სიტყვები, რომლებიც დედამ ყოველთვის უნდა უთხრას ქალიშვილს

28-06-2022

დედა ძალიან ბრძენი ქალბატონი იყო. შესაძლოა, თავად ამას ვერც კი აცნობიერებდა. ის უბრალოდ ცხოვრობდა და მაძლევდა რჩევებს, ძვირფას და ჭკვიანურ რჩევებს. სწორედ ამ რჩევების წყალობით გავიზარდე და ჩამოვყალიბდი საკუთარ თავში დარწმუნებულ, წარმატებულ და ძლიერ ადამიანად, ქალად. ახლა მეც ვცდილობ ისევე მოვექცე საკუთარ ქალიშვილებს, როგორც დედა მექცეოდა, ისეთივე სიტყვები ვუთხრა, ისევე მოვეფერო. 

დედა, შვილი, დედა-შვილი, გოგო, რჩევა, მოტივაცია, დედაშვილობა,

რა ლამაზი ხარ!

გოგონას ეს ჯადოსნური ფრაზა დაბადებიდანვე უნდა უმეოროთ. საკუთარი თავისადმი სიყვარულს ბავშვს სწორედ დედა ასწავლის სიცოცხლის პირველივე დღეებიდან.
გარდატეხის ასაკში ამ სიტყვების მოსმენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბავშვისთვის, არა მარტო მოსმენა, არამედ ბავშვი რეალურად უნდა გრძნობდეს, რომ დედა მართლა ასე ფიქრობს. დედაჩემი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ჩემით, მიუხედავად ჩემი აკნესი თუ უაზროდ შეჭრილი თმისა. როდესაც ლამაზს მეძახდა, მხოლოდ ჩემს ფიზიკურ სილამაზეს როდი გულისხმობდა, ის ჩემს შინაგან სილამაზესაც უსვამდა ხაზს. თითოეული ჩემი კარგი საქციელის გამო, ჩემ მიერ გაკეთებული სიკეთის გამო მაქებდა და მზეთუნახავს მეძახდა. 

კარგი მეგობრები ქუჩაში არ ყრია

როდესაც ბავშვობაში მეგობრებს წავეჩხუბებოდი, ყოველთვის ველოდებოდი როდის მოვიდოდნენ  ჩემი მეგობრები შესარიგებლად  და ბოდიშის მოსახდელად, მე ხომ დედოფალი ვიყავი, დედა კი სულ მაფრთხილებდა, რომ მეგობრობა იგივე ყვავილია, რომელიც მუდმივ მოვლას საჭიროებს. 
 ლამაზი გოგონები ამ ყვავილს უვლიან, თუ რამე მოხდა, მოწიწებით ებოდიშებიან და აგრძელებენ მეგობრობას.
მოზარდობის ასაკში დედა ხვდებოდა, რომ მეგობრები ჩემი საგანძური იყო. თავად ჰყავდა მეგობრები, რომელიც გულით უყვარდა და რომელთაც უფრთხილდებოდა, მეცი იმავეს მასწავლიდა. 

დედა, შვილი, დედა-შვილი, გოგო, რჩევა, მოტივაცია, დედაშვილობა,

კარგად დაისვენე და გაერთე

ჩემო მეგობრების დედები ძალიან მკაცრები იყვნენ. თუ სადმე გაუშვებდნენ, ჩვეულებრივი კონკიას სცენარი უნდა გაეთამაშებინათ. დედაჩემი კი ასე არასდროს იქცეოდა, ის ყოველთვის ძალიან აფასებდა მხიარულებასა და დროსტარებას. ყოველთვის ყველგან მიშვებდა, მენდობოდა და კარგი დროის გატარებას მისურვებდა.  
როდესაც პირველი შვილი შემეძინა, ხშირად მთავაზობდა ქმართან ერთად გასართობად წასვლას, თავად კი  ბავშვთან რჩებოდა. 

დედა, შვილი, დედა-შვილი, გოგო, რჩევა, მოტივაცია, დედაშვილობა,

შენ როგორ მოიქცეოდი?

ცხოვრება მხოლოდ მხიარულება როდია, ზოგჯერ სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე, როდესაც სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. 
როდესაც არ ვიცოდი, რა მექნა, ყოველთვის მეკითხებოდა, გულით როგორ გინდა, რომ მოიქცე? არასდროს მაიძულებდა რამეს, ყოველთვის მაძლევდა შანსს გამეკეთებინა ის, რაც სწორად მიმაჩნდა. მირჩევდა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ გულის კარნახით უნდა მიმეღო. 
ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებისთვის. 

ვწუხვარ, ასე რომ მოხდა

შეიძლება მას სხვა სიტყვები გამოეყენებინა, თუმცა მთავარი არსი ის იყო, რომ ის მთელი გულით თანამიგრძნობდა. მაშინაც კი, თუ ვერ მიგებდა და არ მეთანხმებოდა, ყოველთვის თანამიგრძნობდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას უნდა ნიჭი - გაუგო სხვა ადამიანს. გაჩუმდე, როცა ამის საჭიროება არსებობს და ზედმეტი არაფერი თქვა. ზოგჯერ ეს სიჩუმე ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება. ამ ყველაფერს დედა მასწავლიდა. 
როდესაც ქმარი გარდამეცვალა ნათესავები მირეკავდნენ, რათა მოესამძიმრებინათ, თუმცა მე არავის ხმის გაგონება არ მინდოდა. მათ კი სწყინდათ.  დედა ბევრს არ მესაუბრებოდა, არაფერს მეუბნებოდა, ის უბრალოდ ჩემ გვერდით იყო და მისი თანაგრძნობა ჩემს შვილებზე ზრუნვით გამოიხატებოდა. აი, ეს არის ჭეშმარიტი თანაგრძნობა, როდესაც შეგიძლია უბრალოდ არაფერი თქვა და მიხვდე, ეს როდის უნდა გააკეთო.  

დედა, შვილი, დედა-შვილი, გოგო, რჩევა, მოტივაცია, დედაშვილობა,

მე ყოველდღიურად მადლიერი ვარ ღმერთის იმის გამო, რომ დედა გვერდით მყავს და ვეხვეწები, რომ ეს ფუფუნება დიდხანს მქონდეს. დააფასეთ დედები, მოეფერეთ და უთხარით, რომ ძალიან გიყვართ.