როგორ მოვიქცეთ როცა ბავშვი მავნებლობს

14-08-2022

როგორ მოვიქცეთ როცა ბავშვი მავნებლობს?

როდესაც ბავშვი ხშირად მავნებლობს, მშობლები ხშირად გამოჰყავს მდგომარეობიდან და დედ-მამა გაღიზიანებული, ხშირად მბრძანებლური ტონით ცდილობს ბავშვის დამორჩილებას. თუმცა ასეთ მიდგომას დადებითი და სასურველი შედეგი არ მოაქვს. ამ შემთხვევაში მშობლის ყველაზე ეფექტური იარაღი მოთმინება, მზრუნველობა და სიყვარულია.  

მავნე ბავშვი, მავნე, ცუდი ქცევა, აღზრდა,

რატომ მავნებლობენ ბავშვები?

ხშირ შემთხვევაში ბავშვი მავნებლობას იწყებს მაშინ, როდესაც ის აღარ არის აქტუალური, მთავარი. მაგალითად, თუ სტუმარი გესტუმრათ და ბავშვისთვის არ გცალიათ, ის მთავარი აღარ არის, ან სადმე წაიყვანეთ და ბავშვი უცხო ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ან თუ მას პატარა დაიკო ან ძამიკო ეყოლა. ამ დროს, მისი აზრით, ის ისეთი საინტერესო და აქტუალური აღარ არის.  ბავშვები განსხვავებულად მავნებლობენ. ზოგი ამას აშკარად, საჯაროდ და ყველას დასანახად აკეთებს, ზოგი კი ჩუმად, დაფარულად მოქმედებს და არასდროს აღიარებს ჩადენილს.

მავნე ბავშვი, მავნე, ცუდი ქცევა, აღზრდა,

რატომ აკეთებენ ამას?


ასე იპყრობენ მშობლების ყურადღებას. ცოტა ხნით მაინც, თუნდაც უარყოფით კონტექსტში, ისინი ყურადღების ცენტრში ექცევიან. ზოგიერთი ასე „სჯის“ მშობელს უყურადღებობის ან არშესრულებული რაიმე პირობის გამო.

ამ შემთხვევაში ყვირილი, იგნორი, მუქარა, დასჯა აბსოლუტურად უშედეგოა. 

მოეფერეთ, დაუყვავეთ, აღიჭურვეთ მოთმინებით და ესაუბრეთ, აუხსენით, რომ ის ისევე გიყვართ, როგორც ადრე და ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც აქამდე იყო. თუ უმცროსი დედმამიშვილი გაჩნდა, მაქსიმალურად ეცადეთ, უფროსს არ მოაკლოთ დრო და ყურადღება, მას ცალკე ესაუბრეთ, ცალკე დაუთმეთ თქვენი დრო. და ისიც ყოველთვის აგრძნობინეთ, რომ მისი ნებისმიერი საქციელის მიუხედავად, ის გეყვარებათ. უბრალოდ ცუდი საქციელით გულს გტკენთ ძალიან და დაარწმუნეთ, რომ სიყვარული მისადმი უპირობოა.