რჩევები განშორების შფოთვასთან გასამკლავებლად

22-05-2022

ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ განშორების შფოთვასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში:


1.იყავით მშვიდი და თანმიმდევრული. 
2. შექმენით დამშვიდობების რიტუალი, მაგალითად, ჩახუტება და კოცნა და შემდეგ სიტყვიერი დამშვიდობება. დამშვიდობების შემდეგ წადით და არ მობრუნდეთ. ეს სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც. 
3. შეგიძლიათ მიმართოთ „განშორების ვარჯიშს“: უთხარით თქვენს პატარას, რომ სხვა ოთახში გახვალთ და დაბრუნდებით (მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ ვერ გაიგებს თქვენს სიტყვებს). შემდეგ მამა უნდა დადგეს ოთახის კართან და დაიძახოს „სად არის დედა?“, ან დაიძახოს “დედა”, შემდეგ კი თქვენ გაეცით პასუხი მეორე ოთახიდან, გააღეთ კარი და წამოიძახეთ „გამარჯობა“, ან „აი, აქ ვარ”. 
4.სამსახურში დაბრუნებამდე თანდათან შეაჩვიეთ ბავშვი თქვენგან შორს ყოფნას. თუ გეგმავთ რომ ბავშვი ნათესავთან ან ძიძასთან დატოვოთ, მოიწვიეთ ეს ადამიანი სახლში, რათა ბავშვმა მოასწროს მისი გაცნობა და თავი კომფორტულად იგრძნოს. შეგიძლიათ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშოთ ბავშვის დატოვებაში. დატოვეთ ის ჯერ რამდენიმე საათით, შემდეგ ნახევარი დღით, შემდეგ კი მთელი დღით. 
5.თუ ბავშვის დატოვებას მამა აპირებს, წინასწარ ჩართეთ ის ბავშვზე ზრუნვაში: სთხოვეთ, რომ დაბანოს, წაუკითხოს ზღაპარი, გაასეირნოს ეტლით. რაც უფრო აქტიურად იქნება მამა ბავშვის მოვლაში ჩართული, მით უფრო მალე მიიღებს ბავშვი მას, როგორც ბუნებრივ მომვლელს.
6.სანამ ბავშვს თუნდაც ერთი საღამოთი ბებიასთან, მეგობართან ან სხვა ნათესავთან დატოვებთ, დაპატიჟეთ ბავშვის მომვლელი სახლში  წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ან წაიყვანეთ ბავშვი მასთან ადრე, რათა ის ამ ადამიანს შეეჩვიოს. ჯერ დატოვეთ ბავშვი მცირე ხნით (30 წთ ან მეტი) და თანდათან გაზარდეთ დროის ინტერვალები. წასვლის წინ გამოკვებეთ ბავშვი ძუძუთი.
7. ბავშვის საყვარელი ნივთები, საბნები ან სათამაშოები დაეხმარება ბავშვს თავი დაცულად იგრძნოს. 
8. გაითვალისწინეთ, რომ განშორება უფრო რთულია ბავშვისთვის, თუ ის არის დაღლილი, მშიერი ან ავად. შეძლებისდაგვარად, შეეცადეთ ბავშვი მაშინ დატოვოთ, როდესაც ის არის კმაყოფილი, ფხიზელი და ჯანმრთელი. 
9.განშორება/დაბრუნების თამაშები და ხანმოკლე სავარჯიშოები საკმაოდ ეფექტურია. თუ ბავშვი ჯერ კიდევ არ არის კომფორტულად მამასთან ან სხვა მომვლელთან, შესთავაზეთ შემდეგი თამაშები და სავარჯიშოები:
•    შეგიძლიათ ითამაშოთ „ჭიტა“ ბავშვის ფეხებით: როდესაც ბავშვი წევს ზურგზე ასწიეთ მისი ფეხები ისე, რომ ბავშვის ფეხებმა დაფაროს თქვენი სახე (ბავშვის სხეული არის "L" ფორმაში), შემდეგ კი თქვით: „ჭიტა“ როცა ბავშვის ფეხებს ფართოდ გაშლით და „გახედავთ“ მას.  ჩვილების უმეტესობა ამ თამაშს ძალიან სწრაფად უღებს ალღოს და თავად შლის ფეხებს. 
•    თამაში „სად არის ბავშვი?“ (ან „სად არის [ბავშვის სახელი]?“):  პატარას თავზე აფარებთ მსუბუქ ქსოვილს (საბანი, ხელის პირსახოცი, ქსოვილის საფენი და ა.შ.) და ჰკითხავთ: „სად არის ბავშვი?” შემდეგ მოაშორეთ ქსოვილი ბავშვის სახეს, გაიღიმეთ და თქვით: "აი, აქ ყოფილხარ!". ეს თამაში ბავშვებს ძალიან უყვართ. თქვენ შეგიძლიათ ქსოვილი საკუთარ თავზეც გადაიფაროთ, ასევე შეგიძლიათ დაიმალოთ სკამის ან სხვა ავეჯის უკან. 


წყარო: kellymom.com