როგორ მოქმედებს დაბადების საათი ბავშვის ბედზე - ნუმეროლოგის ახსნა-განმარტება

09-05-2023

ნახეთ თქვენი დაბადების საათი და შეამოწმეთ თქვენი ხასიათის სუსტი და ძლიერი მხარეები. დაბადების საათი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ერთსა და იმავე დღეს, თუმცა რამდენიმე საათის სხვაობით დაბადებული ადამიანები აბსოლუტურად სხვადასხვა ხასიათის არიან. ადამიანის ბუნებაზე გავლენას ახდენს ის ფაქტორი, თუ რომელი პლანეტა დომინირებს მისი დაბადებიდან მომდევნო ორ საათში. თუ თქვენ იცით ეს დრო, შეგიძლიათ უკეთ გაიგოთ საკუთარი თავი, პოტენციალი, სუსტი და ძლიერი მხარეები.

ღამე
00:00 – 2:00
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით, ადვილად და სიამოვნებით  იღებენ ახალ-ახალ ინფორმაციას. არიან აქტიურები, ერუდირებულები, კარგი იუმორის გრძნობით, მათთვის მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა – ეს ააქტიურებს მათ შესაძლებლობებს. ამ პერიოდში დაბადებულები  ჩვეულებრივ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან ხოლმე. 

2:00 – 4:00
არიან ძალიან  შრომისუნარიანი ადამიანები.  აფასებენ კომფორტს და იციან რა უნდა გაკეთდეს ამისთვის, პირადი კეთილდღეობა მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს ძალიან აქვთ განვითარებული მესაკუთრეობის გრძნობა.

დილა
4:00 – 6:00
ბუნებით ლიდერები არიან, მმართველობა და მმართველობის სურვილი მათ სისხლში აქვთ გამჯდარი. ასეთი ადამიანების შეზღუდვა  არ ღირს, მათი მთავარი პირობა მოქმედების თავისუფლებაა. "მოვედი - დავინახე - გავიმარჯვე" - ეს ყველაფერი მათზეა. ისინი თავდაჯერებულები, ამაყები, ამბიციურები არიან. დავალებების შესრულებას არავის ანდობენ, მხოლოდ საკუთარი ძალების სჯერათ.

6:00 – 8:00
მარტოობა ამ პერიოდში დაბადებულთა საყვარელი მდგომარეობაა. ისინი ჩაკეტილები არიან სხვებისგან. ასეთი ადამიანებისთვის რეალობა საშიში ცნებაა.  ისინი დაჯილდოებულნი არიან კარგი ინტუიციით და კარგად  გრძნობენ ადამიანურ ბუნებას. არიან ზედმეტად თავგანწირულები.

8:00 – 10:00
მომხიბვლელი და ადვილად დასათანხმებელი ადამიანები არიან. ჰუმანიზმს და სამართლიანობას ძალიან აფასებენ. ხშირად ეხმარებიან სუსტ და გაჭირვებულ ადამიანებს. ასეთ ადამიანებს უზიარებენ სხვები საიდუმლოებებს, ენდობიან მათ. მათთან ურთიერთობისას სხვა ადამიანები  თავს მნიშვნელოვნად, საჭიროდ, თვლიან. 

დაბადების საათი,

10:00 – 12:00
არიან პრინციპულები, მტკიცენი, აწესებენ რკინის დისციპლინას. მათი ყველა ქმედება წინასწარ არის  დაგეგმილი, სპონტანურობა მათ არ ახასიათებთ.  ემოციურად თავშეკავებული და ძლიერი ნებისყოფის არიან.  მათი გაკვირვება ძნელია,  ყოველთვის შეუძლიათ  დასაბუთებული და დიპლომატიური უარის თქმას. როგორც წესი,  კარგად ერკვევიან  პოლიტიკაში და ბიზნესში.

დღე
12:00 – 14:00
უყვართ აქტიურობა და ახალი შთაბეჭდილებების, ცოდნის მიღება, ახალი პროფესიების განვითარება მათი ინტერესის სფეროა. არიან  დინამიურები, არ ახასიათებთ  კონსერვატიზმი, უყვართ აღმოჩენები,  ჩარჩოები და შეზღუდვები მათთვის მიუღებელია.

14:00 – 16:00
 "რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს" - მათი   დევიზია. ძალიან  მდგრადები არიან სირთულეების მიმართ, არიან ჯიუტები და მიზანსწრაფულები, ასევე ხანდახან ზედმეტად თავდაჯერებულები, რაც ზოგჯერ შეცდომების დაშვების მიზეზი ხდება ხოლმე. 

16:00 – 18:00
მოქნილი, ტაქტიანი ადამიანები არიან, აქვთ კომუნიკაციის კარგი უნარი. მათი მთავარი მიზანი მეორე ნახევრის პოვნაა, რაც ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამო ზოგიერთ შემთხვევაში წარუმატებლად მთავრდება.

საღამო
18:00 – 20:00
ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანები არიან, რომლებმაც იციან, როგორ გამოვიდნენ ჩიხიდან და გამოუვალი სიტუაციებიდან. არიან  კატეგორიულები და რისკიანები,  ხშირად სხვის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებენ, რაც არცთუ დადებითად  მოქმედებს მათ  საქმიან თუ მეგობრულ ურთიერთობებზე.

20:00 – 22:00
აქტიური ცხოვრების მიმდევრებმა იციან, როგორც  დატკბნენ ცხოვრებით. უყვართ ყურადღება, არ ერიდებიან მოვლენების ცენტრში ყოფნას და აქვთ შემოქმედებითი ხასიათი. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ხშირად გვხვდებიან  თეატრში, ხელოვნებასა და სცენაზე. არიან ძალიან კომუნიკაბელურები.  

22:00 – 24:00
მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია, როგორც წესი, ემოციურად და მკვეთრად რეაგირებენ შინაგანი სიმშვიდის დარღვევის მცდელობაზე. სწორდ შინაგან მდგომარეობაზე ფოკუსირება აფერხებს მათ განვითარებას და კომუნიკაციის უნარებს. არიან ნელები და შესაბამისად, სასურველ შედეგსაც შედარებით გვიან აღწევენ.