სწავლა სიბერემდეო, ნათქვამია და ასეც არის. რამდენი ბავშვიც უნდა ჰყავდეს დედას, ოქროს შუალედის პოვნა ძალიან რთულია, თუმცა თუ ცნობილი ფსიქოლოგის, ნაიჯელ ლატას რჩევებს გაითვალისწინებთ, ღირსეული შვილების აღზრდას მოახერხეთ.
ურთიერთობები
ეს ფსიქოლოგის მიერ ხაზგასმული პირველი ფაქტორია. ადამიანებს შორის ურთიერთობა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ვისაც ეს ავიწყდება, ის ცხოვრების ხარისხს კარგავს. ლატას აზრით, ბავშვი არა მარტო ჩამოუყალიბებელი ადამიანია, ის პიროვნებაა. მას დაბადებიდანვე, სოცოცხლის პირველივე დღეებიდან უნდა სცეთ პატივი და უკან იგივე დაგიბრუნდებათ. მშობელზეა დამოკიდებული, როგორი გაიზრდება ბავშვი და როგორი გარდატეხის პერიოდი ექნება. არ შეიძლება ბავშვის კონტროლი დაშინებით, ბავშვს მშობლის ხათრი უნდა ჰქონდეს და ასვე მისი მხარდაჭერის იმედი.
სიმპათია ბავშვის აღზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია.
ყველა ბავშვმა იცის, რომ მშობელს ის უყვარს, თუმცა სიმპათია კიდევ სხვა რამ არის. მშობლის სიყვარული ინსტინქტურია, აი, სიმპათია კი ბავშვთან ურთიერობით სიამოვნების მიღებაა.
ყურადღება
ბავშვს მუდმივად სჭირდება ყურადღება და ხარბად ეწაფება მას - ასე ხსნიან ფსიქოლოგები ბავშვის დამოკიდებულებას ყუარდღების მიმართ. ყურადღება აბსოლუტურად ყველა ბავშვს სჭირდება. ხანდახან ბავშვები უცნაურად იქცევიან მხოლოდ იმის გამო, რომ მიიქციონ ყურადღება. ასე რომ, მშობლის ყურადღების დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის არაადექვატური საქციელი.
წახალისება და იგნორი
მცენარეს გასაზრდელად სასუქი სჭირდება. მის გარეშე კვდება. ბავშვს წახალისება სჭირდება. ყოველთვის აღნიშნეთ ბავშვის კარგი საქციელი, შეაქეთ, წაახალისეთ. რაც შეეხება იგნორს, არ მიაქციოთ ყურადღება ბავშვის უსაფუძვლო ისტერიკებსა და ცრემლებს, მიხვდეს, რომ ამას თქვენზე არავითარი გავლენა არ აქვს.
საზღვრები
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ეზარება ან ეცოდება ბავშვი საიმისოდ, რომ დაუწესოს ბავშვს ზღვარი? შედეგად ისინი დარბიან ფსოქოლოგებთან და ეძებენ მიზეზს, რატომ არის ბავშვი ასეთი აგრესიული და უცნაური.
თანმიმდევრულობა
ყველაფერი შედარებითია და ყველაფერი თანმიმდევრულია. არ შეიძლება ერთი და იგივე საქციელის გამო ბავშვი ჯერ შეაქო, ხოლო შემდეგ გაუბრაზდე. რა თქმა უნდა, ძნელია იყო თანმიმდევრული ყოველთვის, თუმცა ვინ თქვა, რომ ბავშვის აღზრდა ადვილია? ეს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ძნელი რამაა.
ცუდად მოქცევა
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის ისტერიკებისა და ცუდი საქციელის ატანა. მშობელს ბავშვის მსგავს საქციელზე აუცილებლად სათანადო რეაქცია უნდა ჰქონდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის ნება-სურვილზე სუარული, მისი ცუდი საქციელი აუცილებლად აღნიშნოთ და გქონდეთ რეაქცია, და უნდა მიხვდეს, როდის იქცევა ცუდად.
გეგმა
მოულოდნელობებს იწვევს მოულოდნელობა. ლოგიკურია არა? თუ ბავშვის აღზრდა მართლა გსურთ, საამისოდ აუცილებლად დაგჭირდებათ გეგმა. ზოგადი გეგმა და მეთოდები ყველა მშობელს უნდა გააჩნდეს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვის აღზრდა მოხერხდეს.
ურთიერთობა
ბავშვის ყველაზე ცუდ საქიელშიც კი არის გზავნილი მშობლის მიმართ, რომელიც მან არ თუ ვერ გაიგო თავის დროზე. ამიტომ ბავშვთან კონტაქი, მისი მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.
ქაოსი
გარდაუვალ ქაოსსაც უნდა შეეგუოთ ხანდახან. ქაოსი არის ყველგან, სადაც არის ბავშვი. ეს თავს იჩენს ბავშვის გაჩენისთანავე, როდესაც მშობლების ცხოვრებაში იცვლება ყველაფერი. ყოველთვის არსებობს მოულოდნელობები, რაც გარდაუვალია, ამიტომ ყველა დედა, ყველა მშობელი უნდა შეეგუოს ცხოვრების ასეთ რიტმს, ქაოსსაც ხანდახან. ეს მისი ცხოვრების წესი უნდა გახდეს, ეს ტრაგედია არ არის.