„შეწყვიტე“, „დამშვიდდი“, „არ შეიძლება“  - ეს და სხვა ფარზები, რომლებსაც არავითარი შედეგი არ აქვს 

26-01-2022

უფროსები აკრძალვის გამომხატველ ფრაზებზე მყისიერად რეაგირებენ, ბავშვები კი მას ყურადღება საერთოდ არ აქცევენ. ყოფილხართ მსგავს მდგომარეობაში? ეს ფაქტი მათი ნერვული სისტემის ჩამოუყალიბებლობით აიხსნება, ბავშვს უბრალოდ არ ესმის, როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს. განვიხილოთ, როგორ სჯობს ბავშვთან ურთიერთობა, რომ მანაც გაიგოს, რა გინდათ და არც თქვენ აიშალოთ ნერვები.

სახელის დაძახება
ბავშვის დასამშვიდებლად მხოლოდ სახელის დაძახება საკმარისი არ არის. აბა კარგად გაიხსენეთ - გაბრაზებული მშობელი მკაცრი ტონით ეძახის შვილს და როდესაც ეს უკანასკნელი გამოხედავს, ასევე მრისხანე მზერას სტყორცნის,  მიანიშნებს, თავად მიხვდი, რატომ გავბრაზდი და გაითვალისწინეო. ეს არ ჭრის, ბავშვს უბრალოდ არ ესმის, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მსგავს საქციელზე. მისთვის ორიენტირი მხოლოდ მშობლის ხმის ტემბრი და ჟესტია. 
ამ დროს ბავშვი:
•    თავს დამნაშავედ მიიჩნევს
•    უნდა დაიძაბოს და მიხვდეს, რა დააშავა
•    ფიქრობს, რა შეიძლება მოიმოქმედოს, რათა მისთვის მნიშვნელოვანი პერსონა კმაყოფილი იყოს
•    შეიძლება უბრალოდ შეშინდეს იმის გამო, რომ შესაძლოა დასაჯონ
ანუ გამოდის, რომ თუ არ არსებობს ინფორმცია, არც რეაგირებაა საჭირო. არის მხოლოდ სახელი, რაც ბავშვს ანერვიულებს, აღაგზნებს და აბოროტებს კიდეც. შდეგად ბავშვი საკუთარ სახელს უსიამოვნო შეგრძნებებს უკავშირებს. იმ შემთხვევაში კი, თუ მშობელი სახელის დაძახების შემდეგ პოზიტიურად უხსნის შვილს, რომ მისი საქციელი არასწორია, ბავშვი სწორედ ამ მეორე ნაწილზე ფოკუსირდება. იგი იღებს ინფორმაციას, რომელზეც რეაგირებს დადებითად ან უარყოფითად. 

  • მაგალითად, მომეცი ხელი, - ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, გაუწოდოს თუ არა ხელი მშობელს. ამიტომ ეცადეთ, ბავშვს ყოველთვის გარკვევით ჩამოუყალიბოთ, რას ითხოვთ მისგან. 
  • ასევე აზრს მოკლებულია სიტყვები და მითითება. მაგალითად: შეწვიტე, მორჩი... ბავშვი ვერ ხვდება, რა უნდა შეწყვიტოს. აუცილებლად დაასრულეთ აზრი და წინადადება, რომ მაგალითად, შეწყვიტოს ბურთის სროლა ან მეგობრის  გაბრაზება. 
  • ასევე აუცილებლად დაუკონკრეტეთ სიტყვა - დამშვიდდი. რატომ უნდა დამშვიდდეს, როგორ უნდა დამშვიდდეს და ა.შ.,  რადგან თავად სიტყვა აბსტრაქტულია და არც არის გასაკვირი, რომ ბავშვისთვის შესაძლოა აბსოლუტურად არაფრის მთქმელი იყოს. 
  • ფრთხილად იყავით აკრძალვასთან „არ შეიძლება“. მაგალითად, არ შეიძლება გუბესთან მისვლა. უფროსმა იცის, ეს იმას ნიშნავს, რომ მან წყლის გუბეს გვერდი უნდა აუაროს, მაგრამ ბავშვი ვერ ხვდება, რა არ შეიძლება, მას ესმის მხოლოდ აკრძალვა და ეს ძაბავს. ამიტომ დაუკონკრეტეთ, რომ არ შეიძლება გუბეში გავლა და მას გვერდი უნდა აუაროს. ასევე აუხსენით, რატომ არ შეიძლება, რომ თუ გუბეში გაივლის ფეხი დაუსველდება. 
  • ეცადეთ, აკრძალვა შეცვალოთ ისეთი სიტყვებით, რომელიც მის ნებას არ შეზღუდავს, თუმცა გააფრთხილებს. მაგალითად, შენ შეგიძლია ამ გუბეს გვერდი აუარო, რომ ფეხი არ დაისველო. 

ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება დიალოგია. ეს მართალია, მოითხოვს ნებისყოფასა და დროს, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს -  თქვენი შვილის მეგობრად იქცევით და არა ადამიანად, რომელიც მას ყველაფერს უკრძალავს.