მონტესორის აღზრდის მეთოდით მიღებულია, უთხრათ ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა და სხვა პერსონაჟები არ არიან რეალური არსებები და რომ ეს მხოლოდ მოგონილია. საახალწლო ჯადოქრობებზე და ოცნებებზე საუბარმა კი შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ბავშვები დიდებს აღარ ენდობიან. თოვლის ბაბუა იმდენად დიდი დოზით შემოიჭრა, საგონებელში აღმოჩნდნენ, ადრე თუ გვიან ხომ მოუწევთ ბავშვისთვის ახსნა, რომ ეს არ არის მართალი და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. რა გზით ჯობია ამის გაკეთება ისე, რომ ბავშვის ფსიქიკა არ დაზიანდეს.
→აბა წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს ეშინია ბოროტი მგლის. თქვენ რა თქმა უნდა ეცდებით, დაამშვიდოთ ბავშვი და აუხსნათ, რომ ბოროტი მგელი სინამდვილეში არ არსებობს, ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია, მეორე წუთს კი სეიძლება დაუმტკიცოთ, რომ ახალ წელს თოვლის ბაბუა მას საჩუქარს მოუტანს, თუ კარგად მოიქცევა ან არ მოუტანს, თუ არ მოიქცევა კარგად. ეს გამართლებულია?
მშობლები თვლიან, რომ თოვლის ბაბუის არსებობის დაჯერება ავითარებს ბავშვის ფანტაზიას, მაგრამ ეს ხიმ მათი ფანტაზიის ნაყოფი არ არის, ისინი კი არ იგონებენ მას, მათ უბრალოდ სჯერათ, რომ ის არსებობს, უფრო სწორად ისინი ენდობიან მშობლებს. ასე რომ, თოვლის ბაბუა და ბავშვის წარმოსახვა ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.
→სწორედ ეს რწმენა უღვივებს ბავშვებს საზეიმო, საახალწლო განწყობას. თუ გეშინიათ, რომ სიმართლის გაგების შემთხვევაში ბავშვს განწყობას გაუფუჭებთ, ასე არ არის - საახალწლოდ სხვა მრავალი ტრადიცია არსებობს, ოჯახური, და ბედნიერებისთვის ესეც საკმარისი იქნება. მშობლებისგან და ოჯახის წევრებისგან მიღებული საჩუქარი ბავშვს თოვლის ბაბუისგან მიღებულ საჩუქარზე ნაკლებად როდი გაახარებს. თუმცა, ამ პერსონაჟის საერთოდ იგნორირება რომ არ გამოვა, ამას ალბათ თავადც ხვდებით. თოვლის ბაბუის, სანტა კლაუსის კომერციალიზაცია სხვადასხვა არხზე აუცილებლად წარმოქმნის მრავალ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ეს პერსონაჟი, საიდან არის, რატომ არის და ა. შ.
გარწმუნებთ, თუ მშობელი კარგად მოემზადება მსგავსი შეკითხვებისთვის წინასწარ და ექნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, პასუხის გაცემა არ გაუჭირდება.
მონტესორის ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ შეკითხვაზე, მართლა არსებობს თუ არა თოვლის ბაბუა, კონკრეტული პასუხის გაცემა არ ღირს. ეს ძალიან კარგი სასაუბრო თემაა საიმისოდ, რომ ბავშვის ცნობიერება განავითაროთ. შეგიძლიათ აუხსნათ ბავშვს, რომ ახალ წელს მშობლები ჩუქნიან ბავშვებს საჩუქრებს თოვლის ბაბუას სახელით, რათა ისინი გააბედნიერონ და რომ თოვლის ბაბუის გარეშეც შეიძლება ამის გაკეთება, ამ დროს მთავარი ის არის, რომ ახალ წელს ადამიანებმა ერთმანეთს სიხარული და ბედნიერება მიანიჭონ. თუ მშობელი არ ეთანხმება მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს სიმართლე, მას აუცილებლად დასჭირდება იმისთვის შემზადება, რომ ადრე თუ გვიან მისი შვილი გაიგებს სიართლეს და ახსნა-განმარტების გაკეთება მაინც მოუწევს. ერთი სიტყვით, საბოლოოდ თქვენი გადასაწყვეტია, ეტყვით თუ არა ბავშვს სიმართლეს ან როდის გააკეთებთ ამას.