ოსკარ ბრენიფიეს 10 რჩევა მშობლებს

27-02-2022

ოსკარ ბრენიფიე - მსოფლიო მასშტაბის ფიგურა, ფილოსოფიის დოქტორი, რამდენიმე ათეული საბავშვო წიგნის ავტორი, ისუნესკოს ექსპერტი, რომელმაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ბავშვთა აღზრდის სფეროში.

გთავაზობთ მის 10 რჩევას მშობლებისთვის:

1. თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს აზროვნება, პირველ რიგში საკუთარი თავი ავარჯიშეთ მოთმინებაში.
2. იყავით უცოდინარი, როდესაც ბავშვს რამეს ეკითხებით. სოკრატე ამბობდა, თუ ჭეშმარიტებას ეძებ, კითხვის დასმის დროს ისე უნდა მოიქცე, თითქოს პასუხი არ იცი, რომ იცოდე, იმ შემთხვევაშიც კი. 
3. არც ერთი მშობელი, არც ერთ იდედა და არც ერთი მამა არ არის სრულყოფილი. ისინი ეუბნებიან მეზობლებსა და ახლობლებს, რომ მათ იდეალური შვილები ჰყავთ, სინამდვილეში კი საკუთარი შვილებით იმედგაცრუებულები არიან. ისინი ყოველთვის იმას მოითხოვენ ბავშვებისგან, რაც მათ არ აქვთ. მათი მიზანია იდეალურები იყვნენ სხვებისთვის. მოიშორეთ პერფექციონიზმი და გაიმარტივეთ ცხოვრება. 
4. მშობლების დიდი პრობლემაა, როდესაც შვილებისგან კონკრეტული  მოლოდინები აქვთ და ბავშვს აიძულებენ მათი იმედების გამართლებას. ამით ბავშვს უბედურს ხდით და ყველაფერს აზრს უკარგავთ. 
5. მშობლებს აქვთ თვისება დაივიწყონ ანალიზის შესახებ და აყვნენ გრძნობებს. 
6. იმისათვის, რომ ბავშვს ესაუბროთ, მას სიმართლის თქმა უნდა ასწავლოთ. „არ ვიცი“ - პასუხი არ არის, პასუხი უნდა იყოს ან კი, ან არა. 
7. გართულება ტიპიური შეცდომაა მშობლის მხრიდან. ხშირად მშობლები ართულებენ სიტუაციას და ამაზე ბავშვს არ ესაუბრებიან.  
8. ახსნა-განმარტება პასუხის ნაცვლად ან პასუხამდე, უბრალოდ პასუხისგან თავის დაღწევაა.
9. მშობელი არ უნდა იყოს ხისტი, უნდა იყოს მოქნილი. პასუხის მისაღებად მას უნდა შეეძლოს ლავირება, უკან დაბრუნება, ისევ წინ წასვლა, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ბავშვისგან პასუხის მიღება. 
10. არ შეგეცოდოთ ბავშვი, მიეით საშუალება შეცდეს და შემდეგ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ბავშვის გონებრივი და ცხოვრებისეული განვითარება.