ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურში დაბრუნება სერიოზული გამოწვევაა, რომლის გადატანა თქვენ და თქვენს პატარას მოგიწევთ. გარდა ფიზიკური ცვლილებებისა, რომელიც თქვენმა სხეულმა განიცადა ორსულობის დროს და მის შემდეგ, თქვენ ასევე განიცდით ახალ ემოციებს, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურში დაბრუნებასთან. შმოგთავაზებთ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვთან პირველად განშორების დროს, რათა ეს პროცესი თქვენთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს.
როგორ მოაგვაროთ ძუძუთი კვების პრობლემა ან როგორ გააგრძელოთ ეს პროცესი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ - ეს ის კითხვებია, რომელიც ალბათ ყველა ახალნამშობიარებ დედას აწუხებს.
ემოციური მდგომარეობის დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებისას
მოდით გადავხედოთ იმ ემოციურ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება განიცადოს დედამ სამსახურში დაბრუნების შემდეგ. გარდა უძილობის, ფიზიკური გადაღლისა და ბავშვთან დაშორების შედეგად გამოწვეული სტრესისა, დაგჭირდებათ სტატუსის ცვლილებასთან შეგუება, ახლა ორმაგი დატვირთვა და პასუხისმგებლობა გექნებათ. თუმცა, მცირე მომზადებისა და საჭირო დახმარების წყალობით, თქვენ მალე შეძლებთ ბალანსის შენარჩუნებას სამსახურს და ბავშვის მოვლას შორის.
რამდენიმე ვიზუალური ცვლილება და ფსიქოლოგიური ადაპტაციის მაგალითი, რომელსაც შეგიძლიათ მიჰყვეთ დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნების პირველ დღეს:
სამსახურში გასვლამდე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იპოვნოთ ადამიანი, რომელსაც ანდობთ თქვენს შვილს. ასეთი ადამიანის აღმოჩენა სამსახურში დაბრუნების პროცესს გაგიადვილებთ.
თუ ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურში დაბრუნება და ოფისში რძის გამოწველის საკითხი გაწუხებთ, დარწმუნებული იყავით, რომ კანონი თქვენს მხარესაა. დედას, რომელიც სამსახურში ბრუნდება და აგრძელებს ძუძუთი კვებას, უფლება აქვს სამუშაო დღის განმავლობაში გამოიწველოს რძე და ამისთვის დამატებითი ნახევარსაათიანი შესვენება ეკუთვნის ყოველ სამ საათში. დამსაქმებელმა ასევე უნდა გამოგიყოთ ოთახი, (არა საპირფარეშო), რათა რძის გამოწველა კონფიდენციალურად შეძლოთ უსაფრთხო გარემოში. სამსახურში დაბრუნებამდე, ეს ყველაფერი კარგად გაარკვიეთ და გადაამოწმეთ.
კომუნიკაცია არის თქვენი სიმშვიდის გასაღები სამსახურში გასვლამდე, ეს საშუალებას მისცემს დამსაქმებელს მზად იყოს ყველა ცვლილებისთვის
უთხარით თქვენს ექიმს, ახლობლებს და ოჯახის წევრებს, რომ აპირებთ მუშაობას. როდესაც ისინი საქმის კურსში იქნებიან საჭიროების შემთხვევაში მათი მხარდაჭერის იმედიც გექნებათ. ეფექტური კომუნიკაცია და ნდობა, მზრუნველი ურთიერთობები მნიშვნელოვანია დედობის ნებისმიერ ეტაპზე.
სანამ დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნდებით, შეადგინეთ გამოწველის განრიგი. განსაზღვრეთ გამოწურვის სიხშირე და მეთოდი.
რა უნდა იცოდეთ გამოწველის შესახებ?
ზოგადად, გამოწველის რაოდენობა უნდა იყოს კვების რაოდენობის ტოლი. პირველ თვეებში ეს რიცხვი მერყეობს 8-დან 12-მდე დღეში. ეს ინდივიდუალურია. გამოწველას დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება. თქვენი ბავშვის ფოტოების ან ვიდეოების ყურება გამოწველის დროს დაგეხმარებათ გამოწველის პროცესში.
თუ ორმაგ ელექტრო გამომწველს იყიდით ეს დაგეხმარებათ მეტი რძის ნაკლებ დროში მიღებაში, ეს გამოსაწველი მარტივი გამოსაყენებელია და საშუალებას მოგცემთ სწრაფად და ეფექტურად გამოწუროთ რძე სახლში ან სამსახურში.
სამსახურში გასვლამდე ეცადეთ ბავშვი მიაჩვიოთ ბოთლიდან ჭამას. ეს გაუმარტივებს მას თქვენთან განშორების გადატანას.
ერთი თვიდან შეგიძლიათ ბავშვს რძე ბოთლით მისცეთ.
ასევე ეფექტურია მკერდის დამცავის გამოყენება ძუძუთი კვებისა და ბოთლით კვების მონაცვლეობისას, რაც ეხმარება ბავშვს დედის მკერდიდან ბოთლზე გადასვლაში და პირიქით. ეს ულტრა თხელი პეპლის ფორმის ბალიშები საშუალებას აძლევს ბავშვს ჰქონდეს მკერდთან კონტაქტი კვების დროს.
იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ იმ ახალ ემოციებთან გამკლავებაში, რომელიც თქვენთვისაც და თქვენი შვილისთვისაც ახალია, თუმცა ეს პროცესი გარდაუვალია და ადრე თუ გვიან, ყველა დედას მოუწევს მისი გადატანა.