ძაღლებს შეუძლიათ სტრესის შემცირება ბავშვებში

03-07-2022

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვებში სტრესის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლთან 20-წუთიანი ინტერაქციის შემდეგ. სესიები ტარდებოდა კვირაში ორჯერ, ოთხი კვირის განმავლობაში. შედეგები შეადარეს ბავშვების სატესტო ჯგუფს, რომლებიც არ ატარებდნენ დროს ძაღლებთან ერთად და ჯგუფს, რომელშიც ბავშვები მიმართავდნენ მედიტაციას.მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ბავშვებმა, რომლებიც ძაღლებთან ერთად ატარებდნენ დროს, აჩვენეს მნიშვნელოვნად უფრო დაბალი კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონე, ვიდრე სატესტო ან მედიტაციურ ჯგუფში მყოფმა ბავშვებმა.

ბავშვი, ძაღლი, სტრესი, დედა, შვილი, მშობელი, ცხოველი,

ბავშვების ძაღლთან ურთიერთობას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი დამატებითი სარგებელი:

  • ბავშვს ჩამოუყალიბდება პოზიტიური, ერთგული და უპირობო სიყვარული და კავშირი (ანუ ჯანსაღი მიჯაჭვულობა).
  • ბავშვი სწავლობს მნიშვნელოვან გაკვეთილებს ზრუნვის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს თავდაჯერებულობისა და უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებას.
  • ძაღლთან ურთიერთობა და მასზე ზრუნვა ეხმარება ბავშვს, ყურადღება გარე სამყაროზე გადაიტანოს და არ ფოკუსირდეს სტრესსა და შფოთვაზე.
  • ძაღლთან ურთიერთობა აუმჯობესებს ბავშვის სოციალურ უნარებს.
  • ძაღლის მოფერების და ხელში აყვანის დროს სტიმულირდება ბავშვის სენსორული და ნერვული სისტემა.

ბავშვი, ძაღლი, სტრესი, დედა, შვილი, მშობელი, ცხოველი,

თუ ბავშვი აქამდე არასდროს ყოფილა ძაღლის გვერდით, მნიშვნელოვანია, რომ ის შეეეჩვიოს ძაღლთან ურთიერთობას, ახალი ოთხფეხა მეგობრის სახლში მოყვანამდე.
ეს შეიძლება გაკეთდეს მეგობარის ან ოჯახის წევრის ძაღლთან ურთიერთობით, კონტროლირებად გარემოში. მიეცით ბავშვს საშუალება, დაადგინოს, თუ როგორ შეიძლება გახდეს შინაური ცხოველი მისი ემოციური კეთილდღეობის ნაწილი.

ასწავლეთ ბავშვს, რომ შინაურ ცხოველზე ზრუნვა შეიძლება იყოს მისთვის დამამშვიდებელი. დარწმუნდით, რომ ძაღლთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ მატებს ბავშვს სტრესს.

ბავშვი, ძაღლი, სტრესი, დედა, შვილი, მშობელი, ცხოველი,

ძაღლის მოყვანამდე უნდა გაითვალისწინოთ:

  • ძაღლის ტემპერამენტი

მოძებნეთ ძაღლი, რომელიც არის მშვიდი, თავდაჯერებული, მოსიყვარულე და მეგობრული.
რთულად მოსავლელი ან აგრესიის ისტორიის მქონე ძაღლის მოყვანამ შეიძლება ოჯახში შფოთვის და სტრესის დონე გაზარდოს.

  • ოჯახის ჩართულობა

დაელაპარაკეთ თქვენს შვილს და ოჯახის ყველა სხვა წევრს ამ სიახლეზე და მიეცით საშუალება, თავად შეხვდნენ პოტენციურ ოთხფეხა მეგობრებს, რათა იპოვონ ის, ვისთანაც კავშირს იგრძნობენ.

  • დრო

დარწმუნდით, რომ საკმარისი დრო გაქვთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს ახალ ძაღლზე ზრუნვისთვის. აუცილებელია, რომ ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, რათა ძაღლს დღის რუტინა შეუქმნან.

  • ოჯახის პასუხისმგებლობა

სოციალიზაცია, ვარჯიში და თამაში მნიშვნელოვანია ძაღლის კეთილდღეობისთვის.
ძაღლის მოყვანამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ამ პასუხისმგებლობას გაწვდებით.

  • ფინანსები

ძაღლის ყოლა და მასზე ზრუნვა ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებს გულისხმობს. გაითვალისწინეთ საკვების და ვეტერინართან ვიზიტების მოსალოდნელი ხარჯები და მოიძიეთ ვეტერინარი.

  • ზრდასრულთა ზედამხედველობა

მშობლის ჩართულობა და მეთვალყურეობა (განსაკუთრებით 10 წლამდე ასაკის ბავშვებში) აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვის და ძაღლის ურთიერთობა ყოველთვის დადებითად წარიმართოს.მცირეწლოვან ბავშვებსა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი უნარები ან მოთმინება, რათა გააკონტროლონ თავიანთი აგრესიული იმპულსები ძაღლთან ყოფნისას და საჭიროებენ მეთვალყურეს.

  • ქცევის მოდელირება

მშობლებმა ბავშვს უნდა ასწავლონ ძაღლზე ზრუნვა და ძაღლისადმი კეთილი და მომთმენი მოპყრობა.

წყარო: healthline.com