როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სხვისი აზრის პატივისცემა

21-08-2022

გაგიზიარებთ 7 რჩევას, როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს სხვისი აზრის პატივისცემა

  1. აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში თუ მისი სურვილი ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ასრულდება.
  2. არ დასაჯოთ, აუხსენით მოქცევის წესები და ასწავლეთ დისციპლინის დაცვა არა დასჯის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ ისწავლოს.
  3. ასწავლეთ ბავშვს, როგორ უნდა სცეს პატივი სხვა ადამიანს, მის აზრს. მაშინაც კი, თუ ბავშვი შეცდომას უშვებს, იყავით მის მიმართ მომთმენი და ლმობიერი, არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს.
  4. უფროს ადამიანს უნდა შეეძლოს ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარება იმ შემთხვევაში, თუ ის მართალი არ არის და შეცდა. 
  5. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. არ ღირს ბავშვის ნებისმიერ შეცდომაზე განსაკუთრებული რეაქციის გამოვლენა. ბავშვმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ მისი ესა თუ ის საქციელი არ არის მისაღები. 
  6. მიეცით ბავშვს მაგალითი. არ შეიძლება სხვას მოსთხოვო პატივისცემა თუ თავად არ სცემ პატივს. პატივი ეცით საკუთარ შვილს როგორც პიროვნებას, ადამიანს, რომელსაც გააჩნია საკუთარი მოსაზრება ყველაფერთან დაკავშირებით.
  7. დაიმსახურეთ მისი პატივისცემა, ნუ მოსთხოვთ ამას მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მისი მშობელი ხართ. საკუთარი თავისადმი ჭეშმარიტი პატივისცემის მხოლოდ დამსახურება შეიძლება და არა მოთხოვნა. 

აღზრდა, განვითარება, პატივიცემა,