10 ცნობილი მშობელი, რომლებიც საკუთარ შვილებს ქონებას არ უტოვებენ

21-01-2022

ცნობილი და მდიდარი მშობლების ყოლა ალბათ საკმაოდ ბევრ პრივილეგიას გულისხმობს, მაგრამ ზოგი „სელებრითის“ შვილი არც ისე იღბლიანი აღმოჩნდა -  მათი მშობლები თავიანთი დიდძალი ქონების მათთვის დატოვებას არ აპირებენ.
მათი არგუმენტი ის არის, რომ სურთ თავიანთმა შვილებმა ფულის, გულმოდგინე შრომის და მიზანდასახულობის ფასი ისწავლონ. ეთანხმებით თუ არა მათ გადაწყვეტილებას? გაინტერესებთ ვინ არიან ეს ცნობილი ადამიანები?

1. ბილ გეითსი
სიაში პირველი ბილ გეითსია. ის არა მხოლოდ თავისი პროფესიული წარმატებებით, ასევე გულუხვობითა და ფილანტროპიზმითაა ცნობილი. თუმცა, მან გადაწყვიტა, რომ შვილები  ანდერძში არ ჩაწეროს და მათ მისი მილიარდებად შეფასებული ქონების მხოლოდ მცირე პროცენტი დაუტოვოს. მისი აზრით შვილებისთვის დიდძალი ქონების ჩუქება მათ სასიკეთოს არაფერს მოუტანს. ბილ გეითსის გადაწყვეტილებით მისი ქონების უდიდესი ნაწილი საქველმოქმედო ფონდებს გადაეცემა.

2. უორენ ბუფეტი
უორენ ბუფეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი გადაწყვეტილებით სიკვდილის შემდეგ მისი ქონების 99% საქველმოქმედო ფონდებს გადაეცემათ. ერთ-ერთ პოპულარულ ჟურნალთან ინტერვიუში მან თქვა, რომ მისი შვილები მისი ფულის გარეშეც შეძლებდნენ თავის დამკვიდრებას და ის ყოველთვის მხარს დაუჭერდა მათ წამოწყებებს. ისიც იზიარებს მდიდარ ადამიანებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ შვილებს უნდა დაუტოვო საკმარისი ფული, რათა მათ შეძლონ იმის მიღწევა რაც სურთ, მაგრამ არა იმდენი, რომ მათ არაფრის გაკეთების მოტივაცია აღარ ქონდეთ.

3. დენიელ ქრეიგი
ცნობილი მსახიობი, რომელმაც ჯეიმს ბონდი განასახიერა, დენიელ კრეიგი ორი შვილის მამაა. ქრეიგმაც გადაწყვიტა, რომ ანდერძიდან შვილები ამოიღოს და თავისი ქონების უმეტესობა სიკვდილამდე ან სიკვდილის შემდეგ ქველმოქმედებას შესწიროს.

4. ნიგელა ლოუსონი
ნიგელა ცნობილი შეფ-მზარეულია. მისი მოსაზრებითაც არასწორია რომ მის მიერ მოპოვებული სიმდიდრით მისი შვილები დატკბნენ და მათ თავად უნდა ირჩინონ თავი.

5. გორდონ რემზი
გორდონ რემზი ცნობილი ბრიტანელი მზარეული და ტელეწამყვანია. ის თავისი პირდაპირობით არის ცნობილი. 2017 წელს ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცელ ინტერვიუში მანაც აღიარა, რომ, მეუღლესთან შეთანხმებით, შვილებს ქონების მხოლოდ 25%-ს უტოვებს.

6. საიმონ ქაუელი
მუსიკალური პროდიუსერი და იქს-ფაქტორის ცნობილი წამყვანი ასევე არ აპირებს თავისი ფულის  ვაჟისთვის დატოვებას. მას ურჩევნია ფული საქველმოქმედო ფონდს შესწიროს და თავის ძაღლსაც კი დაუტოვოს. 

7. ქევინ ოლერი
ქევინი ერთ-ერთი უმდიდრესი კანადელი ბიზნესმენია და ისიც იმავე აზრს იზიარებს. მას სწამს, რომ მდიდარმა მშობლებმა შვილებს უნდა უბიძგონ თავად შექმნან ფინანსური დოვლათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რეალურ სამყაროში ვერ გადარჩებიან. მისმა შვილებმა უკვე იციან, რომ როცა განათლების მიღებას დაასრულებენ სახლიდან წასვლა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მოუწევთ.

8. ჯეკი ჩანი
ცნობილი მსახიობი ჯეკი ჩანი ასევე არ აპირებს მძიმე შრომით ნაშოვნი ფულის შვილებისთვის დატოვებას. ის გეგმავს ქონება საქველმოქმედო ფონდებს შესწიროს. მისი რწმენით იმ შემთხვევაში თუ მისი ვაჟი უნარიანია შეძლებს საკუთარი სიმდიდრის შექმნას, ხოლო თუ უუნაროა, მაშინ მის ქონებასაც მარტივად გაფლანგავს.

9. მარკ ცუკერბერგი
„ფეისბუქის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა მეუღლესთან, პრისცილა ჩენთან, ერთად 2015 წელს, პირველი ქალიშვილის დაბადების შემდეგ  ქონების 99% საქველმოქმედო ფონდებს შესწირა. მათი განზრახვა არის, რომ მათმა შვილმა  დამოუკიდებლობა ისწავლოს და თავისი ძალისხმევით დაიმკვიდროს თავი.

10. მაიკლ ბლუმბერგი
ნიუ იორკის ყოფილი მერი და წარმატებული ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი ასევე არ აპირებს თავისი შვილების გამდიდრებას. მისი რწმენით პასუხისმგებლიანმა მშობლებმა შვილებისთვის უპირველესად ის გარემო უნდა გააუმჯობესონ სადაც მათ უწევს ცხოვრება. შვილებისთვის ქონების დატოვების მაგივრად ის ქონებას სხვადასხვა ფილანტროპულ ორგანიზაციას შესწირავს, რომლებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებიან.