ბავშვებში ნებისმიერ ასაკში იჩენს ხოლმე თავს ეს უზარმაზარი, ვეებერთელა „არ მინდა“. არც ჭამა უნდა, არც თამაში, არც ჩაცმა, მეცადინეობა, საერთოდ არაფერი უნდა. რატომ ხდება ასე?
აი, რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მიზეზი იმისა, თუ რატომ ხდება ეს ბავშვებში.
ხშირად ხდება ისე, რომ მშობლები უარყოფით მომენტებზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე დადებითზე. ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხება, როდესაც ბავშვი პატარა ასაკის არის.
ბავშვმა გადაწყვიტა დამოუკიდებლად ჩაცმა, ჭამა, დალაგება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველა მცდელობა შესაძლოა წარუმატებლად დასრულდეს.
რა არ უნდა გააკეთოს მშობელმა ამ დროს? -არ უნდა გააკრიტიკოს, არ გაუბრაზდეს.
როგორ უნდა მოიქცეს?- უნდა შეაქოს, დადებითი კუთხით შეხედოს მისი შვილის დამოუკიდებელ აქტივობებს.
ჰიპერმზრუნველობა
არ მოკიდო ხელი, მე თვითონ ავალაგებ, მე ჩაგაცმევ, მე გავაკეთებ. თუ ბავშვს ეს სიტყვები ხშირად ესმის, დროთა განმავლობაში მისი ინიციატივა იკლებს. მას უბრალოდ გაუქრება რამის კეთების სურვილი, მით უმეტეს, თუ მის ნაცვლად ყველაფერს სხვა ადამიანი აკეთებს.
არასდროს შეაჩეროთ ბავშვი, თუ მას გულწრფელად უნდა რამის კეთება. ამ დროს შეგიძლიათ უბრალოდ დაეხმაროთ. წაახალისეთ, შეაქეთ და უთხარით, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის. აუცილებლად უთხარით, რომ დამუკიდებლად საქმის კეთება ძალიან კარგად გამოსდის.
ეს მაშინ ხდება, როდესაც ბავშვს შეცდომის გამო სჯიან ან აიძულებენ თავი დამნაშავედ იგრძნოს.
შეცდომის გამო ბავშვი არც უნდა შეარცხვინოთ და არც უნდა გაუბრაზდეთ, უნდა შეარჩიოთ შესაფერისი მომენტი და მშვიდად დაელაპარაკოთ, რატომ მოუვიდა ასე და შემდეგში უმჯობესია ფრთხილად იყოს.
ბავშვი აღტკინებით გიყვებათ კარატეს ახალ ჯგუფზე, თქვენ კი მას მუსიკაზე ატარებთ, რატომ? იმიტომ, რომ ასეა მიღებული და იმიტომ, რომ ეს უკეთესია. ვისთვის? თქვენთვის. ამ დროს მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შვილის სურვილები.
არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ ბავშვს იმის გაკეთება, რაც მას არ უნდა. მიეცით არჩევანის საშუალება და პატივი ეცით მის არჩევანს. მოუსმინეთ თქვენს შვილებს და გიყვარდეთ უპირობოდ.