:
• რძის ფორმულები
• მარცვლეულის ფაფები
• წასახემსებლები
• ქილის პიურეები
• ხილის და ბოსტნეულის ტომსიკები
• გვირილის ჩაი
23-27 ნოემბერს HOLLE BABY BAR-ის მაღაზიაში ჭავჭავაძის #34-ში, შეგიძლიათ ისარგებლოთ 30% იანი ფასდაკლებით!