როგორ მოვთოკოთ აგრესია და არ დავუყვიროთ ბავშვს - ფსიქოლოგის 4 რჩევა

29-06-2022

რატომ არ უნდა ვუყვიროთ ბავშვებს და როგორ ჩამოვაყალიბოთ ფსიქოლოგიურად ჯანსაღი ადამიანები?

შეგნებულად თუ შეუგნებლად ადამიანს ამახსოვრდება, როგორ ელაპარაკებოდნენ მშობლები პატარაობაში. ეს ხმა სულ ყურებში ჩაგვესმის და ვცდილობთ ასე არავის მოვექცეთ, სანამ თავად  არ გავხდებით მშობლები. ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს მშობლისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში,  თუ ის განწყობილია იყოს კარგი მშობელი. 

•    მორჩი!
•    გეყოფა!
•    ნუ ბავშვობ!
•    მორჩი ტირილს!
•    შედი შენს ოთახში და სანამ არ დაწყნარდები არ გამოხვიდე!
•    ნუ მეთამაშები!
•    ღორი ხომ არ ხარ!

 

მშობელი, მშობლები, ბავშვი, აღზრდა, ფსიქოლოგი, რჩევა, დედა,

ამ და მსგავს ფრაზებს ტყვიასავით ვისვრით ხოლმე. მათ ავტომატურად ვიმეორებთ და საერთოდ არ დავფიქრებულვართ იმაზე, საიდან მოდის. 
ამ დროს კარგად უნდა გვესმოდეს, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ბავშვის ემოციებს ვაიგნორებთ, არამედ ისე ვიქცევით, როგორ ჩვენი მშობლები გვექცეოდნენ. 
ბოლოსდაბოლოს, ძალიან ძელი გააცნობიერო საკუთარ სიტყვები და სხვისი გრძნობები მაშინ, როდესაც ეს შენთვის არავის უსწავლებია. ჩვენი შვილების გრძნობების აღქმა მნიშვნელოვანია და ნაკლები ტრავმა უნდა მივაყენოთ მათ. თუმცა ბევრმა მშობელმა ეს უბრალოდ არ იცის.

იმისათვის, რომ  გაიგოთ, როგორ უნდა ელაპარაკოთ ბავშვს მიჰყევით ამ 4 წესს:

  1. უბრალოდ და ღრმად ჩაისუნთქეთ მაშინ, როდესაც დააპირებთ ბავშვისთვის შენიშვნის მიცემას, ჯერ დაფიქრდით, რას შეიძლება გრძნობდეს ბავშვი იმ კონკრეტულ მომენტში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება რა და როგორ შეიძლება უთხრათ.
  2. დაეხმარეთ ბავშვს იმის გაგებაში, რომ ეს გრძნობა გამოიწვია იმ კონკრეტულმა მომენტმა და თქვენ მზად ხართ მას გაუგოთ და მეტიც, გესმით მისი.
  3. თანაუგრძენით, მთელი გულით ეცადეთ თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ და ზუსტად ისევე განიცდით, როგორც ის განიცდის, აგრძნობინეთ, რომ თქვენც ისევე გაღელვებთ ეს მომენტი, როგორც მას. ეს დაგეხმარებათ ბავშვთან საერთო ენის გამონახვაში.
  4.  ასწავლეთ ბავშვს საკუთარი ემოციების კონტროლი. ასწავლეთ ამ ემოციებთან გამკლავება. თუ სიტუაცია მოითხოვს, საზღვრებიც დააწესეთ. 

მშობელი, მშობლები, ბავშვი, აღზრდა, ფსიქოლოგი, რჩევა, დედა,

პრაქტიკული მაგალითი

ბავშვი ტირის, მამა სახლიდან უნდა გავიდეს. ბავშვი არ ჩერდება და არ უნდა ფეხსაცმელების ჩაცმა. სკოლაში აგვიანდებათ. როგორ იქცევა ამ დროს მამა.
მამა უბრალოდ ჯდება და ეკითხება ბავშვს:
- რა ხდება, მეგობარო, რატომ ხარ გაღიზიანებული?  
- ეს ფეხსაცმელები არ მომწონს, დედა ახლის ყიდვას შემპირდა, მაგრამ არ მიყიდა. ახალ ფეხსაცმელები მინდა. 
ეს უკვე ახირება აღარ არის,  ბავშვი სევდიანია. 
- მე ვიცი, რომ ახალი ფეხსაცმელები გინდა, მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი. მიზეზი ის არის, რომ დედა მოგენატრა. სამი დღეა არ გინახავს, მესმის შენი, მეც მომენატრა.  ხვალ სამივე ერთად წავიდეთ ნაყინის საჭმელად, გზად კი შევიაროთ და ახალი ფეხსაცმელები ვიყიდოთ. 

ამ დროს მამა წმენდს ცრემლებს უკვე დამშვიდებულ ბავშვს, დამშვიდებულს იმიტომ, რომ მიხვდა, მას გაუგეს. 
- ახლა კი მოიტანე ფეხსაცმელები, ჩავიცვათ და წავიდეთ, რომ არ დაგვაგვიანდეს. 

ამ მოდელში მამამ გამოიყენა ოთხივე წესი, მან არ გაუკეთა იგნორირება ბავშვის გრძნობებს, თანაუგრძნო და შეეცადა, გაეგო. ის ცდილობს ბავშვს გადაატანინოს ყურადღება და ამით მისი ემოცია გააკონტროლოს. ეს ყველაფერი დაამახსოვრდება მის შვილს და საკუთარ შვილს თავადაც ასე მოექცევა, ასე რომ, ეს ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ შემთხვევაში მშობელი არა მარტო საკუთარ თავზე მუშაობს, რომ გახდეს კარგი მშობელი, არამედ აკეთებს საშვილიშვილო საქმეს.