როგორ გავაღვიძოთ სკოლის მოსწავლე დილით - ეფექტური ხერხები ფსიქოლოგისგან

15-09-2022

თქვენს შვილსაც უჭირს დილით ადრე გაღვიძება? 

ერთადერთი გზა, დილას მშვიდობიანად მოამზადოთ  ბავშვი სკოლისთვის, არის ის, რომ ყველაფერი საღამოს დაგეგმოთ და მოაწესრიგოთ.

გამოფხიზლებისთვის საღამოდან ვემზადებით

სასწავლო დღისთვის და ადრე გაღვიძებისთვის მომზადება სამი ფაზისგან შედგება: მომზადება, ადგომის დროის განსაზღვრა და დროულად დაძინება.
თავადაც ისწავლეთ და ბავშვსაც ასწავლეთ მეორე დღისთვის საღამოდან მომზადება. რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ სკოლაში წასასვლელად, იქნება ეს ჩანთის ჩალაგება, ტანსაცმელი თუ კიდევ სხვა რამ, საღამოს უკვე მზად უნდა გქონდეთ. ასევე ზუსტად უნდა იცოდეთ, რა გექნებათ საუზმედ და პროდუქტებიც მომზადებული უნდა დატოვოთ.ეს ყოველივე თქვენი ოჯახის რიტუალი უნდა იყოს. 

დილით ადრე ადგომა, დილით ადრე გაღვიძება,

 

რა საჭიროა საღამოს მომზადება?

ასე უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ მეორე დღეს ბავშვს სახლში არაფერი დარჩება, ჩანთაში ყველა საჭირო ნივთი ედება. არც მშობელი ინერვიულებს იმის გამო, თუ რა ჩააცვას ბავშვს. ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომელ საათზე უნდა გაიღვიძოს ყოველ დილით, რომ სკოლაში არ დააგვიანოს. 
იმისათვის, რომ ბავშვს დილით ადგომა არ გაუჭირდეს, მნიშვნელოვანია დროულად დაწვეს დასაძინებლად. აუცილებლად უნდა მოასწროს კარგად გამოძინება. 
შემოიღეთ წესი: არანაირი ტელეფონი, კომპიუტერი, პლანშეტი გარკვეული დროის შემდეგ - მაგალითად, 7-8 საათის შემდეგ. ასეთი მიდგომა განაპირობებს ბავშვის დროულ, მშვიდ და ხარისხიან ძილს. 
ბავშვის დილით ადრე გაღვიძება მარტივი საქმე რომ არ არის, ყველამ კარგად ვიცით. მშობელმა უნდა მოიფიქროს რამე წესი, ისეთი, რომელიც მის შვილს ადრე ადგომას გაუხალისებს. ასაკის მატებასთან ერთად წესი შესაძლოა შეიცვალოს. ყველაზე ეფექტური ხერხი დილით ადრე ასადგომად გახლავთ: 

დილით ადრე ადგომა, დილით ადრე გაღვიძება,

  • საკუთარი მაგალითი

ძალიან მნიშვნელოვანია, როდის ადგებით თავად. თუ ბუზღუნებთ და ადგომა გეზარებათ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს შვილსაც იგივე რეაქცია ექნება. ეცადეთ გაიღვიძოთ და ადგეთ ბავშვზე ცოტა ხნით ადრე, რათა მოასწროთ მოწესრიგება. ეს დაეხმარება თქვენს შვილს გამოღვიძებაში, ის იფიქრებს, რომ მის  გარდა ყველამ გაიღვიძა.

  • ხელით გაღვიძება

სკოლამდელი ბავშვის გაღვიძება კიდევ უფრო რთულია. უნდა მოიფიქროთ რაიმე რიტუალი, რომლის საფუძველიც იქნება სითბო, სიყვარული და მოთმინება. 
შესაძლებელია ბავშვი გააღვიძოთ ჩახუტებით, მსუბუქი გამოსაფხიზლებელი მასაჟით, კოცნით და ა.შ., აიყვანოთ ხელში და ისე წამოაყენოთ საწოლიდან. 

  • სენსორული ჩართულობა

გასაღვიძებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღვიძარა, ნათურა, მუსიკა და ა.შ. ამას ვუმატებთ ჩვენს ხმას, ვახმოვანებთ, რომ უკვე გათენდა და დროა ყველა ადგეს და მოემზადოს ამა თუ იმ აქტივობისთვის. 

დილით ადრე ადგომა, დილით ადრე გაღვიძება,

  • მოტივაცია და სტიმული 

ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოტივაცია, თუ რატომ უნდა ადგეს დილით ადრე, რა უნდა გააკეთოს და რომ ამა თუ იმ მოქმედების შემდეგ აუცილებლად მიაღწევს მიზანს. 

  • ტექნოლოგიები

თანამედროვე ტექნოლოგიები ამ შემთხვევაში მშობლის ძალიან კარგი დამხმარეა. ეცადეთ შვილის გაჯეტი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, იქნება ეს მუსიკა, მაღვიძარა თუ სხვა აპი.