როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული ბავშვის გაჩენის შემდეგ

14-10-2021

სტატისტიკის მიხედვით ქალების 67% ბავშვის გაჩენის შემდეგ საკუთარი ქორწინებით უკმაყოფილოა.  შესაძლოა ბავშვის გაჩენის შემდეგ მოსიყვარულე წყვილად დარჩენა? შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. 

მოუყევით ქმარს, როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ, რამ გაგახარათ დღის განმავლობაში, რამ შეგაშფოთათ თუ დაგამწუხრათ,  რაზე ფიქრობდით, რაზე მსჯელობდით.  გულწრფელად დაინტერესდით, როგორ ჩაიარა მისმა დღემ. როდესაც ცოლ-ქმრის ცხოვრება განსხვავებული ხდება, ძალიან მარტივია პარალელური ცხოვრების დაწყება.  წყვილს შორის ეტაპობრივი სინქრონიზაცია აუცილებელია. ფიქობთ, რომ მოსაწყენი დღე გქონდათ და მოსაყოლი არაფერია? გეჩვენებათ, კარგად დაფიქრდით და ნახავთ, რომ ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი. 
ნუ დაიგროვებთ წყენას, ნუ ივლით მუდმივად შეწუხებული და დამწუხრებული სახით. ეს თქვენს ქმარს გაუჩენს არა თქვენთან ურთიერთობის სურვილს, არამედ ნოუთბუქში ჩამალვის.  უკმაყოფილო სახით სიარულის ნაცვლად უმჯობესია ქმარს დახმარება პირდაპირ სთხოვოთ. 
ეცადეთ რაც შეიძლება ხშირად დატოვოთ ბავშვი მეუღლესთან ერთად. თავად წადით სასეირნოდ, მეგობრებთან ერთად საღამოს გასატარებლად, მაშინაც კი, თუ სახლი დასალაგებელია და ბავშვმა შეიძლება ის არ მიირთვას, რასაც თქვენ მოუმზადებთ. დაგვერწმუნეთ, ეს ძალიან სასარგებლოა როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ქმრისთვის და ბავშვისთვისაც. 
ნუ დაუშვებთ შეცდომას და ნუ გეგონებათ, რომ ქმარი გითანაგრძნობთ და გაიგებს, როგორ იღლებით მთელი დღის განმავლობაში. თქვენი ქმარი ცხოვრობს საკუთარ ფსიქოლოგიურ რეალობაში და არა თქვენსაში, ზუსტად ისე, როგორც თქვენ თქვენსაში და ვერ იგებთ მის რეალობას. შეიძლება ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ნორმალურია. შეამოწმეთ საკუთარი თავი, „ახლა მე ველოდები მისგან თანაგრძნობასა და დახმარებას, საინტერესოა, იცის კი მან ამის შესახებ, თუ მე მგონია, რომ ეს ისედაც ცხადზე ცხადია?“ 
ეცადეთ დარჩეთ ქმართან ერთად ერთ ბანაკში. ხშირად ხდება, რომ ქალები იწყებენ დაყოფას - მე და ბავშვი და ქმარი.  ამ დროს ქმარი თავს გარიყულად გრძნობს. 
ამას ჯობს დაყოთ ასე, მე და ქმარი - მშობლები, წყვილი და ბავშვი. როდესაც ბავშვი წამოიზრდება, სთხოვეთ არ შეგიშალოთ ხელი, როდესაც მეუღლეს ესაუბრებით. შესაძლოა ამის გამეორება ძალიან ბევრჯერ მოგიწიოთ, მაგრამ, დაგვერწმუნეთ, თქვენს ქმარს ნამდვილად ესიამოვნება, როდესაც იგრძნობს, რამდენად მნიშვნელოვანია ისიც თქვენთვის. როდესაც ასე არ ხდება ოჯახი, ხდება ნომინალური. 

 

სიმღერა განწყობისთვის :)