ჯანსაღი სტარტი თქვენი პატარებისთვის-როგორ შევარჩიოთ პირველი დამატებითი საკვები

07-12-2024

თქვენი პატარა დამატებით კვებას იწყებს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აქტიურად ეძებთ ყველაზე უსაფრთხო, ნატურალურ და ბიო პროდუქციას. 
babybio,ბეიბიბიო,

რას ნიშნავს ბიო პროდუქცია?

ბიო, ანუ ბიოლოგიურად სუფთა საკვები ნიშნავს ისეთ საკვებს, რომელიც მოყვანილია ნატურალური, ორგანული მეთოდებით, ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების გარეშე, რომლებიც, სამწუხაროდ, ასე მრავლად არის გარშემო. ბიო საკვები ეყრდნობა ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროცესებს და არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს. ბიო საკვების წარმოებისას იყენებენ მხოლოდ ბუნებრივ სასუქებს და ორგანულ მეთოდებს. საკვების მიღებისა და დამზადების პროცესი კი გადის საკმაოდ მკაცრ კონტროლს. ამგვარი საკვების წარმოების მიზანია გარემოს დაცვა,  ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სურსათის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

babybio,ბეიბიბიო,
როგორ ყალიბდება ბავშვის გემოვნური თვისებები?

ბავშვის გემოვნური თვისებები ყალიბდება ჩვილობის ასაკიდანვე.   მისი განვითარება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია კვების მრავალფეროვნებაზე, პოზიტიურ გამოცდილებაზე და სწორად შერჩეულ საკვებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე, როცა პატარა დამატებით კვებაზე გადადის. 
რაც უფრო მრავალფეროვანია ბავშვისთვის გემოვნური გამოცდილებები, მით უფრო დიდი შანსია, რომ ის მომავალშიც მიიღებს ჯანსაღ საკვებს და დააგემოვნებს სხვადასხვა პროდუქტს, ჩამოუყალიბდება ჯანსაღად და სწორად კვების ჩვევები და მიეჩვევა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. 
საკვები პროდუქტების შერჩევისას და კერძის მომზადებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორები. 

babybio,ბეიბიბიო,

Babybio, ბავშვთა კვების ბრენდი საფრანგეთიდან - საუკეთესო არჩევანია თქვენი პატარას ჯანსაღი სტარტისთვის. 


BabyBio არის ფრანგული ბრენდი, რომელიც ბავშვთა ბიოლოგიურად სუფთა და ორგანულ საკვებს აწარმოებს. ის დაარსდა 1996 წელს და დღემდე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საკვების ინდუსტრიაში. BabyBio-მ სახელი დაიმკვიდრა როგორც ბრენდმა, რომელიც აწარმოებს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ პროდუქტებს. რაც მთავარია, ბრენდს აქვს საკვების პროდუქტების, ადაპტირებული ნარევების, ფაფების, პიურეების, ხილებისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი არჩევანი.
Babybio-ს პროდუქცია მზადდება ორთქლზე.

babybio,ბეიბიბიო,

ორთქლზე მოხარშული საკვები სასარგებლოა, რადგან ეს მომზადების ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი მეთოდია. ორთქლზე მოხარშვისას საკვებს არ ეხება წყალი, რაც ხელს უწყობს წყალში ხსნადი ვიტამინების (მაგალითად, ვიტამინი C და B ჯგუფის ვიტამინები) და მინერალების შენარჩუნებას. წყალში მოხარშვის დროს ეს ნივთიერებები შესაძლოა დაიკარგოს. ორთქლზე მოხარშვისას საკვები თანაბრად თბება და ნაკლებად ექვემდებარება მაღალ ტემპერატურას, რაც ეხმარება ნივთიერებების შენარჩუნებას. ამასთან, საკვები არ იწვება და არ იხსნება ზედმეტი ცხიმი. ორთქლზე მომზადება ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია, რათა შენარჩუნდეს საკვების სასარგებლო თვისებები და იყოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ეს მეთოდი ხელს უწყობს საკვებში ბუნებრივი გემოს და კვებითი ნივთიერებების შენარჩუნებას.
 

თუ თქვენი პატარა უკვე იწყებს მყარ კვებას, შეგიძლიათ თამამად შესთავაზოთ მას ბეიბიბიოს ბოსტნეულის პიურეები, შემდეგ უკვე - ფაფები, იოგურტები და დარწმუნებული იყოთ, რომ პატარას უსაფრთხო, ჯანსაღ და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხიან საკვებს აწვდით.