10 მარტივი იდეა, როგორ გავართოთ ბავშვი,სათამაშოების გარეშე

21-01-2024

არდადეგები, შაბათ-კვირა შესანიშნავი მიზეზია სტუმრობისთვის. მაგრამ რა მოხდება, თუ  შვილს თან წაიყვანთ და თქვენს მეგობრებს არ აქვთ ბავშვის სათამაშოები, რომლითაც მას გართობა შეეძლება? ტრანსპორტში, კლინიკაში, წვეულებაზე - მშობელს ყველგან უწევს  ბავშვისთვის საინტერესო აქტივობების მოფიქრება, რათა ის ტელეფონს არ მიეჯაჭვოს. სწორედ ამ შემთხვევაში გვჭირდება  გამოცდილი იდეები.

სიტყვებით თამაში

თუ თქვენი შვილი სკოლამდელი ასაკის არის და მდიდარი ლექსიკა აქვს, შეგიძლიათ ითამაშოთ თამაში "ქალაქობანას" ვერსია. რა თქმა უნდა, ქალაქების სახელები ამ ასაკის ბავშვს არ ეცოდინება,  მაგრამ შეცვალეთ ისინი რაიმე საკვებით. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პროდუქტი ან კერძი, რომელიც იწყება მითითებული ასოებით. ნახევარი საათის განმავლობაში ბავშვის გართობა გარანტირებულია.

ბობსლეი

ეს აქტივობა დააინტერესებს როგორც ორი, ისე შვიდი წლის ბავშვს. თუ სახლში გაქვთ კომფორტული სკამი გლუვი ზედაპირით, სქელი ყუთი ან ყუთი ბორბლებზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი ბავშვის სასეირნოდ.  ამისათვის საჭიროა ტაბურეტი ამოატრიალოთ.  რა თქმა უნდა, შვიდი წლის ბავშვის გასეირნება უფრო რთულია, რადგან ის 20 კილოგრამზე მეტს იწონის. მაგრამ ეს საუკეთესო გართობაა ბავშვებისთვის, მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში თქვნი ბავშვი კარგად გაერთობა.

თამაში,
 
ჩრდილების თეატრი

ეს თამაში ალბათ ასობით წლისაა, თუმცა ყველა ბავშვს მოსწონს ცხოველთა ფიგურების კედელზე დანახვა. უბრალოდ ჩართეთ მაგიდის სანათი, მიანათეთ კედელს და აჩვენეთ თქვენს პატარას, როგორ გააკეთოს მგელი, კურდღელი, გედი და სხვა ცხოველები საკუთარი  ხელებით. სანათი არ გაქვთ? შეგიძლიათ მოიფიქროთ განსხვავებული თამაში თქვენი ხელებით. ცერა თითი და დანარჩენი ოთხი თითი ისე განათავსეთ, თითქოს მხეცის პირი იყოს. წარმოიდგინეთ, რომ ცხოველი თქვენი შვილის კბენას ცდილობს. დაე, მან გაიმეოროს, ასე გააკეთეთ რიგ-რიგობით.  ჩაატარეთ შეჯიბრი, ვინ ვის „დაკბენს“. ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ საჩვენებელი და შუა თითებით, თითქოს ისინი ადამიანის ფეხები იყოს. შექმენით მხიარული ცეკვა. სთხოვეთ ბავშვს  გაიმეოროს. აქტივობა მას 20 წუთის განმავლობაში მაინც დააკავებს. 

თამაში,

დამალობანა

აირჩიეთ ნივთი, რომელსაც დამალავთ. სანამ ბავშვი მალავს ამ საგანს, დათვალეთ ოცამდე. შემდეგ, როცა მოძებნით ამ ნივთს, თქვენი შვილი მიგითითებთ სიტყვებით „ცივი“ ან „ცხელი“. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მითითება, რომელ ოთახში უნდა დამალოთ ნივთი. 

დავამზადოთ ქაღალდისგან

რა თქმა უნდა, ყველას სახლში არის თეთრი ფურცლები და კალამი/ფანქარი. ქაღალდისგან ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. 
შეგიძლიათ ხელისგულებით ქაღალდზე სხვადასხვა ცხოველი გამოსახოთ. მიიღებთ სხვადასხვა ცხოველის კონტურს, რომელსაც შემდეგ დაასრულებთ თქვენი გემოვნებით. ეს ძალიან  კარგი გასართობია 4-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის. 
 
საპნის ბუშტების შოუ

თავიდანვე გვინდა  გაგაფრთხილოთ:  ამის გაკეთება აბაზანაში ჯობს. ბავშვებს ძალიან უყვართ საპნის ბუშტები. გააკეთეთ საპნის ხსნარი: ჩაასხით 100 მლ ჭურჭლის თხევადი  საპონი კონტეინერში, განაზავეთ 40 მლ წყალში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი. კარგად  აურიეთ. აიღეთ სხვადასხვა სისქის კოქტეილის საწრუპი ჯოხები და ამოჭერით ის ნაწილი, რომელიც იხრება. ჩაალაგეთ მილები საპნის ხსნარში და გაბერეთ ბუშტები. თუ სწრაფად შეუბერავთ, მიიღებთ ბევრ პატარა ბუშტს, თუ ნელა შეუბერავთ - მიიღებთ ერთ დიდ ბუშტს. 

თამაში,

დადეთ ფსონები!

ამ თამაშის თამაში შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას: საზოგადოებრივ ადგილას, ტრანსპორტში ან წვეულებაზე. ფანჯრიდან გაიხედეთ და დადეთ ფსონები, რომელი მანქანა გაივლის ახლა - მმსუბუქი, სატვირთო თუ ავტობუსი. ასევე შეგიძლიათ  გამოიცნოთ მანქანის ფერი. 

გაუცინარი დედოფალი

ერთ-ერთი მოთამაშე სერიოზულ სახეს იღებს,  მეორე კი მის გაცინებას ცდილობს, თუმცა მოღუტუნება არ შეიძლება.  რამდენი დრო სჭირდება ადამიანის გაღიმებას?