როგორ ვესაუბროთ ბავშვს შინაური ცხოველის გარდაცვალების შესახებ

05-09-2022

ბავშვებს, როგორც წესი, ძალიან უყვარდებათ ხოლმე შინაური ოთხფეხა მეგობრები და ოჯახის სრულუფლებიან წევრებად მიიჩნევენ. მაგრამ, სამწუხაროდ, დგება მომენტი, როდესაც საყვარელ ძაღლს, ფისოს, ზაზუნას, ჩიტს და ა.შ. უნდა გამოემშვიდობოს სამუდამოდ. ამის ახსნა მშობლისთვის ძალიან რთულია. აი, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს.

ცხოველი, ბავშვი, შინაური ცხოველი,

6 წლამდე ასაკის ბავშვები

მშობელს ინსტინქტურად უჩნდება სურვილი დაიცვას შვილი სტრესისგან, უსიამოვნო ინფორმაციისგან და იწყებს ტყუილის მოფიქრებას. სპეციალისტები კი გვირჩევენ, რომ უმჯობესია ბავშვს ყველაფერი პირდაპირ უთხრათ, ყოველგვარი აფორიზმებისა და შელამაზების გარეშე. როდესაც ბავშვს ეუბნებით სიტყვას „გარდაიცვალა“ ან „მოკვდა“, მას ნაკლებად აბნევთ და პირდაპირ აწვდით ინფორმაციას. ბავშვი მაშინ უფრო იბნევა და ნერვიულობს, როდესაც ეუბნებით, რომ მის საყვარელ ფისოს, მაგალითად, სძინავს და აღარ გაიღვიძებს ან შორს გაფრინდა და აღარ მოვა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტზე საუბრისას უნდა შეარჩიოთ სათანადო სიტყვები, გაითვალისწინოთ, რომ მეტაფორებისა და შედარებების გაგება ბავშვს უჭირს. 

ცხოველი, ბავშვი, შინაური ცხოველი,

7-10 წლამდე ასაკის ბავშვები

იმის თქმა ბავშვისთვის, რომ მისი საყვარელი ცხოველი აღარ არის და გარდაიცვალა, ნებისმიერ ასაკში ძალიან რთულია, თუმცა ზოგს ჰგონია, რომ მოზრდილ ასაკში ეს მარტივია. ასე არ არის, ამის აღქმა ნებისმიერ ასაკში მტკივნეულია. მზად იყავით, რომ ბავშვს ექნება ძალიან ბევრი შეკითხვა სიკვდილთან დაკავშირებით და თქვენ ამ შეკითხვებს უნდა უპასუხოთ. ეცადეთ ესაუბროთ სამწუხარო ფაქტზე და დაინტერესდეთ, როგორ გრძნობს ბავშვი თავს საყვარელი ცხოველის სიკვდილის შემდეგ. ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ცოტა უცნაური და არაადეკვატური რეაქციებიც კი და ეს ნორმალურია. აგრძნობინეთ, რომ ის მარტო არ არის თავის მწუხარებასთან ერთად, რომ მის გვერდით ხართ და მზად ხართ დაეხმაროთ. ბავშვს სჭირდება დრო და გარემო, რომ გამოხატოს საკუთარი ემოციები.

ცხოველი, ბავშვი, შინაური ცხოველი,

11 წლიდან და ზემოთ

ამ ასაკში მოზარდს უკვე გააჩნია საბაზისო ინფორმაცია სიკვდილთან დაკავშირებით, თუმცა ეს მდგომარეობას არ ამარტივებს, საყვარელი არსების სიკვდილი მისთვის  მტკივნეული და აუტანელი ფაქტი იქნება.  იყავით მოზარდთა გულახდილი, გამოხატეთ მზაობა უპასუხოთ მის ყველა შეკითხვას (არსებობის შემთხვევაში)ამ ასაკში გრძნობების გამოხატვა უჭირთ, გულახდილი საუბრები  ამ დროს ბევრად ეფექტური საშუალებაა მწუხარების შესამსუბუქებლად. საყვარელი ცხოველის სიკვდილი ოჯახისთვის მძიმე განსაცდელია, ამ დროს ეცადეთ ბავშვის მიმართ მეტი სითბო და ყურადღება გამოიჩინოთ, არ მისცეთ მარტო დიდხანს დარჩენის საშუალება სანამ ამ ტკივილს არ გადაიტანს.