10 აუცილებელი წესი მშობლებისთვის იანუშ კორჩაკისგან

27-02-2022

ინუშ კორჩაკი დამსახურებული პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი, საზოგადო მოღვაწეა, რომელმაც  სამჯერ განაცხადა უარი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე.  პირველად ეს მაშინ მოხდა, როდესაც პოლონეთის ოკუპაციის დროს პალესტინაში ემიგრაციაზე უარი თქვა იმის გამო, რომ ამ რთულ პერიოდში ობოლთა თავშესაფარი არ მიეტოვებინა. 
მეორედ ვარშავის გეტოდან გაქცევაზე თქვა უარი. 
მესამედ კი მაშინ, როდესაც ობოლთა თევშესაფარის ყველა წევრი უკვე ვაგონში იყო და მატარებელი ბანაკისკენ უნდა დაძრულიყო. კორჩაკს ერთ-ერთი ოფიცერი მიუახლოვდა და უთხრა: „მეფე მატიუში“ თქვენი დაწერილია? ეს წიგნი წამიკითხავს და ძალიან მომწონს, შეგიძლიათ წახვიდეთ, თავისუფალი ბრძანდებით. 
-    ბავშვები? - იკითხა კორჩაკმა.
-    ბავშვები გაემგზავრებიან, თუმცა თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ვაგონი. 
-    ცდებით, არ შემიძლია, ყველა ადამიანი ნაძირალა არ არის! - იყო მისი პასუხი.

რამდენიმე დღეში ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკში ბავშვებთან ერთად „ობოლთა თავშესაფარიდან“ გაზის საკანში შევიდა. გზად სიკვდილისკენ, იანუშ კორჩაკს ხელში ორი ყველაზე პატარა ობოლი ეჭირა და მათ ზღაპარს უყვებოდა, ბავშვებს აზრდაც კი არ მოსდიოდათ, სად მიდიოდნენ და რატომ.

 ინუშ კორჩაკმა შექმნა ბავშთა აღზრდის 10 პრინციპი, რომელიც, ვფიქობთ, ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. 
1. ნუ მოელი, რომ შენი შვილი იქნბა შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა, რომ იყოს. დაეხმარე მას გახდეს ის, ვინც მას უნდა და არა ის, ვინც შენ გინდა რომ გახდეს. 
2. ნუ მოითხოვ ბავშვისგან იმის საფასურს, რაც მას გაუკეთე. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ უნდა გადაგიხადოს სამაგიერო? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, ის სხვა სხვას და სწორედ ეს არს მადლიერების შეუქცევადი პროცესი. 
3. არასდროს ამოანთხიო საკუთარი ბრაზი ბავშვზე. რომ დაბერდები, იმას მოიმკი რასაც დასთეს. 
4. არასდროს გადახედო ბავშვის პრობლემებს ზემოდან. ცხოვრება ადამიანებს იმას აძლევს, რისი ტვირთვის უნარიც აქვთ. ბავშვის პრობლემა შესაძლოა შენ უმნიშვნელოდ მოგეჩვენოს, მაგრამ ეს მისთვის სერიოზული გამოწვევაა. შეეცადე ეს გაითავისო. 
5. არასდროს დაამცირო ბავშვი!
6. არასდროს დაგავიწყდეს, რომ ადამიანის ცხივრების მთავარი შეხვედრა ბავშვებთან შეხვედრაა. ბავშვებს ყველთვის დიდი ყურადრება დაუთმე, ჩვენ არასდროს ვიცით, ვის ვხვდებით ბავშვის სახით.
7. ნუ იტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ საკუთარ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე, უბრალოდ გახსოვდეს, რომ ბავშვისთვის არასაკმარისი გაქვს გაკეთებული, თუ მისთვის  ყველაფერი შესაძლებელი არ გაქვს გაკეთებული. 
8. ბავშვი ტირანი არ არის, რომელმაც შენი ცხოვრება მიითვისა, ის მხოლოდ სისხლი და ხორცი არ არის, ის ძვირფასი ნივთია, რომელიც ცხოვრებამ მოგცა მოსავლელად და განსავითარებლად, ეს არის არა დედის და მამის შვილი, არამედ ძვირფასი სული, რომელიც მოსავლელად გადმოგეცა. 
9. გქონდეს უნარი გიყვარდეს სხვისი შვილი. არასდროს მოექცე სხვა ბავშვს ისე, როგორც საკუთარს არ მოექცეოდი. 
10. გიყვარდეს შენი შვილი უპირობოდ ისეთი, როგორიც არის, ნიჭიერი, უნიჭო, ლამაზი, შეუხედავი, წარმატებული, წარუმატებელი, დიდი თუ პატარა. დატკბი და იხარე მასთან ურთიერთობით, იმიტომ რომ ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერ შენთან არის.