თუ ბავშვი აღგზნებულია ის შეიძლება დარბოდეს შეუჩერებლივ, იცინოდეს, განუწყვეტლივ ლაპარაკობდეს, გამოიყურებოდეს უზომოდ ბედნიერად. მსგავსი მდგომარეობის შემდეგ ბავშვმა შეიძლება იტიროს ან სულაც საოცარი სკანდალი მოაწყოს. ნერვული სისტემის აღგზნებადობა ბავშვები ხშირად შეინიშნება.
მიზეზები, რის გამოც შესაძლოა თავი იჩინოს ბავშვის გაღიზიანებამ:
გაღიზიანების პრველივე სიმპტომების შემჩნევისას მშობელი უნდა შეეცადოს ბავშვის დამშვიდებას, გადაატანინოს ყურადღება. ეს ადვილი გასაკეთებელი არ არის, ამისთვის მხოლოდ მშობლის სურვილი საკმარისი ნამდვილად არ არის.
შემოგთავაზებთ ბავშვის დამშვიდების რამდენიმე საინტერესო მეთოდს:
ეს მეთოდები პრაქტიკულად ყველა ბავშვზე დამამშვიდებლად მქმდებს, ზოგიერთი რჩევა მხოლო სახლის პირობებში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, დანარჩენი მათგანი კი უნივერსალურია.
→1.გასეირნება
ამ მეთოდით მშობლები ყველაზე ხშირად სარგებლობენ. სეირნობის დროს ბავშვის ყურადღება მომენტალურად გადაერთვება ხოლმე რამე ახალზე.
→2. თბილი აბაზანა
თუ სახლში ხართ გაუმზადეთ ბავშვს თბილი აბაზანა. არაფერია საშიში იმაში, თუ ეს დღის უჩვეულო მონაკვეთში ხდება. ეცადეთ ბაზანის მირების დროს ბავშვის ასაკის გათვალისწინებით გასართობი მოუძებნოთ. ასევე ძალიან კარგი იქნება აბაზანის შემდეგ რომელიმე საბავშვო კრემის გამოყენება, ასე ბავშვი დუნდება და შესაბამისად მისი ნერვული სისტემა მშვიდდება.
→3. ცეკვა მშვიდ მუსიკაზე
მშვიდი, ნელი მუსიკის მოსმენა დამამშვიდებლად მოქმედებს ნებისმიერი ადამინაის ნერვულ სისტემაზე, თუმცა აღგზნებული ბავშვის ერთ ადგილზე გაცერება ადვილი არ არის და ამიტომ შესთავაზეთ ბავშვს ცეკვა, ეს მას ყურადღებასაც გადაატანინებს და ნერვულ სისტემასაც დაუმშვიდებს.
→4. სპორტული ვარჯიშები მკაცრი ინსტრუქციით
აღგზნებული ბავშვები ხშირად დარბიან აქეთ-იქით, ამოტომ შესთავზეთ მათ სპოტული თამაშები მკაცრი ინსტრუქციებით და ამით ნამდვილად გადაიტანთ მის ყურადღებას ისე, რომ თავადაც ვერ მიხვდება ბავშვი, როგორ გამხიარულდება.
→5. მოტორიკული სავარჯიშოები
2-4 წლის ბავშვებზე ძალიან კარგად მოქმედებს მოტორიკული სავარჯიშოები, განსაკუთრებით წვრილი მოტორიკული. წვრილ ნივთებთან ურთიერთობის დროს მათი ყურადღება გადადის მთლიანად ნივთებზე და აბსოლუტურად ავიწყდება გაღიზიანება.
→6. საჭმლის მომზადება
ხშირად ხდება ისე, რომ ბავშვი გაღიზიანებულია იმის გამო, რომ ის მშიერია, ამ დროს შეგიძლიათ შესთავაზოთ ერთად საჭმლის მომზადება, ასე ბავშვი თან გაერთობა თან დანაყრდება.
→7. შემოქმედება
კიდევ ერთი ძალიან არგი საშუალებაა ყურადღების გადასატანად და დასამშვიდებლად შემოქმედება. შესთავაზეთ ბავშვ ან გაფერადება, ხატვა ან აპლიკაცია, ერთი სიტყვით მისთვის საყვარელი რაიმე აქტივობა.
→8. ფიზიკური ვარჯიშები
მონტესორიში აპრობირებული მეტოდია ფიზიკური ვარჯიშები ბავშვის დამშვიდების მიზნით.
→9. წიგნის კითხვა
თუ ბავშვს უყვარს წიგნის დათვალიერება წიგნს წაკითხვა ან დათვალიერება ძალიან ეფექტური საშუალებაა მის გასართობად და გასამხიარულებლად.